ua-football-მა ტრადიციულ რუბრიკაში - "უკრაინის საფეხბურთო დღის გმირი" მთავარ გმირად კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი დაასახელა. რა თქმა უნდა, უკრაინელი ჟურნალისტები უკეთ იცნობენ მათ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს და მათი შეხედულებაც საინტერესოა. უნდა აღინიშნოს, იგორ სემიონი ობიექტურად ახასიათებს წიტაიშვილს თავისი პლუსებითა და მინუსებით, სინამდვილეში რისი შნო და მარიფათი აქვს ამ ფეხბურთელს.

ციგანკოვის ყველაზე უარესი შემცვლელი არ არის

"უდავოა, გიორგი წიტაიშვილი "ოლეკსანდრიასთან" კიევის "დინამოს" გამარჯვების ლოკომოტივი არ იყო, წარმატებისათვის უფრო მეტი ბუიალსკიმ, რუსინმა, მიკოლენკომ და თვით კენძიორამ გააკეთეს, ხოლო პანკივის კარში ხუთიდან სამი გოლი მოედნიდან გიოს გასვლის შემდეგ გავიდა, მაგრამ ახალგაზრდა ვინგერის გარჯა დადებითად მთლიანობაში უნდა შევაფასოთ.

გიორგის შესახებ ნამატჩევს მისმა მწვრთნელმა ალეკსეი მიხაილიჩენკომ ისაუბრა:

"ჩვენ შანსს ვაძლევთ. მას ძალიან უნდა, ითამაშოს, დაამტკიცოს. კი ბატონო, გაქვს შესაძლებლობა, გამოიყენე, მაგრამ ეს ეპიზოდურად კი არ უნდა დაამტკიცო, ერთ მატჩში თამაშის ხარისხით, არამედ რიგ შეხვედრებში. ეს უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს, ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის".

ყველა იმ სიტყვების შემდეგ, რაც კარანტინისას წიტაიშვილის ბაგეებს მოსწყდა, მნიშვნელოვანია ციგანკოვის შეცვლის მზადყოფნის დამტკიცება. სიტყვები ხომ მოედანზე მოქმედების გარეშე ბევრს არაფერს ნიშნავს. პირიქით, მხოლოდ ვნებს, თუმცა წიტაიშვილი შანსს ჩაებღაუჭა. ციგანკოვი ტრავმირებულია, მიხაილიჩენკოს მჭიდში კიდევ კარავაევი და დე პენა არიან, რომლებიც არაერთხელ გაისარჯენ "დინამოს" ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე. "შახტართან" სამწვრთნელო შტაბი წიტაიშვილს ენდო, მან კი არ დააღალატა. გიო პირველ ტაიმში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მისი საგოლე გადაცემა კი მთელი ტურის მშვენება გამოდგა.

"ოლეკსანდრიასთანაც" არ შეირცხვინა თავი, უკვე მე-14 წუთზე პენალტი გამოიმუშავა, რითაც გავბედავთ და ვიტყვით, რომ შეხვედრის მიმდინარეობა შეცვალა.

მას არ შეიძლება ვუწოდოთ გუნდის ლიდერი ან უბრალოდ მჭიდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ახლა მხოლოდ პერსპექტიული მოთამაშეა, რომელიც "დინამოს" ციგანკოვის გაყიდვის შემდეგ (თუ გაყიდეს) გამოადგება და როდესაც კაპიტანი ტრავმირებულია (ასეთი რამ ხშირად ხდება). წიტაიშვილი, კარავაევისგან განსხვავებით, მრავლფეროვნება და შემოქმედითობაა, დე პენასთან შედარებით კი - სიჭაბუკე და შეუპოვრობა. მთავარია, გიორგიმ კარგი ფეხბურთი ემოციების ჩაცხრომის შემდეგაც აჩვენოს. ეს ორი მატჩი წიტაიშვილისთვის პრემიერლიგაში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული დებიუტი გახლდათ, ხოლო კარიერაში გუნდის სასტარტოში - მეორე და მესამე. ამიტომ ბიჭი გრძნობებით აივსო. მნიშვნელოვანია, რა იქნება მაშინ, როდესაც "დინამოსეული" რუტინის დღეები დაუდგება?!"

პელე
ვისაც გვაინტერესებს ისინი ვკითხულობთ და მადლობა რომ აქვეყნებთ მსგავს სტატიებს. ვისაც არ აინტერესებს ნუ წაიკითხავენ და არ გაგაღიზიანებთ სხვისი წარმატება
ოთო
ძალიან გთხოვთ იმ ფეხბურთელების ინფორმაციებს ნუ გვაცნობთ ვინც ქართველია და არ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში.
ვის რაში აინტერესებს
ვის რაში აინტერესებს ეგ ადამიანი, ერთი ჩვეულებრივი უკრაინელი ფეხბურთელია, მაინტერესებს რატომ გვაწვდით რეგულარულად ინფორმაციას მის შესახებ, ბლოხინის, ზავაროვის და შევჩენკოს დონეა თუ სხვა უფრო საინტერესო ვერაფერი ნახეთ დასაწერი?
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა