ის ფაქტი, რომ "რკინის მაიკის" ცხოვრებაში გიჟური ამბები ხდებოდა, საიდუმლო არავისთვისაა. მაიკის ცხოვრების საინტერესო დეტალები პერიოდულად ამოტივტივდება ხოლმე სხვადასხვა გადაცემაში, პოდკასტსა თუ ისტორიაში. ზოგჯერ მასთან დაახლოებული პირები ჰყვებოდნენ, ზოგსაც - თავად ტაისონი. თუმცა დღევანდელი ისტორია უცნაური, საშიში და ზუსტად ისეთია, როგორიც ახალგაზრდა მაიკს შეეფერებოდა.

როგორც ცნობილია, თავისი მხეცური და მკვლელის ინსტინქტების მიუხედავად, მოკრივეს ცხოველები ბავშვობიდანვე უყვარდა. პატარა მაიკის ერთ-ერთი ჰობი მტრედების გამრავლება იყო. სხვათა შორის, ეს ფრინველი ტაისონს დღემდე განსაკუთრებულად უყვარს. თუმცა, როცა კრივის ოლიმპზე ავიდა, შედარებით ეგზოტიკური ცხოველი - ბენგალიური ვეფხვი შეიძინა.

თუმცა მაიკმა ყველა ცხოველთან საერთო ენა ვერ გამონახა. ერთხელ მის მიზანში ზრდასრული გორილა აღმოჩნდა, რომლის ცემას მოკრივე ნამდვილად აპირებდა.

80-იან წლებში მაიკი თავის მეუღლესთან, რობინ გივენსთან ერთად ნიუ-იორკის ზოოპარკისკენ გაემართა. მოკრივემ წინასწარ გააფრთხილა პერსონალი, რომ ზოოპარკის დახურვის შემდეგ, არასამუშაო საათის პერიოდში შეეშვათ ის და მეუღლე. შედეგად, წყვილი მთლიან ზოოპარკში მარტო სეირნობდა და ცხოველებს მყუდროდ აკვირდებოდა.

სეირნობის დროს, ვოლიერში, სადაც გორილები იყვნენ, მაიკმა დაინახა, რომ ერთ-ერთი გორილა დანარჩენებს ჩაგრავდა, ხოლო მათ, მიუხედავად იმისა, რომ გაბარიტებით არ ჩამორჩებოდნენ "მჩაგვრელს", ეშინოდათ და წინააღმდეგობას არ უწევდნენ.

"როცა ჩვენ მივედით გორილების გალიასთან, იქ იყო ერთი დიდი მოვერცხლისფრო გორილა, რომელიც ყველა დანარჩენს აშინებდა". - იხსენებს მაიკი.

ნებისმიერი ასეთ სიტუაციაში გალიას გვერდს აუვლიდა, მაგრამ მაიკი მოულოდნელობით აღსავსე ადამიანი იყო და "დაჩაგრული" გორილები ძალიან შეეცოდა. გადაწყვიტა, "მჩაგვრელისთვის" ჭკუა ესწავლებინა.

ტაისონმა ზოოპარკის ადმინისტრატორს 10 000 დოლარი შესთავაზა, რათა უკანასკნელს გალია გაეღო, ხოლო მაიკს იქ "სამართლიანობა" დაემყარებინა.

"მე მინდოდა ზოოპარკის თანამშრომლისთვის ფული გადამეხადა, რომ ვოლიერში მე და გივენი შევსულიყავით", - ამბობს მოკრივე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტაისონმა უარი მიიღო. თუმცა საინტერესოა, ვის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა თანამშრომელი, მოკრივის თუ გორილის.

"ისინი ძალიან დიდებულად და ძლიერად გამოიყურებოდნენ, მაგრამ თვალები ახალშობილი ბავშვებივით კეთილი ჰქონდათ. მე გამცილებელს 10 000 დოლარი შევთავაზე, რომ მას გალია გაეხსნა და მე "ნაგლი" გორილა დამესაჯა! მან უარი მითხრა", - აგრძელებს "რკინის მაიკი".

გორილასთან ბოქსის თათმანებით? ეეეჰ
dato
გაგასუხარებდა მაიკა .
გიგა
გორილის ცემა რომ გინდა უკვე გორილა ხარ.

ყურს მოგაჭამდა, თან ორივეს :)
maiks
10 წამში ნოკდაუნში იქნებოდი
მიხო
შეხვიდოდი და კაი მელასაც დაიჭწრდი...
გელა
საინტერესო ბრძოლა იქნებოდა.
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი