"ვანკუვერ კენაქსმა" მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ თავისი არსებობის ისტორიაში სტენლის თასის პირველად მოგებისთვის
"ვანკუვერ კენაქსმა" მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ თავისი არსებობის ისტორიაში სტენლის თასის პირველად მოგებისთვის. ოვერტაიმის მე-11 წამზე ალექს ბაროუზის მიერ გატანილი გოლით "ბოსტონთან" ფინალურ სერიაში ანგარიში 2:0 გახდა. აქამდე მხოლოდ ოთხმა გუნდმა შეძლო ფინალში 0:2-დან სერიის გადარჩენა. ბოლოს ეს 2009 წელს სიდნი კროსბის "პიტსბურგ პინგვინზმა" გააკეთა "დეტროიტ რედ უინგზის" წინააღმდეგ.

ბაროუზმა NHL-ის პლეი ოფის ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა ოვერტაიმში. რეკორდი მონრეალელ ბრაიან სკრუდლანდს ეკუთვნის, ვინც 1986 წელს დამატებითი დროის მეცხრე წამზე გაუტანა "კალგარის".

ეს ასე მოხდა: სასტარტო ჩაგდების შემდეგ შაიბა ბოსტონელ ენდრიუ ფერენსს მიუვიდა, რომელიც წინ პასის შესრულებისას შეცდა და შაიბა დანიელ სედინს ჩააბარა, რომელსაც არც უფიქრია, მაშინვე თავისუფალი ბაროუზი მონახა. ამ უკანასკნელმა ზდენო ხარა ჩამოიცილა და ტიმ ტომასთან პირისპირ გავიდა. "ბრუინზის" მეკარემ მოასწრო "ვანკუვერის" ფორვარდის ფინტებზე რეაგირება, მაგრამ თან კარის დატოვება მოუწია. ბაროუზმა შაიბა არ დაკარგა, კარს უკნიდან შემოუარა და ახლო კუთხეში გაიტანა.

ბაროუზი ორი გოლითა და ერთი საგოლე პასით მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა, არადა, ეს ის ჰოკეისტია, რომელსაც წესით და რიგით დისკვალიფიკაციის გამო არ უნდა ეთამაშა ამ შეხვედრაში. გახსოვთ, ალბათ, წინა მატჩის გახმაურებული ისტორია, როცა "ვანკუვერის" ფორვარდმა თითზე უკბინა პატრიკ ბერჟერონს, მაგრამ ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა დაინდო ბაროუზი.

ოვერტაიმამდე მაყურებელმა კვლავინდებურად აგრესიული და უხეში თამაში იხილა. საწყის ხუთ წუთში გუნდებმა 12 ძალისმიერი ილეთი შეასრულეს, პირველი გაძევება კი მე-10 წუთზე დაფიქსირდა - ორი წუთით მოედანი ხარამ დატოვა და მასპინძლებმა მაშინვე გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა - ბაროუზმა "ბოსტონის" კართან იბრძოლა და ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმა მოასწრო. ამ შაიბამ სტუმრებზე ცუდად იმოქმედა და პირველი პერიოდის დასრულებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი ზუსტად დარტყმა შეასრულეს.

სამაგიეროდ, "დათვებმა" ძალიან კარგად დაიწყეს მეორე პერიოდი და პირველ ხუთ წუთში ექვსჯერ შეაწუხეს რობერტო ლუონგო. "ვანკუვერის" მეკარემ მეცხრე წუთამდე გაძლო და შემდეგ მის მიერ მოგერიებულს მილან ლუჩიჩმა დაამატა - 1:1. ამ გოლამდე ლუონგო 137 წუთისა და 26 წამის განმავლობაში "მშრალად" ინახავდა საკუთარ კარს. "ბოსტონს" ამ შემდეგაც არ დაუგდია ტემპი და ლუჩიჩის გოლიდან წუთნახევრით შემდეგ ტაბლოზე უკვე 2:1 ეწერა: მარკ რეკიმ მოასწრო ხარას დარტყმაზე რეაგირება და თავისი გუნდი დააწინაურა.

სხვათა შორის რეკი ყველაზე ასაკოვანი ჰოკეისტი გახდა, ვინც NHL-ის ფინალურ სერიაში გოლი გაიტანა. მატჩის დღეს ვეტერანი ფორვარდი 43 წლის და 123 დღის იყო. წინა რეკორდის მფლობელი ლეგენდარული რუსი ჰოკეისტი იგორ ლარიონოვი იყო, ვინც 2002 წლის ფინალში "დეტროიტის" მაისურით 41 წლისა და 189 დღის ასაკში გაიტანა შაიბა.

მხოლოდ ორი გოლის გაშვების შემდეგ გამოფხიზლდნენ მასპინძლები და რამდენიმე შტურმი მოაწყვეს ტიმ ტომასის კართან, მაგრამ უშედეგოდ - გუნდები მეორე შესვენებაზე "დათვების" ერთშაიბიანი უპირატესობით გავიდნენ.

მესამე პერიოდი "ბოსტონმა" რიცხობრივი უპირატესობით დაიწყო და პირველ წუთზე ლუონგოს ორი რთული დარტყმის მოგერიება მოუწია. ცოტა ხანში თავად "დათვებს" მოუწიათ ერთი კაცით მეტი მეტოქის შეტევების მოგერიება, თუმცა ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ამ ორი წუთის განმავლობაში მასპინძლებს ერთხელაც არ დაურტყამთ ზუსტად კარში.

ამის შემდეგ "ვანკუვერი" მეტოქის პრესინგზე გადავიდა და მეხუთე წუთზე სულ ცოტა დააკლდა ანგარიშის გათანაბრებამდე - ცარიელ კარში ერჰოფის დარტყმა მცველმა მოიგერია. კანადელთა აქტიურმა თამაშმა შედეგი მხოლოდ მეცხრე წუთზე გამოიღო, როცა მათი მცირე შტურმი ტომასის კარში მეორე გოლით დასრულდა. ყველაფერი "ბოსტონის" კაპიტნის ზდენო ხარას დასანანი შეცდომით დაიწყო - ბაროუზმა სლოვაკ გიგანტს "ბრუინზის" ზონაში მოპარა შაიბა და ედლერს მიაწოდა, რომელმაც შორიდან დაარტყმა. ტომასმა წინ მოიგერია შაიბა და მას პირველმა დანიელ სედინმა მიუსწრო- 2:2. დაინიშნა ოვერტაიმი, რომლის პერიპეტიებზე ზემოთ მოგიყევით. აღსანიშნავია, რომ "ვანკუვერი" 7 მაისის შემდეგ არ მარცხდება საკუთარ მოედანზე.

ვანკუვერი-ბოსტონი 3:2 (ო)

1:0, 0:2, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 ბაროუზი-8 (ჰიგინსი-4, სალო-2), 1:1 ლუჩიჩი-4 (ბოიჩუკი-4, კრეისი-8), 1:2 რეკი-3 (ხარა-4, პ. ბერჟერონი-12), 2:2 დ. სედინი-9, (ბაროუზი-8, ედლერი-8), 3:2 ბაროუზი-9 (დ. სედინი-9, ედლერი-9).

სერია: 2-0

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"