საბჭოთა კავშირს სპორტული კუთხით ძალიან ბევრი დადებით თვისება ჰქონდა, თუმცა ამავდროულად, უარყოფითიც საკმაო ოდენობით იყო. ალბათ, არაერთხელ მოგვისმენია ისტორია, თუ როგორ აუკრძალეს საბჭოთა სპორტსმენს კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება, თუმცა ოლეგ კოროტაევის ისტორია სრულად განსხვავებული და განსაკუთრებულია.

იმის შესახებ, რომ ცხოვრება ხშირად გაწირავს ადამიანს, ოლეგმა ჯერ კიდევ ბავშვობიდან გაიგო, როცა ლოთი მამა სახლიდან წავიდა და დედასთან ერთად დატოვა ურალის მთებში. ეკატერიგნებურგში მცხოვრებ 14 წლის ბიჭუნას ოჯახის შესანახად ზრდასრული კაცის ნორმის სამუშაოს შესრულება უწევდა ფაბრიკაში, მისი ოჯახი კი დედა უმცროსი ძმა იყო.

ოლეგი ძალიან ძლიერი, თუმცა ნელი იყო. კრივის შეჯიბრებებზე მუდმივად ბევრს ცდილობდა, თუმცა სულ წაგებული რჩებოდა და სპორტისათვის თავის დანებებას აპირებდა მანამ, სანამ ტელევიზორში კრივის ლეგანდა ჯო ლუისის ჩხუბი არ ნახა.

17 წლის ასაკში ოლეგი ძალიან ძლიერი იყო და ის ერთ-ერთ შეჯიბრზე პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა გეორგი ჯეროიანმა შეამჩნია. მისი დახმარებით ახალგაზრდა მოკრივე მოსკოვის ფიზკულტურის უნივერსიტეტში მოეწყო.

დედაქალაქურ ცხოვრებას ის არ შეუცვლია და ვაჯიშს უმატა. ჯეროიანს საათობით უწევდა დაცდა, სანამ კოროტაევი დარბაზს დატოვებდა. პირად მწვრთნელთან მუშაობამ და საუკეთესო თვისებების განვითარებამ ახალგაზრდა სპორტსმენს ნახევრად მძიმე წონაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული და ნაკრების წევრობა მოუტანა, რომელმაც მისცა დაუჯერებელი შანსი აშშ-სსრკ-ს ლას ვეგასში გასამართ აშშ-სსრკ-ს დაპირისპირებაში მიეღო მონაწილეობა.

ამერიკაში ჩასული მოკრივისათვის ფრენკ სინატრა, ენდი უილიამსი, ელვის პრესი და სხვა ვარსკვლავები უცნობები იყვნენ, თუმცა როცა მისი კუმირი ჯო ლუისი დაინახა, ლამის ჭკუიდან გადავიდა. ტურნირზე ოლეგმა მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი მარვინ ჯონსონი დაამარცხა და მოჰამედ ალის სპარინგ-პარტნიორი უილიამ რატლიფი ნოკაუტში გაუშვა. მისი გამოსვლა კი არ გამოპარვია ალის მწვრთნელ ანჯელო დანდის, რომელსაც მსოფლიოს 12 ჩემპიონი ჰყავდა გაზრდილი.

დანდიმ საბჭოთა დელეგაციასთან ერთად შეხვედრა მოაწყო, სპორტსმენს დარჩენა და 1 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი შესთავაზა. მაშინ ეს უდიდესი თანხა იყო. თუმცა, ცნობა მოსკოვში, სპორტის სახელმწიფო კომიტეტში მოვიდა, საიდანაც ოლეგისთვის დაწერილი ტექსტი გაუგზავნეს და სპორტსმენმაც თქვა, რომ "250 მილიონი თანამემამულის გაცვლა 1 მილიონ დოლარზე არ შეიძლება!" ოლეგს დარჩენა სურდა, თუმცა ლეგენდარული მწვრთნელისაგან სამახსოვროდ მხოლოდ ბრილიანტის ბეჭედი დარჩა.

1972 წელს კოროტაევმა რიკარდო კორდობას სახელობის შეჯიბრზე, კუბაში გაიმარჯვა და მისი ტალანტით აღფრთოვანებული ფიდელ კასტრო ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს. კუბელმა რევოლუციონერმა ოლეგი სასტუმრომდე საკუთარი მანქანით მიიყვანა და სამახსოვროდ მაჩეტე აჩუქა.

ამერიკაში სტუმრობის შემდეგ კოროტაევი შეიცვალა, ვერ ხვდებოდა რატომ უნდა გაჩუმებულიყო. მისი სიტყვები და გამართული ინგლისური არ მოსწონდათ სპორტის კომიტეტსა და ნაკრების მწვრთნელს, რომელსაც ოლეგი არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდა. ამას საპასუხო ნაბიჯები მოჰყვა: ბინის რიგიდან ამორიცხეს, სტიპენდია მოუხსნეს და ლოთობაში დადეს ბრალი. ნაკრების მწვრთნელმა, სტეპანოვმა მის დისკვალიფიკაციას მიაღწია და ოლეგმა 1972 წლის ოლიმპიადა გამოტოვა.

თუმცა გეორგი ჯეროიანის წყალობით, მან დაიბრუნა მოკრივის ლიცენზია და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შემდეგ კი მეორედ მოხვდა სსრკ-ს ნაკრების იმ შემადგენლობაში, რომელსაც აშშ-ი უნდა ეჩხუბა.

აშშ-ში ჩასული ოლეგი თავისუფლად იქცეოდა და მედიის სრული ყურადღება მიიპყრო. დელეგაციის წევრების მტკიცებით, მას ბრალი დასდეს ამერიკული კულტურის მიმდევრობაში და მოკრივემ 1975 წლის ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა.

ოლეგს მხოლოდ კრივი შეეძლო, ცოლ-შვილისთვის ფულს ამით შოულობდა, მაგრამ არც პარტბილეთი გააჩნდა, ჩინოვნიკების საღამოებზეც არ დადიოდა და საბოლოოდ, ბიზნესის დაწყება სცადა. იმ დროს ასეთ ხალხს "სპეკულიანტებს" ეძახდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაული იყო. ნელ-ნელა ოლეგმა ავტორიტეტული კანონიერი ქურდები გაიცნო, რომლებიც მას სუფთად ყოფნაში ეხმარებოდნენ, თუმცა ფულსაც შოულობდა. სსრკ-ს 4-გზის ჩემპიონი რამდენჯერმე დაიბარეს მილიციაში, თუმცა პირდაპირი სამხილები არ გააჩნდათ.

1976 წელს მეგობრებთან ერთად რესტორანში ჩხუბი მოუხდა და შინაგან საქმეთა მინისტრის შვილს სცემა. ქვეყნის ჩემპიონატის წინ ციხეში ჩასვეს და ისევ ჯეროიანმა უშველმა. გათავისუფლებულმა კოროტაევმა ბოლო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კრივიდან წავიდა.

სპორტიდან წასვლას სახლის ჩხრეკა მოჰყვა, მილიციამ მაჩეტე, ანჯელოს ნაჩუქარი ბეჭედი და მარიხუანას პაკეტი იპოვა. ეს კი საკმარისი გახდა მის ციხეში 5 წლით გასაგზავნად. იაროსლავის კოლონიის ხელმძღვანელი კრივზე გიჟდებოდა და ოლეგს ყველანაირი პირობა შეუქმნა, თუმცა სპორტსმენს კრივი აღარ აინტერესებდა. ციხიდან გამოსული მალევე უკან სროლაში მონაწილეობის მიღების გამო დაბრუნდა. იქიდან გამოსულს კი, სსრკ-ში ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდები თვლიდნენ მეგობრად, ასეთები იყვნენ: ოთარ კვანტრიშვილი, ლეონიდ ზავადსკი, იაპონჩკი, პაველ ზახაროვი, სერგეი მამსუროვი. ამის შემდეგ კი 90-იანი წლებიც დაიწყო.

კოროტაევი ახალ წყობას ახლებურად მიუდგა და მეტალების გაყიდვის ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. საქმეც კარგად წავიდა და ამან, ცხადია სხვების ყურადღება მიიპყრო. 1992 წელს მილიციელი მეგობარი კოროტაევთან მივიდა და უთხრა, რომ ოლეგის მკვლელობა იყო შეკვეთილი. ორგანოს დახმარებაზე უარი თქვა, თუმცა მილიცია მაინც დაეხმარა, ფიქტიურად მოაწერინეს ხელი ამერიკელ ანა შმულევიჩზე და აშშ-ში გაგზავნეს საცხოვრებლად. იქ კი ტურისტული ფირმა გახსნა და მშვიდად ცხოვრობდა, ფულს ცოლ-შვილთან რუსეთში აგზავნიდა.

2 წლის შემდეგ, 1994 წლის 12 იანვარს, კოროტაევს ბრაიტონ ბიჩზე უკნიდან, თავში ესროლეს. ცხედარი სამშობოლოში გადაასვენეს, დაკრძალვაზე ასეულობით ადამიანი მივიდა, მათ შორის მისი მეგობარი ბანდიტებიც.

"მკვლელი ძალიან ბუნებრივად იქცეოდა, კოროტაევისთვის ეჭვის საფუძველი არ მიუცია. შესაძლოა, რესტორანში ერთ მაგიდასთანაც კი ისხდნენ. ხოლო ბნელ ქუჩაში გასვლის შემდეგ, ქილერმა იარაღი ამოიღო და გაისროლა,"- ეს სიტყვები ნიუ იორკის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის საგამოძიების ჯგუფის უფროსს ეკუთვნის. მოკრივის მკვლელები და დამკვეთები ჯერაც უცნობი არიან.

"ღმერთი ყველა ადამიანს აძლევს ბედნიერების შანსს. უბრალოდ უნდა მოვასწროთ და ბედის ნიშანი გამოვიცნოთ. მე სამშობლოს, ახლობლებისა და საკუთარი თავის წინაში მართალი დავრჩი. დიახ, საკუთარი თავით ვამაყობ, თუმცა ყველაფერს დრო გამოცდის,"- ოლეგმა საკუთარ დღიურში სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა.

დასკვნები, კი თქვენთვის მოგვინდვია...

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

Dato
პედაგოგიური მეცნიერება - ეგ რომელია? :)
სოსო
ტელევიზიით მისი რამდენიმე ბრძოლა მაქვს ნანახი.მართლაც მაგარი იყო.ვწუხვარ,რომ ასე დაამთავრა სიცოცხლე.
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს