ევროპული ფეხბურურთის მმართველმა ორგანომ 17 ივნისისთვის კიდევ ერთი ვიდეოკონფერენცია ჩანიშნა, რომელზეც საბოლოოდ უნდა გაირკვეს ყველა საკითხი, რომლებიც შეჩერებულ, გადადებულ თუ გაუქმებულ მატჩებსა და შეჯიბრებებს შეეხება.

ცხადია, საქმე ეხება იმ შეჯიბრებებს, რომლებიც უეფას ფარგლებში იმართება. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩებია. სწორედ მომავალ ოთხშაბათს უნდა გახდეს ცნობილი, თუ როდის გამართავს საქართველო ბელარუსთან (და იმედია, კოსოვოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის გამარჯვებულთან) შეხვედრას.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის 26 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა.

განსახილველ საკითხებში ასევე შედის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის დასრულება, მომავალი სეზონის საკვალიფიკაციო და ჯგუფური ეტაპის თემები, ევრო 2020-ის მატჩების განრიგი. ასევე, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების (სხვადასხვა ასაკში) შესახებ, როგორც გოგონებისთვის, ისე ვაჟებისთვის.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ნაწილი 18-ში, ხუთშაბათს შედგება და ამ დღეს 3 საკითხს განიხილავენ: მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის პროცედურას, კლუბების დაფინანსებისა და "ფეირ პლეის" პრინციპებს, თავით თამაშის შესახებ რეკომენდაციებს.

alexandre
მეკეში! ზეგ... ზეგ გეტყვი როდის!
მ.ტ.
ვინც ფეხბურთის თამაშის დროს თავს ძალას არ ატანს, რეკომენდაცია მიეცემა, რომ შაიბიან ჰოკეიზე გადაერთოს... იმედია, ჩვენ დაგვინდობენ და მხოლოდ საყვედურს გვაკმარებენ...
მეკეში
ანუ ცნობილია რომ არაფერია ცნობილი
L.J.
თავით თამაშის შესახებ რეკომენდაციები რაღაა :)
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება