მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდერსონი პორტუგალიაში ავარიაში მოხვდა. მაშველებმა მისი ამოყვანა მანქანის აფეთქებამდე...

მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდერსონი პორტუგალიაში ავარიაში მოხვდა. მაშველებმა მისი ამოყვანა მანქანის აფეთქებამდე მოასწრეს. როგორც იტყობინებიან ბრაზილიელის გარდა ავტომობილში მისი მეგობრები, ქალი და კაცი ისხდნენ. ავტოკატასტროფა კვირას დილით ქალაქ ბრაგას ებან ჟერესში მოხდა.

საჭესთან ანდერსონი არ მჯდარა - კაცი-მეგობარი იჯდა. მანქანა გახლდათ სპორტული აუდი ღ8, რომელიც გზიდან მოსრიალდა, კედელს მიენარცხა, გაფრინდა და დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით მინდორზე დავარდა. ფეხბურთელს გაუმართლა - როგორც მოგახსენეთ, გონებადაკარგული მანქანიდან დროულად გამოიყვანეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთი ხნის შემდეგ გადარჩენილი გონს მოეგო და მხსნელებს ლუღლუღით მადლობას გადაუხადა, სიკვდილს თქვენ გადამარჩინეთო. როგორც ირკვევა, ღამე 22 წლის ბრაზილიელმა ღამის კლუბ "სარდინია ბიბაში" გაატარა, საიდანაც მეგობრებთან ერთად საფრანგეთში რეგისტრირებული, 156 ათას დოლარად ღირებული მანქანით წამოვიდა. ცნობისთვის: ამ მანქანას საათში 317 კილომეტრის განვითარება შეუძლია და (ათცილინდრიანი ძრავით) 0-დან 100 კილომეტრ საათამდე 3,9 წამში ჩქარდება.

სამივე დაზარალებული ბრაგას წმინდა მარკოზის სახელობის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მცირე კონტუზიის, შოკისა და ნაჟეჟების დამუშავების შემდეგ გამოწერეს. პორტუგალიური წყაროების თანახმად, "პორტუს" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" 2007 წელს 28 მილიონ დოლარად გადავიდა, ახლა მანჩესტერში ჩავა და მუხლის ტრავმას იმკურნალებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა, რომლის სრული სახელია ანდერსონ ლუიშ დი აბრეუ ოლივეირა მუხლის მყესის ტკივილის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშა. ანდერსონს მუხლის ტრავმა თებერვლის მერე სტანჯავს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს ფეხბურთელის ავარიის ამბავი დაუყოვნებლივ შეატყობინეს.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა