მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატი, ბუნდესლიგა დაბრუნდა და არსებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ ტრიბუნებზე მაყურებელთა დაუსწრებლობამ მატჩების ანგარიშებზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.

DW-ის რეპორტის მიხედვით, გერმანიის ჩემპიონატის განახლების შემდეგ მასპინძლები შეხვედრათა მხოლოდ 18%-ში იმარჯვებენ. ჩატარებული 33 შეხვედრიდან კლუბებმა საშინაო არენაზე გამართული მხოლოდ 6 მატჩი მოიგეს. გასვლაზე გამარჯვების მაჩვენებელი კი 48% გახდა, 11%-ით მეტი, ვიდრე იქამდე იყო.

მაგალითად, 28-ე ტურში "შალკე" საკუთარ მოედანზე "ვერდერთან" დამარცხდა (0:1), თუმცა ტრიბუნებზე მყოფი 60 000 ფანის თვალწინ სულ სხვა თამაში იქნებოდა. ამავე ტურში საშინაო მატჩები "მაინცმა" და "ვოლფსბურგმა" წააგო. "ფრაიბურგის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან შტრაიხმა განაცხადა, რომ ცარიელი ტრიბუნები პატარა კლუბებისთვის უფრო დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე ტოპ კლუბებისათვის.

ჩემპიონატს კი მიუნხენის "ბაიერნი" ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ დორტმუნდის "ბორუსიას" 10 ქულით უსწრებს("ბორუსიას" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული).

ევროპის წამყვანი ჩემპიონატების განახლება უახლოეს მომავალში, ასევე მაყურებლების გარეშე იგეგმება. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში კი მატჩებს სტადიონის ტევადობის 10% დაესწრება.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"