ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. ბასილაშვილის განცხადება მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განათავსა.

როგორც ბასილაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და სჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ადვოკატების დახმარებით დაამტკიცებს.

ბასილაშვილი მხარდამჭერებსაც მიმართავს და მადლობას უხდის.

„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რაც შეეხება 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“ , - აცხადებს ბასილაშვილი, რომლის განცხადებასაც ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის, ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

წყარო IPN

პაატა
ნიკა გამაგრდი ძმაო და წინ გაიხედე! შენ ქართველების სიამაყე ხარ და ყველანი ამ განსაცდელის დროს გვერდით გვიგულე!!! რაც მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ ზოგჯერ ოჯახურ ცხოვრებას მოყვება ხოლმე "მოსახდელი ვირუსები", ხომ იცი გამონათქვამი "სადაც ვიწროა იქ გაწყდესო", ასე რომ ესეც ჩაივლის და ამ ნეგატივსაც უკან მოიტოვებ! მით უმეტეს, თურმე ქორწინებას გეგმავ, ხოდა მიხედე ახალ სიყვარულს ძმაო და ძველი უსიამოვნება წარსულს გაატანე! წარმატებები და ბევრი სიხარული ნიკა ბასილაშვილს!
ა
ძალადობა მიუღებელია და დიდი შეცდომაა, თუნდაც ამ ქალის პროვოცირებით იყოს მომხდარი. ადამიანზე ხელის აღმართვა ვერ გამართლდება. რაც გინდა პროვოცირებული იყოს და დადგმული იყოს. არ არსებობს. მეორეს მხრივ, თუ არაფერი არ ყოფილა და ეს ქალი ბასილაშვილის ფინანსურ შესაძლებლობეს ადგამს თვალს, რაც სულაც არაა გამორიცხული, მაშინ ამასაც სერიოზული დასჯა უნდა მოყვეს.
ჯერი
გოლდ დიგერია ეს ქალი. წარმომიდგენია როგორ ითვლის უკვე ოცნებაში ათიათასებს რომლებსაც ამ საცოდავ ბასილაშვილს წაგლიჯავს ეხლა ეს ქალი. ამ ყველაფერში მას ხელს შეუწყობს ქალების დაცვის მოტივითჩაციკლული ჩვენი სასამართლო და ჩვენი გამოშტერებული საზოგადოება. ცალკე ქალების უფლებებზე ლაპარაკლი მარაზმია. არ არსებობს ქალის და კაცის უფლება. დღე ჩვენს საზოგადოებაში კი ქალთა უფლებებზე უფროა აქცენტი. ადამიანის უფლებები არსებობს და არა სქესების.
ჯერი
100.000 გირაო რა ამბავია, ტერორისტული აქტი ხომ არ ჩაუდენია ბასილაშვილს. ეს არაა მიზანმიმართული ზეწოლა ადამიანზე? გაუფრთხილებლობით მკვლელობებზე 20-30 ათას გირაოს აწესებენ და ბასილაშვილზე რატოა ამდენი? რას ერჩიან ამ კაცს? ჯერ ეს პროკურატურაც იმწუთას პატიმრობას რომ ითხოვს, რა სისულელეა. კაცი ხომ არ მოუკლავს.
სოსო
სხვა რამე კი არ უნდა ნაცოლარს,დათო.სწორედ გარიგების იმედზეა.სკანდალის ატეხვას,გარიგება ურჩევნია და ფულს ავახევო.უკვე დამუშავებული სქემა აქვთ სპორტსმენებზე დასპეციალებულ ქალებს.მთლიანად ნიკას მხარეზე ვარ და თუ მართლაც ხელი წაუცდა,ეგეც პროვოცირებული იქნებოდა.აზდაკის სასამართლოა საჭირო,ამ დროს.
Baxt
ყველა შემთხვევაში ერთერთი უნდა დაისაჯოს. თუ დამტკიცდება, რომ მართლა სცემდა, მაშინ ბასილაშვილი, თუ დამტკიცდა, რომ ტყუილია და რაღაც მიზნით ექს ცოლმა მოიგონა, მაშინ თავად ეს ქალბატონი, ჩირქის მოცხებისთვის, რეპუტაციის შებღალვისა და ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების თვის. ნეიტრალური დასასრული არასწორი იქნება.
gaga
ჩვეულებრივი გოლდ-დიგერის დადგმული პროვოკაციაა. იმედია ნიკოლოზი გამართლდება
ა
გამომძალველი ქალის დადგმული პროვოკაცია. ახლა ჩაქოლავენ ამ საცოდავ ბასილაშვილს და ფულსაც აახევენ კარგა ბლომად.
ნუკრი
ძალიან გავს ფულის გამოძალვის მიზნით წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას.
ზაზა
ჰოდა მეც ეგ მანტერესებს - რა იყო ის რასაც დიდი დარი ჰონდა და ეჭირა ხელში მამამთილს :)
კოკო
კაცმა მოგებული სეტები დათმო. პოტენციურად ათეულის მოთამაშეა და ლამის ასეულიდანაც გამოვარდეს. ოჯახში ჰქონია ომი და ამისთანა ფსიქოზის დროს გარეთ რა წარმატებას მიაღწევდა. ერთი ნორმალური ჩოგბურთელი გვყავს და მანამ არ მოისვენებენ, სანამ საერთოდ არ დაანებინებენ თავს. ხელები შორს ნიკოლოზისაგან. ვაცალოთ ამ კაცს ჩოგბურთის თამაში და საქართველოს სახელის დაცვა.
Ggg
Basilashvili magaria. Imedia daamtkicebs simartles. Provokaciaa Mia mimart
ჩემი მხარდაჭერა ნიკას
ამ ინციდენტის მერე მინდა რო უფრო მეტად მოტივირებული იყო! უფრო მაგარი დაბრუნდი და ითამაშე შენი შვილისთვის გულშემატკივრისთვის და რათქმაუნდა შენი ქვეყნისთვის! მოემზადე და დარწმუნებული ვარ ილიმპიადაზე მედალს დადებ! ეგ იყოს შენი პასუხი
ფეხბურთი
ეჭვმიტანილი ბრალდებულს არ ნიშნავს, სანამ სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს, იქამდე დამნაშავე არავინაა. ვერ გავიგე წინასწარ რა აჟიოტაჟია შექმნილი. ძალიან არაპროფესიონალი საზოგადოება ვართ, რომელსაც სამართალის არაფერი გაგვეგება.
დათო
და საერთოდ რატომ მიუხტა ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილების ოჯახს ავჭალაში, თუ ჩაფქრებული არ ჰქონდა ეს პროვოკაცია???!!!
DATO
რატომ ნიკა რატომ, შენ მაგრეთი რამე საერთოდ არ უნდა მოგსვლოდა! ქართველი ხალხის სახელით მთელ მსოფლიოში გამოდიხარ! არ უნდა წამოგებოდი მაგ პროვოკაციას!რა თქმა უნდა არ მჯერავს რაც მოხდა, მაგრამ არ უნდა მომხდარიყო საერთოდ! ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დამთავრდება, ყოფილი მეუღლეც ჭკუას მოუხმობს და გაგირიგდება! მე პირადად შენ თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და მინდა რომ მომავალში მხოლოდ წარმატებები გქონდეს!
ზაზა
ნეკა დოროყაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ თურმე მთვრალ მამამთილს დიდი ტარის მქონე რაღაც ეჭირა ხელში, როდესაც მას გამოეკიდა. ის ამბობს, ვერ გაარჩია რა იყო ეს საგანი - იყო გიტარა, ნაჯახი, სხვა იარაღი, მაგრამ ახსოვს რომ ამ საგანს ჰქონდა დიდი ტარი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა საგანი ეჭირა ხელში მამამთილს, რასაც დაზარალებულის აღწერილობით ჰქონდა დიდი ტარი, და რომლითაც მას გამოეკიდნენ. წყარო: https://ipress.ge/new/neka-doroqhashvili-qhophil-mamamthilze-gamomekida-raghatsa-sagnith-dzalian-didi-tari-hqonda/
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა