გადაწყვეტილი ამბავია, საქართველოს ჩემპიონი 2011-2012 წლების სეზონში ევროჩელენჯზე იასპარეზებს
ესპანურ გაზეთში წავიკითხე: "კახასოლის" მთავარ მწვრთნელ ხოან პლაზას სეზონის დასულების შემდეგ ვარჯიშები არ შეუწყვეტია და მომავალი სეზონისთვის შემადგენლობას არჩევსო. გუნდთან ერთად ემზადება ბექა ბურჯანაძეც. სტატიის ჩაკითხვის შემდეგ გავიფიქრე - ნეტავ როდის დადგება დრო, ქართული გუნდებიც ივნისიდან რომ დაიწყებენ ახალ სეზონზე ზრუნვას-მეთქი. ჩვენთან ხომ კლუბები სექტემბერ-ოქტომბერში კომპლექტდება...

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ევროპას ჩვენც ვუახლოვდებით: "კახასოლზე" ამბის წაკითხვიდან ორიოდე დღეში შევიტყვე, რომ საქართველოს ჩემპიონი "არმია" მომავალი სეზონისთვის მზადებას აქედან იწყებს. მეტსაც გეტყვით - არმიელები 4 ივნისს ანთალიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ.

- ახალი სეზონისთვის მზადებას ანთალიიდან დავიწყებთ. იქ 16 ივნისამდე იმ შემადგენლობით ვივარჯიშებთ, რომლითაც გასული ჩემპიონატი ჩავამთავრეთ. შემდეგ კი სხვა კალათბურთელებსაც მივიწვევთ, - გვითხრა "არმიის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა თურქეთში გამგზავრებამდე.

ანთალიაში გუნდს ვერ გაჰყვა სამი კალათბურთელი: დავით უგრეხელიძე, სერგო ათუაშვილი და გიორგი პირველაშვილი. მათი გამოკლების მიზეზი ოჯახური გარემოებებია.

საქართველოს ჩემპიონატი შარშან ნოემბერში დაიწყო. მანამდე ხუთი თვეა. რა საჭიროა ასე ადრე გუნდის შეკრება? - იკითხავს მავანი. საქმე ისაა, რომ "არმიამ" იმ ქვაბიდან ამოსვლა განიზრახა, რომელშიც ბოლო წლებია ქართული კალათბურთი იხარშება. ბოლო ათწლეულში ქართული კლუბები ევროტურნირებზე მხოლოდ სამჯერ გავიდნენ: 2002 წელს ლევან მოსეშვილის "დინამოში" ლეგიონერებიც თამაშობდნენ, გუნდი შეჯიბრებისთვის კარგადაც მოემზადა და "ჩელენჯ ქაფზე" მეოთხედფინალიც ითამაშა.

2007 და 2008 წლებში იმავე შეჯიბრებაში რუსთავის "ენერჯიმ იასპარეზა, თუმცა ორივე შემთხვევაში ლეგიონერები ოფიციალურ შეხვედრებამდე ერთი-ორი კვირით ადრე ჩამოიყვანეს და არავის გაჰკვირვებია პირველივე ეტაპიდან გამოვარდნა.

2011-2012 წლების სეზონში ევროტურნირებზე თამაშს ორი ქართული გუნდი აპირებს "არმია" და "სოხუმი". სოხუმელებზე სხვა წერილში მოგითხრობთ, აქ კი "არმიას" დავუბრუნდებით.

- გადაწყვეტილია, ახალ სეზონში ევროჩელენჯზე ვიასპარეზებთ. გუნდის სახელზე უამრავი წერილი მოვიდა, რომლებშიც გვთხოვდნენ მონაწილეობა მიგვეღო ევროტურნირებზე. ეს საკითხი დადებითად გადაწყდა და ვეცდებით საქართველოს სახე ღირსეულად წარმოვაჩინოთ, - გვითხრა ლევან მოსეშვილმა.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოში საუკეთესოობა ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლის გარანტად არ გამოდგება, რადგან ევროჩელენჯი სხვა სიმაღლეა. თუნდაც ამ შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის გუნდის გაძლიერება აუცილებელია. ეს კარგად ესმის კლუბის ხელმძღვანელობას და გადაწყვეტილია ლეგიონერების მოწვევა. როგორც მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, "არმიის" გასაძლიერებლად კალათბურთელებს ამერიკაშიც მოძებნიან და ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც.

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო