ზარუხ ადაშევის ისტორია - ადამიანის კლასიკური ისტორიაა, რომელიც უკეთესი ცხოვრების საძიებლად ამერიკაში გადაბარგდა.

2012 წელს ის უზბეკეთიდან აშშ-ში ჩაფრინდა, თან 2000 დოლარი ჰქონდა და ოკეანის მიღმა არანაირი კავშირი არ გააჩნდა. სპორტული ბექგრაუნდის წყალობით, მან აშშ-ში კიკბოქსინგის ათვისება დაიწყო და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა.

თუმცა თავის სარჩენი ფული მაინც არ იყო საკმარისი. ზარუხმა დამატებითი შემოსავლის წყაროს ძიება დაიწყო, ჯერ მტვირთავად მუშაობდა, ხოლო შემდეგ ტაქსის მძღოლი იყო.

სწორედ ამ პერიოდში მან საინტერესო ისტორიების შეგროვება დაიწყო.

"ერთხელ იმ რაიონში აღმოვჩნდი, რომელიც არ არის უსაფრთხო. რამდენიმე კოლეგამ მითხრა, თუკი იქ მომიწევდა მგზავრის ძებნა, "უბერი" გამომერთო და გავსულიყავი უსაფრთხო ტერიტორიაზე. ვიღაც ბიჭმა გაყვანა მთხოვა. ვიფიქრე, ფულია მაინც-მეთქი. თურმე მარტო არ იყო, ჩასხდნენ მანქანაში და ისეთები იყვნენ, ემჩნეოდათ, რომ ქუჩასთან მტკიცე კავშირი ჰქონდათ. მანქანაში არის მოწყობილობა Meter, რომელიც დისტანციას ზომავს და ფულს ითვლის. ბიჭებმა მითხრეს, ეს გამომერთო, რადგან უფასოდ აპირებდნენ მგზავრობას და დამუქრება დაიწყეს. მე უარი ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი. მებრძოლი ვარ, მაგრამ შიშის განცდა ასეთ სიტუაციებში ბუნებრივია. დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ მერე დამიძახეს და მითხრეს, რომ გადაიხდიდნენ. მანქანაში ჩემი სურათები მაქვს გამოკრული და ზოგჯერ ხალხს მე თვითონ ვავარჯიშებ. შესაბამისად, ეს კარგი გზაა კლიენტების საძიებლად. მითხრეს, თუ ვერკვეოდი UFC-ში და ჯონ ჯონსს თუ ვიცნობდი. ჯონსი კი ჩემი საყვარელი მებრძოლია. დიდხანს ვისაუბრეთ მასზე. მივიყვანე ადგილზე და 20 დოლარით მეტი გადამიხადეს", - მოუყვა ადაშევმა Sport-expres-ს.

2018 წელს შედგა მისი დებიუტი შერეულ ორთაბრძოლებში. მიუხედავად იმისა, რომ Bellator-ში იბრძოდა, მაინც UFC-ზე ოცნებობდა. რამდენიმე დღის წინ კი ოცნება აუხდა. ტაისონ ნემმა მოწინააღმდეგე დაკარგა, ბრძოლა კი ადაშევს შესთავაზეს. ის დათანხმდა და 32 წამში მძიმედ დანოკაუტდა. თუმცა მას ახლა UFC-სთან კონტრაქტი აქვს და სრულფასოვანი მომზადების შემდეგ თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ეს რა უბედურება იყო? ასეთი რაღაცები მაგიჟებს" - დენა უაითი
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
[VIDEO] ჩიმაევის პირველი მარცხი კარიერაში - შონ სტრიკლენდი საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონია
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
[VIDEO] დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ილია თოფურიას შეხვდა
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა