ფეხბურთის ისტორიაში, დროის ნებისმიერ მომენტში არიან განსაკუთრებულად წარმატებული ფეხბურთელები. გასული საუკუნის ფეხბურთელები არაფრით ჩამოუვარდებიან დღევანდელ სპორტსმენებს. მეტიც, ზოგიერთი აღემატება კიდეც. ბევრ ინოვაციას სწორედ მეოცე საუკუნის ფეხბურთელებს უნდა ვუმადლოდეთ.

საინტერესო იქნებოდა, ფორმის პიკში ისინი ერთმანეთს რომ შეხვედროდნენ, რა შედეგს მივიღებდით? დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ XX და XXI საუკუნის ნაკრებების თეორიულ მატჩზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობდნენ ორივე საუკუნის პერიოდში, მოხვდებიან იმ ნაკრებში, რომელ პერიოდშიც უფრო პროდუქტიულები იყვნენ.

კომენტარებში კი შეგიძლიათ დაწეროთ ნაკრებების თქვენებური ვერსიები.

XX საუკუნის ნაკრები:

მეკარე: ლევ იაშინი

ვფიქრობ, იაშინის კანდიდატურა არავისთვის იყო მოულოდნელი. ლევი, უდავოდ, გასული საუკუნის საუკეთესო მეკარეა, ზოგიერთი კი მას ყველა დროის საუკეთესოდაც მიიჩნევს.

დაცვა:

კაფუ - რომელიც იქნება მარჯვენა მცველი. ფრანც ბეკენბაუერი და ალბერტო ტორესი ცენტრალურ მცველებად ითამაშებენ, ხოლო მარცხება ფლანგს პაოლო მალდინი დაიცავს.

ნახევარდაცვა:

იოჰან კრუიფი - მარჯვნიდან, საყრდენად - პეპ გვარდიოლა, შემტევ ნახევარმცველად ბობი ჩარლტონი მოგვევლინება, ხოლო მარცხნივ - დი სტეფანო.

შეტევა:

აქ, ალბათ, საუკეთესო დუეტს პელე და მარადონა შეასრულებენ.

სათადარიგო სკამზე იქნებიან:

გარინჩა, ფრენც პუშკაში, ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი, რონალდ კუმანი, ფერნანდო იერო, დინო ძოფი.

მოწინააღმდეგე მხარე არანაკლებ საინტერესოდ გამოიყურება.

მეკარე: ჯერჯერობით 21-ე საუკუნეში საუკეთესო ჯანლუიჯი ბუფონია.

დაცვა: მარცხნივ ითამაშებს რობერტო კარლოსი, ცენტრში -ფაბიო კანავარო და ნესტა ითამაშებენ, მარჯვნივ კი - დანი ალვეში.

ნახევარდაცვა: რონალდინიო, ხავი და ანდრეა პირლო.

შეტევა: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და რონალდო.

სათადარიგო სკამი:

იკერ კასილასი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი, ინიესტა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მომზადებულია zen-ის მიხედვით

sul2
ვინც აუცილებლად უნდა იყოს არამხოლოდ ნაკრებში, არამედ ძირითადში არის ტიერი ანრი... ხავიერ ძანეტი და ლუის სუარესი თუ ზამენასაც არ იმსახურებს ნამდვილად არ ვიცი. ნუ ერიკ კანტონა უკვე ინტელექტის ამბავია.
BOSS
იმ გუნდის დედა რა ვთქვი გვარდიოლა რო სასტავში იქნება და ზიდანი სკამზე))))))კიდე ბევრი სისულელეა
zezva
da roberto baggio sada tu jobia vinme??*
ჩორნა
ამ პუიოლმა რა დაააშავა არ ვიცი მაგრამ, ვერსად ვერ მოხვდა ვერცერთ და ვერავის სიმბოლურში:(
Alexandre
იაშინზე მინდა დავწერო. მართლა მაგარი იყო. დღესაც თვალწინ მიდგას 1970 წლის თასის ფინალი. 0-2 ვაგებთ მოსკოვის დინამოსთან, ევრუჟიხინმა შეიკლო ცხოვრებოვი და ხინჩაგაშვილი გამოვიდა. ლუჟნიკებში ვასტოჩნიზე ვიჯექი, მარცხენა, ანუ სევერნის კარებში ისეთი შეჭედა შოთამ, შანსი არ ქონდა იაშინს, 1-2. ალბათ 10 წუთი აკლია დამთავრებას, ვიღაცამ დაარტყა, იაშინმა გადახტა მარცხენა კუთხეში და მოიგერია. გივი ნოდია ამატებს საპირისპირო ცარიელ კუთხეში. და სასწაული ქნა, დაწოლილი აიწია ჰაერში, გადმოხტა მარჯვნივ და გააქვავა ბურთი. გამაოგნებელი იყო. მაგარი იყო იაშინი. მაგრამ... 1963 წელს მსოფლიო ნაკრები ხვდებოდა ინგლისს. მატჩი ეძღვნებოდა ფეხბურთის 100 წელს. პირდაპირი რეპორტაჟი იყო უემბლიდან. ნაკრებში გამოძახებული იყო მიშა მესხი, მაგრამ მიწერეს ფიფას, რომ ტრავმა აქვსო და იაშინი გააგზავნეს. მეორე ტაიმი ითამაშა და მაგარი ბურთი აუღო გრივს. ამის შემდეგ აღიარეს მისი ოსტატობა და იმ წელს მისცეს ოქროს ბურთი. და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც 62-ში ჩილესთან 45 მეტრიდან დარტყმული ბურთი გაუშვა მეოთხედფინალში, კოლუმბიასთან 4 გოლი ჯგუფში. ამიტომაც კატეგორიულად არ იყო მე-20 საუკუნეს საუკეთესო მეკარე.
თენგო
გვარდიოლაო :))) ბარსას ფანია
ოეე
აშკარაა რომ ამის შემდგენს ფეხბურთი მაგრად ესმის
ZURABI
გერდ მიულერი სათადარიგოშიც რომ არ იქნება რა ნაკრებია. 20 საუკუნეში ყველაზე მეტი გოლი აქვს ტიპს გატანილი
mmm
გვარდიოლა ზედმეტია. კაფუ უფრო 21 საუკუნისაა (მსოფლიო 21-ში მოიგო). ზიდანი და გარინჩა ძირითადში უნდა იყვნენ. გვარდიოლა და განსაკუთრებით იერო საერთოდ ამოსაღებია სათადარიგოდანაც კი, ასევე ამოვიღებდი პუშკაშს და კუმანს. სათადარიგოზე დავამტებდი გერდ მიულერს, ლოთარ მათეუსს, მარიო კემპესს და რომარიოს. 21-ში დანი ალვეში ზედმეტია - ლამით უნდა შეიცვალოს.
ბნელა?-არა ნათელში ხარ!
რას ჰქვია ვისი შედგენილია? ეს ქელეხის სია კი არ არის ოჯახი რო წერს. ყველა ესეთი სია ქვეყნდება გარკვეული რაოდენობის ხალხის გამოკითხვით, ამ შემთხვევაში გეუბნებიან(თუ ბოლომდე წაიკითხე): მომზადებულია zen-ის მიხედვით. მე არ ვიცი ეს რა გამოცემაა, მაგრამ ის რომ გამოკითხვა ჩატარებულია ამაზე არავინ დაობს, და ყოველთვის არსებობს დოკუმენტი. ან ვიდეო(ტელევიზიით) ან აუდიო(ტელეფონით) და ასე შემდეგ. სხვა საქმეა რამდენი ადამიანი გამოიკითხა, რაც მეტი ალბათ უფრო ზუსტი იქნება. და ბოლოს არავის უთქვავს ეს დაიჯერეთ, კანონის ძალა აქვსო. პირიქით გთავაზობენ თქვენ საკუთარ ვარიანტებს და ესეც ისევ გამოკითხვის შედეგებს დაემატება, ანუ უფრო მეტი ადამიანის აზრი უფრო სრულ სურათს ასახავს. შენ თუ სტატიას იმიტომ კითხულობ რო ღვარძლი ანთხიო, ძალიან ცოდო ხარ ძმაო.
ლექსო
საყრდენ მცველებში ფრენკ რაიკაარდს არავინ ჯობდა. გუარდიოლას ბევრი კარგი თვისების მიუხედავად, საუკეთესოდ ვერ ჩავთვლი.
არდილეს
მართლაც რომ ბნელა. მათეუსი ? და რა იაშინი,რის იაშინი?!
Mdaaa
20-საუკუნეს აკლია :შმეიხელი,კანი,ბარეზი ,სოკრატესი, ზიკო,გულიტი,ვან ბასტენი და ეუსებიო ...ესენი სულ მცირე ზამენაზე მაინც უნდა იყვნენ...ასევე როგორც 21-ში :ვან დერ სარი, ლამი,პუიოლი,შევჩენკო,ნეიმარი ,ანრი,კანტე და მბაპეც კი...)))
ბნელა?
პეპ გვარდიოლას დონის საშუალო ფეხბურთელს რომ შეიყვან ამ უდიდეს ფეხბურთელების გვერდზე უკვე გასაგებია ვისი შედგენილიცაა ეს ნაკრებები.
irakli
ფერნანდო იერო მაქ სიაში არ უნდა იყოს, არ იყო მაგათ დონის
giorgi
ბარეზი, ჩივაძე? ბარეზი ვაბშე მსოფლიოში უალტერნატივოა ექსპერტთა აზრით. რა გვარდიოლა ღადაობ? ბექემზე უკეთესი ვერ მონახე? ტიაგო სილვა, დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი ამ სიამ საერთოდ დაგლიჯა, 21-ე საუკუნეში მათზე ძლიერი ფეხბურთელები ვერ იპოვე? რამდენი წელია ფეხბურთს უყურებთ?
hahahaa
ზიდანი სათადარიგოზეე:)). მაგარი თერთმეტეულია:))
tngh
ალბერტო ტორესზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელი იყო ალექსანდრე ჩივაძე. და საერთოდ ბეკენბაუერი-ჩივაძის დუეტი, ჩემის აზრით XX და XXI საუკუნეშიც უალტერნატივოა!!!
hhh
ვინ მოიგებს არ ვიცი, მარა უფრო ლამაზ და სასიამოვნო ფეხბურთს, რომ მეოცე საუკუნე ითამაშებს ნაღდია.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"