ნოიერის წასვლის შემდეგ გელზენკირხენელებს ბებერი იენსი ძალიან სჭირდებათ

ორი დღის წინ, მანუელ ნოიერის დაუსრულებელი საგა, როგორც იქნა, დასრულდა - გერმანიის ნაკრების მეკარე მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. ამ ინფორმაციასთან ერთად, „შალკემ“ ისიც გვამცნო, რომ ნოიერს ფრანკფურტის „აინტრახტის“ აწ უკვე ყოფილი, 22 წლის კიპერი რალფ ფერმანი შეცვლის.

ეს უკანასკნელი გელზენკირხენულ კლუბში ადრეც თამაშობდა (2003-დან 2009 წლამდე), ახლა კი ლევან ყენიას გუნდში უფასოდ გადადის. რაკი ფერმანმა გასულ სეზონში არაერთი შეცდომა დაუშვა („აინტრახტი“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდა), „შალკეს“ ხელმძღვანელები მას ასი პროცენტით ვერ ენდობიან და უნდათ, რომ კიდევ ერთი მეკარე გადაიბირონ.

საუბარი კი, არც მეტი, არც ნაკლები, „შალკეს“ „ძველ ნაცნობზე“, 41 წლის (!) იენს ლემანზეა. „შტუტგარტერ ცაითუნგის“ ცნობით, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელები კვირაზე მეტია, ლემანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ვეტერანი მეკარისთვის, რომელიც „შალკეს“ ღირსებას საუკეთესო წლებში, 1987-დან 1998 წლამდე იცავდა, ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

ხსენებული გამოცემა იმასაც წერს, რომ თუ ტრანსფერი შედგა და მეკარე, რომელსაც კარიერა ჰქონდა დასრულებული, მაგრამ სეზონის მიწურულს ლონდონის „არსენალში“ დაბრუნდა და არც „შალკეში“ თამაშზე იტყოდა უარს, „ბაიერნში“ გადაბარგებული ნოიერის შემცვლელი არ იქნება. თუ „ბებერი იენსი“ ბუნდესლიგაში მართლაც დაბრუნდა, მას ფერმანის შემცვლელის, ანუ, „შალკეს“ მეორე მეკარის სტატუსი ექნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ფერმანი იმედებს ვერ გაამართლებს, ტრავმას მიიღებს ან დისკვალიფიცირებული იქნება.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...