„ჩელსის“ რუსი მეპატრონე რომან აბრამოვიჩი ოცნების ასრულებისგან შორს არ არის, მას სურს „ლურჯებს“ სათავეში ერთდროულად ჩაუყენოს გუს ჰიდინკი და მარკ ჰიუზი
„ჩელსის“ რუსი მეპატრონე რომან აბრამოვიჩი ოცნების ასრულებისგან შორს არ არის. მას სურს „ლურჯებს“ სათავეში ერთდროულად ჩაუყენოს გუს ჰიდინკი და მარკ ჰიუზი. მილიარდერის აზრით ჰოლანდიელი და უელსელი მწვრთნელების წყვილს მისი გუნდისთვის ევროპული წარმატების მოტანა შეუძლია. ბუნებრივია, აბრამოვიჩი იმდენად გულუბრყვილო არ არის, რომ ორივეს ერთი და იგივე საქმე დაავალოს. მისი გეგმის თანახმად, ერთმა მათგანმა საფეხბურთო საქმეთა დირექტორის ფუნქცია უნდა იკისროს, მეორემ კი პირველი გუნდი ჩაიბაროს და თამაშებს უხელმძღვანელოს.

ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და, რამდენადაც ინგლისური პრესა წერს, კარგადაც მიდის. მართალია, ჰიუზსა და ჰიდინკს ადრე ერთად არ უმუშავიათ, მაგრამ აბრამოვიჩი იმედოვნებს, რომ მათ შორის პირველი დღიდანვე საუკეთესო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდება.

რუსი ოლიგარქი გასულ სეზონში „ჩელსის“ შედეგით უკმაყოფილოა. მეორე ადგილზე გასვლა მისთვის არაფერს ნიშნავს და ამიტომაც არ დაინდო კარლო ანჩელოტი რომელმაც ერთი წლის წინ ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც მოაგებინა და ფეხბურთის ასოციაციის თასიც. აბრამოვიჩი ახალი სისხლის ეფექტს ელოდება, ანჩელოტიზე კი ამბობნ, რომ, შეიძლება, „ასტონ ვილას“ მწვრთნელი გახდეს. „ჩელსის“ ძველ ხელმძღვანელთაგან წავიდა ცნობილი დანიელი სპეციალისტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ფრენკ არნესენიც.

აბრამოვიჩის ვარაუდით, ჰიდინკი, მდიდარი გამოცდილების გამო, დირექტორად უფრო გამოდგება, ჰიუზი კი ფეხბურთელების წვრთნისა და დარაზმვის საქმეს მიხედავს. ჰიდინკი 64 წლის სპეციალისტია, ჰიუზი კი 47 წლისა გახლავთ.

მოგეხსენებათ, უელსელი „ფულჰემიდან“ მოდის - „კრეივენ კოტეჯის“ ბინადრებთან ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმა. ძველი ხელშეკრულების თანახმად ის ივნისის ბოლომდე კიდევ „ფულჰემს“ უნდა ემსახუროს, თუმცა, რეალურად, ახლა იქ საქმე არ არის და დასავლეთლონდონელებმა შეიძლება ჰიუზი ახლავე გაათავისუფლონ. რაც შეეხება ჰიდინკს, ის მზად არის თურქეთის ნაკრებშიც დარჩეს და „ჩელსის“ საქმეებსაც მიხედოს.

ერთი სიტყვით, „ჩელსი“ საერთაშორისო სარბიელზე „ბარსელონასთან“, პრემიერლიგაში კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბრძოლისთვის ემზადება. როდესაც ჰიდინკს ჰკითხეს, არის თუ არა შესაძლებელი რომ „ლურჯებმა“ „იუნაიტედი“ ტახტიდან მომავალ სეზონშივე ჩამოაგდონ, მან უპასუხა:

„ამქვეყნად, ყველა გუნდის დამარცხება შეიძლება. ერთი ცხენის დოღი არ არსებობს. პრემიერლიგის გასულ სეზონში ხუთი-ექვსი გუნდის კონკურენციას ვადევნებდით თვალს. ხომ გახსოვთ, „ჩელსი“ სეზონის დასაწყისში საოცრად ძლიერი იყო, შემდეგ პოზიციები დათმო, ბოლოს კი ისევ შესანიშნავად ათამაშდა. სულ ფავორიტთა შორის იყვნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“, ძალიან გაძლიერდა „მანჩესტერ სიტი“... საბოლოოდ ჩემპიონი „იუნაიტედი“ გახდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის გაისადაც აუცილებლად მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს. გაისად, დიდი ბრძოლა იქნება“.

ჰიდინკი, რომელმაც ჩემპიონთა თასი 1988 წელს „ეინდჰოვენის“ თავკაცის რანგში მოიგო, გრძნობს, რომ მის კარიერაში „ჩელსი“ ბოლო... ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ბოლო კლუბია.

„65 წლისა ვხდები. ეს უკვე საპენსიო ასაკია“ - თქვა ჰოლანდიელმა.

რასაკვირველია, ადგილზე გაჩერებას არც „მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდიც აუცილებლად გაძლიერდება. მოგეხსენებათ, „იუნაიტედი“ „ინტერისგან“, 35 მილიონ ფუნტად, ჰიდინკის თანამემამულის, 26 წლის ვესლი სნეიდერის ყიდვას აპირებს, თუმცა ამ ტრანსფერს ხელს ხელფასის საკითხი უშლის. კერძოდ, სნეიდერი, „ინტერში“, ინგლისელებისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, კვირაში 170 ათას ფუნტს იღებს. ხაზს ვუსვამთ, ეს გახლავთ თანხა, რომელიც ჰოლანდიელს შინ მიაქვს, ანუ რაც დაბეგვრის შემდეგ რჩება. ასეთი გიგანტური გასამრჯელოს გადახდა კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეიძლება გაუჭირდეს.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"