ქალთა შორის ამერიკული სერიის პირველი ტურნირი ბელარუსი ვიქტორია აზარენკას ტრიუმფით დასრულდა...

ქალთა შორის ამერიკული სერიის პირველი ტურნირი ბელარუსი ვიქტორია აზარენკას ტრიუმფით დასრულდა. სტენფორდის ფინალში მან შანსი არ დაუტოვა მარია შარაპოვას და დამსახურებულად მოიგო ამ სეზონში პირველი ტურნირი.

ფინალში ხვდებოდნენ ჩოგბურთელები, რომლებიც პროფესიულ ტურში ძველი პოზიციების დაბრუნებას ლამობენ. აზარენკას ჩაუვარდა სეზონის პირველი ნახევარი, თუმცა ზოგიერთი ჩოგბურთელი ასეთ "ჩავარდნაზე" მხოლოდ იოცნებებდა, მაგრამ ბელარუსი უფრო ამბიციური მოთამაშეა და ბუნებრივია, ორი დიდი ტურნირის - დუბაისა და ისტბურნის ფინალში გასვლა არ დააკმაყოფილებდა. წელს იყო აგრეთვე ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალი, სადაც ვიქტორიამ 6:4, 4:0-დან წააგო მატჩი სერენა უილიამსთან. რაც შეეხება მარიას, მას წელს "დიდი სლემის" ტურნირებზე ძალიან ცუდი შედეგები აქვს - რუსმა ყველაზე დიდ წარმატებას უიმბლდონზე მიაღწია, სადაც მერვედფინალამდე მიაღწია.

რაც შეეხება სტენფორდის ტურნირზე ფინალისტების თამაშს, შარაპოვა ძალიან ბევრს ცდებოდა, აზარენკა კი გაცილებით სუფთად თამაშობდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მარიასთვის დაემარცხებინა უმაღლესი დონის ჩოგბურთელები - თანამემამულე ელენა დემენტიევა და პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა. იოლი გზა ფინალამდე არც ბელარუსს ჰქონია - აზარენკამ შარშანდელი ჩემპიონი, ფრანგი მარიონ ბარტოლი და ავსტრალიელი სამანტა სტოსური დაამარცხა.

ფინალის სტარტზევე მარიამ საკუთარ მოწოდებაზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა და აზარენკა ბრეიკით დაწინაურდა. შარაპოვას სიტუაციის გამოსწორების რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ბელარუსმა 0:30-დან გადაარჩინა თავისი გეიმი, თუმცა 2:1-ზე ცუდად ითამაშა და უპირატესობა დაკარგა. საერთოდ, საკუთარი მოწოდების ფაქტორი ამ ფინალში სუსტად მუშაობდა. შარაპოვას საპასუხო ბრეიკის შემდეგ, რუსის მოწოდებაზე გეიმი დროში ძალიან გაიწელა - მარიამ ორი გეიმბოლი ვერ გამოიყენა, სამი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, მაგრამ მეოთხე ჯერზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. შემდეგ გეიმში ვიქტორიას შეცდომის ჯერი დადგა და ამჯერად მან გააკეთა ორმაგი შეცდომა ბრეიკ-პოინტზე. საერთოდ, ორივე მხრიდან შეცდომები უფრო მეტი იყო, ვიდრე ლამაზი გათამაშებები. მაყურებელს შეიძლება ზედიზედ მეოთხე ბრეიკიც ეხილა, მაგრამ მარიამ ბრეიკ-პოინტი მოიგერია. სამაგიეროდ, აზარენკამ მეცხრე გეიმში მიაღწია საწადელს - რამდენიმე ძლიერმა დარტყმამ მიზანს მიაღწია და ბელარუსი სეტზე ჩასაწოდებლად მოემზადა. შარაპოვამ ერთი-ორი ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა და პარტიის გადარჩენაც შეეძლო, თუმცა ბრეიკ-პოინტამდე ვერ მიაღწია - 4:6.

მეორე პარტიაში ბრძოლა მხოლოდ დასაწყისში იყო. აზარენკამ თავიდანვე აიღო ბრეიკი, 1:2-ზე კი შარაპოვამ ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბელარუსს მოწოდება დაეხმარა. ამ გეიმის შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერი დასრულდა - მარიას ძალები გამოელია და დარჩენილ სამ გეიმში ვერცერთი (!) ქულა ვერ აიღო.

აზარენკამ კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო და WTA-ის რეიტინგში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. მის მეზობლად იქნება შარაპოვა - მე-13 პოზიცია. ამ კვირას ბელარუსს სან დიეგოს ტურნირზე უნდა ეთამაშა, მაგრამ გუშინ გაირკვა, რომ განაცხადი გამოიტანა. ასევე პაუზის აღება გადაწყვიტა შარაპოვამ.

წყვილთა თანრიგში კი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. დიდი სპორტში დაბრუნებულმა ამერიკელმა ლინდსი დავენპორტმა კარიერაში 38-ე ტიტური მოიგო წყვილთა თანრიგში. თანამემამულე ლიზელ ჰუბერთან დუეტში მან აზიური წყვილი - ჩან იუანი (ტაივანი) და ჟიე ჟენგი (ჩინეთი) დაამარცხა - 7:5, 6:7(8), 10:8.

WTA. Bank of the West Classic
სტენფორდი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 700 000 დოლარი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-მარია შარაპოვა (რუს, 5) 6:4, 6:1.

Istanbul Cup
სტამბოლი (თურქეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 3)-ელენა ვესნინა (რუს) 5:7, 7:5, 6:4.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა