მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ “გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას ეტოო ლიონელ მესის შეადარა

ვისაც ფეხბურთთან მცირე შეხება მაინც აქვს, ყველას “ბარსელონა’ და ლიონელ მესი აკერია პირზე - გამონაკლისი არც მასიმო მორატია, რომელიც “გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტს გაესაუბრა და სამუელ ეტოო კატალონიური გრანდის არგენტინელ შემტევს შეადარა. მოვუსმინოთ “ინტერის” პრეზიდენტს:

“ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სამუელ ეტოო ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია “ინტერისთვის”, როგორიც ლიონელ მესი “ბარსელონასთვის”. კამერუნელის გარეშე ვერ მივაღწევდით იმ წარმატებებს, რომლითაც ასე ვამაყობთ და ანალოგიურად, მესის გარეშე “ბარსა” ალბათ არ იქნებოდა ასეთი საოცარი გუნდი. ლიონელი მართლაც ფანტასტიკური ფეხბურთელია, უნიკალური ტექნიკით და ლიდერის დამახასიათებელი თვისებებით - რაც შეეხება ეტოოს, შესაძლოა მეტი სივრცე სჭირდება შესაძლებლობების წარმოსაჩენად, მაგრამ სამაგიეროდ, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი თავდამსხმელია. გავცვლიდი თუ არა ეტოოს მესიზე? - ძალიან რთული კითხვაა, მათ ტანდემს კი სიამოვნებით ვიხილავდი მოედანზე, თუმცა მხოლოდ “ნერაძურის” ამუნიციით”.

მორატიმ სეზონი შეაჯამა და შემდეგი განაცხადა: “სეზონი აქტივში უნდა ჩავიწეოთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ში მხოლოდ მეორე ადგილი დავიკავეთ. სამაგიეროდ, იტალიის თასის მოვიპოვეთ და დავინახეთ, რომ ამ გუნდს კიდევ შეუძლია უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა. ლეონარდოს მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ. რაც შეეხება სატრანსფერო გეგმებს, ჩვენი უმთავრესი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა - ამ გუნდს რომ ყველაფრის მოგება შეუძლია, არაერთხელ დავრწმუნდი და ამიტომ, რევოლუციური ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავ”.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა