დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" აღზრდილმა ფორვარდმა ევგენი ბოხაშვილმა football24.ua-სთან საუბარში გაიხსენა ისტორია, რომელიც ლატვიურ "რიგაში" ვერგანხორციელებულ ტრანსფერს ეხებოდა და ასევე, საქართველოში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"რუხში" არც ისე კარგ პერიოდში გადავედი და ამიტომ, ლატვიაში წასვლა გადავწყვიტე, თუმცა იქ ძალიან არ გამიმართლა.

საფეხბურთო კლუბ "რიგაში" გავიარე სინჯები და მითხრეს, რომ გუნდში ამიყვანდნენ, კონტრაქტს გამიფორმებდნენ, თუმცა ისეთ რამეს შევეჯახე, რაც ფეხბურთელზე დამოკიდებული არაა.

როგორც აღმოჩნდა, კლუბის პრეზიდენტი არც ისე კეთილგანწყობილია უკრაინელების მიმართ, ის კი ფიქრობდა, რომ ქართველი ვიყავი, გვარად ხომ ბოხაშვილი ვარ.

სინჯების გავლის შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებას ველოდი, როცა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ კლუბმა უკან დაიხია. ვერ ვხვდებოდი, რატომ მოხდა ასე. ამხანაგურ შეხვედრებში კარგად ვითამაშე, მწვრთნელმაც მითხრა, რომ მისი მოთხოვნები დავაკმაყოფილე.

შეკრება დუბაიში უნდა გაგვევლო და პასპორტიც კი გამომართვეს ვიზის გასაკეთებლად, თუმცა ბოლო მომენტში "გადამაგდეს". ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. იქ ტრავმის მერე წავედი და ასეთი ამბავი შემემთხვა.

დიახ, გარკვეული დრო ქუთაისის "ტორპედოშიც" გავატარე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ საქართველოთი იმედგაცრუებული დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით მეც ქართველი ვარ. დიახ, ეს ჩემი სამშობლოა, თუმცა იქ ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა მთლად კარგი ვარიანტი არაა.

ქვეყანა ულამაზესია და მეგობრული ხალხი ცხოვრობს, უგემრიელესი საჭმელებია. იქ ყველა მიყვარს და პატივს ვცემ, თუმცა ფეხბურთი საქართველოში ნამდვილად ვერ ვითარდება.

საქართველოში თუ გადაწყვეტ სათამაშოდ წასვლას, ეს მხოლოდ თბილისის "დინამოში" შეიძლება, მათ ძალიან კარგი საკუთარი ბაზა აქვთ. დანარჩენ გუნდებზე კი რა გითხრათ... მაგალითად, "საბურთალო" ჩემპიონი იყო და ვარჯიშები ხან ერთ, ხან მეორე ადგილას ჰქონდათ", - განაცხადა ბოხაშვილმა.

"რიგას" მფლობელი რუსი ბიზნესმენი სერგეი ლომაკინი გახლავთ, ხოლო ევგენი ბოხაშვილი ამჟამად ინდონეზიის ჩემპიონატში გამოდის და არც ისე ცუდად. ის უმაღლესი ლიგის "პსს სლემანის" წევრია და წინა სეზონში 16 გოლი გაიტანა.

KA
თუ გვინდა დონემ აიწიოს ელიგაში პირველ რიგში ინფრასტრუქტურას უნდა მივხედოთ გუნდებს საკუთარი ბაზა რომ ჰქონდეთ და ნორმალური სტადიონი ამის შემდეგ 2 კამერით რომ იღებენ თამაშებს და რო ჭედავს და საზიზღობა გადაღება როა ეგ უნდა გამოვასწოროთ თამაშები საღამოს უნდა იყოს განათებაზე და არა დილას 1-2საათზე რამე ივენთებიც ამის შემდეგ ხალხიც დაინტერესდება და დონეც ნელნელა აიწევს ბათუმის სტადიონი რომ გაიხსნება დარწმუნებული ვარ გაივსება და ყოველთვის 10კ დასწრება მინიმუმ იქნება ქუთაისშიც რომ აშენდეს თანამედროვე სტადიონი უფრო დაინტერესდება ხალხი იქაც ოვლიან რუსთავშიც და დიდ ქალაქებშიც საჭიროა ნორმალირი სტადიონი
Gio
საქართველოში ხომ დაოსტატების ეტალონი გახდება.)))
კახა ქ.
ვინ ბოხაშვილი,რა ბოხაშვილი,ტიპს თვითონ ვერ გაუგია ვინ არის და რა უნდა და თქვენ მაგის ინტერვიუს აქვეყნებთ.მაგას ჯობია საერთოდ არაფერი არ დაწეროთ თუ..........
გენა
ფეხბურთში ამაზე უფრო საინტერესო სტატიას რომ ვერ იპოვით დასაწერად, ქუდი უნდა დაიხურო შვილო და წახვიდე სახლში.
mvx
ინდონეზიაში ხომ სულ ხაზავენ რა. არ მოგწონს და იყავი ინდონეზიაში. შენ მხოლოდ ფული გაინტერესებს და არა დაოსტატება. იმას კი არ ფიქრობ, რომ ინდონეზიიდან ევროპაში კარგ გუნდში ვერ მოხვდები. საქართველოში გვყავს შენზე უკეთესი ახალგაზრდები.
აკადემია
რატომ არა აქვს რეაქცია ფედერაციას იმ თანამშრომლებზე რომლებმაც განცხადებით მიმართეს რომ თვეებია უკვე ხელფასი არა აქვთ აღებული ე-ლიგა ორის გუნდებზეა საუბარი,ასევე ფეხბურთელებსაც, უახლოეს დროში ფედერაციის მხილებაც მოხდება,მუჯირი კობიაშვილი ჭუმბურიძე უნდა ნაცოთ მაგათი ხელფასები პრემია და დანამატები,ამ დროს რეაქცია არა აქვთ ადამიანებზე ვისაც მიზერული ანაზღაურება აქვთ და ისით თვეობით არა აქვთ აღებული
თბილისელი
ბოხაშვილი ქართული გვარია, ღებიდან. აქ ძებნაში ჩაწერეთ გვარი geogen.ge
დათო
ამან ბოხაშვილი არ გამიგიაო გვარი:D:D:D
888
კობიაშვილ-მუჯირი ფულის კეთებაზე არიან გადასულები და ჯერ ფეხბურთისთვის ვერ მოიცალეს.
მამუკა
"ქართველს ევგენის არ არქმევენ" - ?. ბევრს ვიცნობ, ქართველს, პირადად ევგენი რომ ქვია სახელი
lordi
ფედერაციის საქმიანობა დღეს სამარცხვინოა და გადასულია შოვნაზე რაც შეიძლება მეტის,მაძღარი მუჯირი ნახეთ რა ხელფასი და პრემიალური აქვს,ამ დროს ზოგიერთ ფეხბურთელს და გუნდებში დასაქმებულ ხალს თვეობით არა აქვთ ფული აღებული
55555
გამაოცა გვარმა.არ გამიგია.ქართველს ევგენის არ არქმევენ.თვითონაც არ იცის ვინ არის.
l.j
პოლიტ პატიმრები არვიცი და ვერ ვხვდები აქ რა მოსაყვანია მაგრამ ფედერაცია რომ მაქინატორობს ფაქტია,გეტყვით პირდაპირ ვიცნობ ხალხს რომლებსაც მართლა თვეობით აქვთ ასაღები ფული ნაშრომი და ფედერაცია ამაზე რეაგირების გარეშეა,იყო შემთხვევაც უდიერი საუბრის ფედერაციის მხრიდან ნაცვლად იმისა რომ დასაჯოს ის გუნდები,მაგრამ მზადება განცხადება რომელსაც მიიღებს ფიფა და უეფა რომ ფედერაცია არაფერს არ ცდილობს რომ ნაშრომი მიიღოს ხალხმა,ამავე დროს ეს ყველაფერი მიეწოდება არასამთავრობოებსაც
დღეს დიქტატურაა საქართველოში
ყველაზე უსუსური მთავრობა რომელსაც აღიარებინეს რომ პოლიტ პატიმრები ყავს,დასავლეთის ზეწოლით ყველაფერს თავისი ადგილი მიემჩნევა,რამოდენიმე მილიონი ტომელსაც ფიფა და უეფა გამოყიფს საქართველოსთვის ეს ფული ილექება ჯიბეებში,ხალხი ვინც ფეხბურთში დასაქნებულია 6-7-თვის ხელფასები არა აქვთ აღებული,ფედერაციას მიმართეს მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას რეაქცია ნული,კლუბების ხემძღვანელობას არ თხოვენ არაფერს იმიტომ რომ ფული იყოფა და ჯიბეებში ილექება,
joi zaza
100%! უკეთესად ვერ იტყვი, როგორც ამ ბიჭმა თქვა. ქვეყანა და ხალხი მშვენიერი, მაგრამ ფეხბურთის თამაში თუ გინდა, საქართველოში რა გესაქმებაო?
ნიკა
მართალია ეგ კაცი. არ ვითარდება აქ ფეხბურთი.

rogor araa aba kitxe chven profesorebs ra ginda ucxoetshi unda iko ak!!!!)))))))
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში