დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თბილისში გამართულ თუ გასამართ ღონისძიებათა შორის ყველაზე მასშტაბური იქნება ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო 2022-სთვის გადაიდო. მისი ერთი ჯგუფის (15 მატჩის) მასპინძლობის უფლება ფიბა-ს ხელმძღვანელობამ იმიტომაც მოგვცა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაჰპირდა – ევრობასკეტისთვის ახალ არენას ავაგებთო.

თავიდან ითქვა, რომ დარბაზი 15 ათას მაყურებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, თუმცა 2020 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ტევადობა 10 500 იქნება. ეს ფიბა-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, ხარჯებსაც დაზოგავს. თუმცა არის ერთი ნიუანსი, რაც დღესვე შეიძლება ხმამაღლა ითქვას – საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მატჩებისას ყოფილა შემთხვევები, 8.5-ათასიან ძველ სპორტის სასახლეში ბილეთები თამაშამდე ერთი-ორი დღით ადრე სრულად გაყიდულა. 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების თამაშებზე დარბაზი ბოლომდე გაივსება. მნიშვნელობა არა აქვს, 10-ათასიანი იქნება თუ 15-ათასიანი. ბევრი მსურველი გარეთაც დარჩება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებები იშვიათია და რაციონალური გათვლებია საჭირო ტევადობის შერჩევისას.

ასეა თუ ისე, 2021 წლის ზაფხულში ჩვენს ქვეყანას ექნება დარბაზი, რომელიც საშუალებას მისცემს, ნებისმიერ უმაღლესი დონის შეჯიბრებას თამამად და ღირსეულად უმასპინძლოს… და არამხოლოდ სპორტულს – დღეს მსოფლიოს მასშტაბით სპორტული არენები მხოლოდ ერთი პროფილით არ შენდება, გათვლილია სხვადასხვა ისეთ ღონისძიებაზე, სადაც ათიათასობით ადამიანი იკრიბება. ასე რომ, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ახალ დარბაზში მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავებსაც არაერთხელ ვიხილავთ.

ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება 2019 წლის 15 ივლისს მივიღეთ. მშენებლობა 2020 წლის იანვარში უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაიწყო. თავიდან დიდი გორა მოიჭრა, რომლის ადგილზეც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. დღეს უკვე შეგვიძლია "რენდერი" და დარბაზის ინტერიერის ფოტოები გამოვაქვეყნოთ.

რამდენიმე დღის წინ მშენებარე კომპლექსს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესტუმრა. დავინტერესდით, კორონავირუსის გამო მშენებლობა ხომ არ შეფერხებულა და რამდენად გეგმიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

"მთავრობამ დააანონსა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის საქართველოს უნდა ჰქონოდა ულტრათანამედროვე საკალათბურთო არენა, რომელიც ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებდა. კორონავირუსის კრიზისის პერიოდში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მშენებლობა ერთი საათითაც არ შეჩერებულიყო. მინდა ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

რამდენიმე დღის წინ მშენებარე არენას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად ვეწვიე და მახარებს, რომ ძირითადი, რთული სამუშაოები უკვე შესრულებულია. დიდი მოცულობის მიწა მოიხსნა, საძირკველი ჩაყრილია და ახლა სვეტების ამოყვანის პროცესში ვართ. დარბაზი 2021 წლის ივლისისთვის უნდა დასრულდეს. იმ ტემპით, რა ტემპითაც მუშაობა მიმდინარეობს, გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ კომპანია ვადებში სრულად ჩაეტევა.

მოგეხსენებათ, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 2022 წლის სექტემბრისთვის გადაიდო. ეს საშუალებას მოგვცემს, მშვიდად, კარგად გატესტილი დარბაზით შევხვდეთ ევრობასკეტს.

მახარებს, რომ ძალიან მალე საქართველოს ექნება ევროპული სტანდარტების 10-ათასკაციანი ლამაზი სპორტის სასახლე, რომელიც ერთიანი კომპლექსის ნაწილი იქნება. ახალი არენა გვირაბით დაუკავშირდება 2015 წლისთვის აგებულ ოლიმპიურ სასახლეს, რომელშიც ორი სხვადასხვა ტევადობის დარბაზია. ერთში 3 ათასი ადამიანი ეტევა, მეორეში – 800", – უთხრა "ლელოს" შალვა გოგოლაძემ.

წყარო: lelo.ge

ოლა
რენდერს რომ ვერ გააკეთებს, იმ კომპანიამ რა უნდა ააშენოს?! ან რა დიზაინია? გეგონება ერთმანეთზე ქაოსურად მიშენებული სარაიების ერთობლიობაა. არც კომუნისტების დროინდელი მომწონს, იმასაც ცუდი დიზაინი ჰქონდა, მაგრამ ამასთან შედარებით შედევრია.
z x z
დღევანდელ აქრთულ რეალობას გავს
აბგდ
ამხელა პროექტს ახორციელებენ და ხალხი გაზონზე დატოვეს :დ ის პირველი პროექტი რო წამოჭიმეს რატო დაიწუნეს? მართლა ოცი მილიონის გამოო?ვინ მოტეხაო ვინოოო? :დ ცუდიათქო როგორ ვთქვა,მაგრამ რავი აბა რით გაგახაროთ :დ
მიშა
ძალიან არ მომწონს :(
Lasha
მერამდენედ უკვე… მილიონები იდება რაღაც საშინელებაში. პროექტი ხომ საშინელი, ნაჩქარევი და აბსოლუტურად ყურით მოთრეული ფორმებით. ვიზუალიზაცია კიდევ უფრო საშინელი. ჰაერში მოსიარულე ხალხი ხომ სამარცხვინობის პიკი. გაოგნებული ვარ, ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ ამ საშინელებას არ ააშენებდნენ და მართლა რამე ნორმალურს გეგმავდნენ.
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა