მცხეთაში სანდრო კანდელაკის სახელობის საჭიდაო სახლში საქართველოს რეგიონების გუნდური პირველობა გაიმართა
დღეს ქართული ჭიდაობის უპირობო მფარველი სახელმწიფოა. ამის ნათელი მაგალითია გუშინ მცხეთაში სანდრო კანდელაკის სახელობის საჭიდაო სახლში ("ცირკში") ქართული ჭიდაობის ამ ლეგენდის თასზე გამართული საქართველოს რეგიონების გუნდური პირველობა.

ტურნირის ორგანიზატორი იყო მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაცია (გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი) და მხარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია (რეზო პაპუკაშვილი). მონაწილეობდნენ შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, თბილისის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის გუნდები. გათამაშდა საპრიზო ფონდი 16 ათასი ლარის ოდენობით. სხვათა შორის, რვავე გუნდს მათ შორის დამარცხებულებსაც ერგოთ გარკვეული ფულადი ჯილდო.

პირველ ეტაპზე ფავორიტებმა ერთნაირი ანგარიშით 5:0 მოუგეს მეტოქეებს: შიდა ქართლმა-ქვემო ქართლს; კახეთმა-აჭარას; მცხეთა მთიანეთმა-იმერეთს. თბილისელებმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლიეს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ნაკრებს; ასეთივე ანგარიშით ნახევარფინალში შიდა ქართლმა კახეთს აჯობა; მცხეთა-მთიანეთმა თბილისს; მესამე ადგილისათვის თბილისმა კახეთს.

ფინალში მცხეთა მთიანეთის გუნდმა დაამარცხა შიდა ქართლის გუნდი და სანდრო კანდელაკის თასი მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: ზვიად ოდოშაშვილი (60 კგ), მიხეილ ოსაძე (60), ლევან ნახუცრიშვილი (70), კახა მამულაშვილი (70), გიორგი ბაინდურაშვილი (80), გიორგი ცოციაშვილი (90), მინდია ბოდაველი (90), ადამ ოქრუაშვილი (+90). მწვრთნელი-დავით ლაზრიშვილი.

გამარჯვებულ გუნდს 6 ათასი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილოსნებს შესაბამისად 4, 2 და ათასი ლარი გადაეცათ, დანარჩენი თანხა სხვა გუნდებზე თანაბრად განაწილდა.

მართალია, ძიუდოისტ ნოდარ მეტრეველს დისციპლინის დარღვევისათვის ახლახან ძიუდოს ფედერაციამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა, მაგრამ ამის გამო ქართული ჭიდაობის მცხეთის ტურნირზე მას ხელი არ შეშლია შიდა ქართლის გუნდში წარმატებით ეასპარეზა და გუნდთან ერთად მეორე ადგილი მოეპოვებინა.

მცხეთაში იყო გულშემატკივრთა დიდი ემოციები, ქართული ჭიდაობის ნამდვილი ზეიმი.

მცხეთა-მთიანეთის თაოსნობას, როგორც ამბობენ, მალე სხვა რეგიონებიც აუბამენ მხარს და ქართული ჭიდაობის გუნდური ტურნირები მთელ ამერ-იმერში გაჩაღდება.

მცხეთაში ასპარეზობას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, მცხეთა მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციის თავკაცები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

გაბრიელ ბარჯაძე

ავტორის ფოტო

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...