სომხეთის სამძებრო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ბიზნესმენ რუბენ აირაპეტიანისა და მისი შვილის მიმართ, - იტყობინება "armeniasputnik-ი.

მათ ბრალი თვითნებობაში, ადამიანის განზრახ და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში და მისი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში წაუყენეს.

დაზარალებულმა 2015 წელს აირაპეტიანის კუთვნილ ბანკში რესტორნის ბიზნესის გაფართოების მიზნით 120 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო. თანხის ნაწილი მართლაც მიზნობრივად დახარჯა, ნაწილი კი რესტორნების მეპატრონეთა დაუკითხავად საკუთარი ტაქსის სერვისის გასახსნელად გამოიყენა. ამასთან თავის საკრედიტო ვალდებულებებს რესტორნების კომპლექსის აღმასრულებელი დირექტორი დროულად ასრულებდა.

თუმცა აირაპეტიანმა შვილთან, რაფიკთან და რამდენიმე პირთან ერთად გაიტაცა დაზარალებული და კოტეჯში გამოამწყვდია. მასზე პერიოდულად ძალადობდნენ და ამცირებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის აირაპეტიანის ბინაში გადაიყვანეს, სადაც 120 ათასის დაბრუნება მოსთხოვეს. მან ეს ვერ შეძლო და აირაპეტიანს მისცა, რაც კი გააჩნდა - ავტომობილები, ძვირფასეულობა და ნაწინ-ნაწილ 40 ათასი. აირაპეტიანები ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და 2016 წლის ოქტომბერში მისი ბინაც გადაიფორმეს.

მტკიცებულებათა საფუძველზე სამძებრო კომიტეტმა რუბენ და რაფიკ აირაპეტიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მამა-შვილი და დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ორი წევრი მიმალვაში იმყოფებიან.

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა