ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"როხამ" ბოსტონში გაილაღა

"როხამ" ბოსტონში გაილაღა

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ამერიკული ტურნე ბრწყინვალე მოგებით დაიწყო - "ფოქსბოროზე" აშშ 4:0 გაანადგურა

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა ამერიკული ტურნე ბრწყინვალე მოგებით დაიწყო - "ფოქსბოროზე" 4:0 გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი. ამით "ფურია როხამ" 2009 წელს კონფედერაციის თასის ნახევარფინალში მარცისთვის შური იძია ამერიკელებზე. მატჩის გმირი "ვილიარეალის" ტანმორჩილი ნახევარმცველი სანტიაგო კასორლა გამოდგა, რომელმაც პირველ ტაიმში ორი თითქმის იდენტური გოლი გაიტანა ტიმ ჰოვარდის კარში. ესპანელებს ყველაფერი იოლად გამოსდიოდათ. საკმარისია ითქვას, რომ გოლის გატანა ფერნანდო ტორესმაც კი შეძლო, ეს კი ბოლო დროს ერთობ იშვიათი რამ გახლავთ.

დაიწყო თამაში და გამოჩნდა, რომ "ფურია როხა" ერთობ აღემატებოდა მეტოქეს ყველა კომპონენტში. უკვე მე-8 წუთზე სტუმრები დაწინაურდებოდნენ, თანამსაჯს დავიდ სილვაზე თამაშგარე მდგომარეობა არ დაეფიქსირებინა. მალევე კიდევ უფრო სახიფათო მომენტი შეიქმნა ჰოვარდის კართან, ალვარო ნეგრედო თავზე უგდებდა ბურთს გოლკიპერს, მაგრამ ამერიკის ნაკრები გოლისგან ხარიხამ იხსნა. მალე კიდევ ერთხელ იხსნა მასპინძელთა გუნდი ხარიხამ, ახლა დავიდ ვილიას დარტყმის შემდეგ.

ამხელა უპირატესობას შედეგი ოდესმე უნდა გამოეღო და 28-ე წუთზე ესპანელებმა ანგარიში გახსნეს, მარცხენა ფრთაზე დავიდ სილვამ იყოჩაღა და საჯარიმოს ცენტრში სანტი კასორლა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ჰოვარდის კარში. 32-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა კიდევ ერთი გოლით გამოიხატა - ჩაბი ალონსომ ბრწყინვალე პასით დასარტყამ პოზიციაზე ნეგრედო გაიყვანა და "სევილიას" ფორვარდმაც მშვიდად შეაგდო ბურთი ამერიკელთა კარში. 41-ე წუთზე პირველის ანალოგიური გოლი გავიდა, კვლავ სილვამ იყოჩაღა ფლანგზე და კვლავ საჯარიმოს ცენტრში ჩააწოდა, ამჯერად, ვილიამ ქუსლით დაუტოვა ბურთი კასორლას და ამ უკანასკნელს გატანა არც ამჯერად გაუჭირდა - 0:3. ასეთი უპირატესობით გავიდა "ფურია როხა" შესვენებაზე. ამერიკის ნაკრები ძალიან სუსტად თამაშობდა, ერთადერთი საგოლე მომენტი ისევ ესპანელი მცველების (პიკე) უყურადღებობის შედეგი იყო, ამ შემთხვევაშიც რობი როჯერსმა, "კოლამბუს ქრუს" ფორვარდმა ვერ ივარგა.

შესვენებაზე ამერიკელებმა, რომლებიც "გოლდ კაპისთვის" ემზადებიან 5 ფეხბურთელი შეცვალეს, ესპანელებმა - 3. მეორე ტაიმში ხოსე რეინას კართან ხიფათმა იმატა. მაგრამ ერთხელ კრის ვონდოლოვსკი ვერ შეწვდა მაღალ ჩამოწოდებულს, მეორედ კი კლინთ დემპსის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. გოლი კი ერთი გავიდა მეორე ნახევარში და ისიც ამერიკელთა კარში, ბორხა ვალერომ შეცვლაზე შესული ფერნანდო ტორესი მოძებნა და "ჩელსის" ფორვარდმაც ძელის დახმარებით მასპინძელთა რბევას წერტილი დაუსვა.

ვისენტე დელ ბოსკემ 4-3-3 ტაქტიკური სქემით ათამაშა გუნდი: კარში პეპე რეინა იდგა, დაცვის ფლანგებზე სერხიო რამოსი და ალვარო არბელოა ირჯებოდნენ, ცენტრში - რაულ ალბიოლი და ჟერარდ პიკე. შუახაზს კასორლა, სერხიო ბუსკეტსი და ჩაბი ალონსო ამაგრებდნენ, წინ ცენტრფორვარდ ნეგრედოს ფლანგებიდან ეხმარებოდნენ ერთ დროს თანაკლუბელები სილვა და ვილია. შესვენებაზე დელ ბოსკემ ბუსკეტსის ნაცვლად ბრუნოს მისცა თავის გამოჩენის შანსი, ვილიას ნაცვლად კი ინიესტა გამოიყვანა, ნეგრედო ტორესით ჩაანაცვლა. თამაში მოუწიათ კასილიასს, კასორლასა და ბორხა ვალეროსაც.

მატჩში საუკეთესო "მანჩესტერ სიტის" ესპანელი ლეგიონერი იყო, რომელმაც მხოლოდ 65 წუთი დაჰყო მოედანზე. მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია. როგორც ზემოთ ვთქვით, სილვამ გაიტანა კიდევაც, თუმცა მსაჯებმა გოლი არ ჩაუთვალეს, არადა, კარგად გამოჩნდა, რომ გოლი ალალი იყო.

სანტი კასორლა: "როცა ესპანეთის ნაკრების მაისურით ვთამაშობ, თავს არ ვზოგავ - ეს ხომ უდიდესი პრივილეგია, ითამაშო შენი ქვეყნის სახელით. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, როგორი შეკრული გუნდია "ფურია როხა". გოლებს ჩემს ბიჭს ვუძღვნი. მოედნის საფარი არ იყო იდეალური, თუმცა ჩვენ მას ალღო მალევე ავუღეთ. მიხარია, რომ ბორხას დებიუტი შედგა, თან მან თავი საგოლე პასით გამოიჩინა".

ფერნანდო ტორესი: "ძალიან რთული წელიწადი მქონდა, თუმცა როგორც კი მოედანზე გავედი, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბოლო დროს სულ ორჯერ ვითამაშე ნაკრებში, ტრავმებმა ძალიან დამხიეს უკან. ბედნიერი ვარ, გუნდმა მოიგო, მე კიდევ გოლი გავიტანე. ახლა კი მხოლოდ ვენესუელასთან მატჩზე ვფიქრობთ".

აშშ-ესპანეთი 0:4

აშშ (4-4-2): ჰოვარდი - სპექტორი, ლიჩაი, ონიევუ (46. გუდსონი), რიმი - როჯერსი (46. დემპსი), ჯონსი (46. ბრედლი), კლისტანი, ედუ (46. ჩერუნდოლო) - აგუდელო (65. ბედოია), ალტიდორი (46. ვონდოლოვსკი).

ესპანეთი (4-3-3): რეინა - სერხიო რამოსი (65. კაპდევილა), პიკე, ალბიოლი, არბელოა - კასორლა, ბუსკეტსი (46. ბრუნო), ჩაბი ალონსო - სილვა (65. ბ. ვალერო), ნეგრედო (46. ტორესი), ვილია (46. ინიესტა).

გოლები: 0:1 კასორლა (28), 0:2 ნეგრედო (32), 0:3 კასორლა (41), 0:4 ტორესი (73)

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე