ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიდი მამის ნაკვალევზე

დიდი მამის ნაკვალევზე

გასულ უქმეებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი საინტერესო საკრივო ორთაბრძოლა შედგა, რომლებშიც პრესტიჟული ვერსიებით საჩემპიონო ქამრები თამაშდებოდა
გასულ უქმეებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი საინტერესო საკრივო ორთაბრძოლა შედგა, რომლებშიც პრესტიჟული ვერსიებით საჩემპიონო ქამრები თამაშდებოდა. გარდა ამისა, გაირკვა საშუალოწონოსანთა ტურნირის - Super Six-ის მეორე ფინალისტი.

ამ ტურნირის რანგში ატლანტიკ-სიტიში (ნიუ ჯერსის შტატი) ერთმანეთს შეხვდნენ ბრიტანელი კარლ ფროჩი და ამერიკელი გლენ ჯონსონი. ფროჩი ამ ბრძოლაში მეორე ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ტიტულს იცავდა. ეს საჩემპიონო ქამარი ფროჩმა გასულ ნოემბერს ჰელსინკიში სომხური წარმოშობის გერმანელის არტურ აბრაჰამის დამარცხების შემდეგ მიიღო. ამით მან დაიბრუნა ტიტული მას შემდეგ, რაც იმავე 2010 წლის აპრილში დანიელ მიკაელ კესლერთან დამარცხდა. ამასთან, კესლერი WBC-ის "საპატიო" ჩემპიონად რჩება, რადგან დროებით შეწყვიტა კარიერა თვალის ტრავმის გამო. სხვათა შორის გასულ უქმეებზე დანიელი რინგს დაუბრუნდა და საფრანგეთში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო ადგილობრივ მეჰდი ბუადლას. სკანდინავიელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოითხოვოს საჩემპიონო ბრძოლის ჩატარება.

42 წლის ჯონსონმა, რომელიც ფროჩზე 10 წლით უფროსია, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ბრიტანელ მოკრივეს. ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და რთული იყო რომელიმე მოკრივისთვის უპირატესობის მინიჭება. ნახევრადმძიმე წონაში ყოფილმა ჩემპიონმა ჯონსონმა თავიდან ინიციატივა მოიპოვა და აქტიურად შეუტია. მაგალითად, მესამე რაუნდში ამერიკელს კარგი აპერკოტი და მარცხნიდან დარტყმების შესანიშნავი სერია გამოუვიდა. მოგვიანებით ფროჩმა ალღო აუღო მეტოქის მოქმედებებს და მშვიდად იცავდა თავს. ცოტა ხანში კი მისი კონტრშეტევები სახიფათო გახდა - მიზანს აღწევდა ერთეული დარტყმები და კომბინაციები იმ დროს, როცა მეტოქე იხსნებოდა შეტევაზე გადასვლას ცდილობდა. ჯონსონმა აგრესიულობის მომატება სცადა, მაგრამ ფროჩი ბრძოლის ბოლომდე აკონტროლებდა სიტუაციას. საბოლოოდ, სამიდან ორმა მსაჯმა უპირატესობა ბრიტანელს მიანიჭა - 117:111, 116:112, მესამემ ფრე დააფიქსირა - 114:114.

ბრძოლის შემდეგ ფროჩმა შეაქო მეტოქის გამძლეობა. "შენ ურტყამ, ის კი არ ინძრევა. ძალიან მყარად დგას ფეხზე და ცდილობს მუდმივად წინ იაროს, - განაცხადა გამარჯვებულმა. - ამიტომაც ვცდილობდი ბრძოლის რითმიდან არ ამოვარდნილიყავი და ამით რინგზე თავს იმედიანად ვგრძნობდი. ჩხუბის ბოლოს შევეცადე მაქსიმალურად მივახლოვებოდი მას, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი გამარჯვებაში".

ჯონსონმა კი აღიარა, რომ თავდაპირველ გეგმას გადაუხვია, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია: "მეტოქემ შეძლო ჩემი საუკეთესო დარტყმებისთვის გამკლავება, რამაც გამაკვირვა.

ვვარაუდობდი, რომ დისტანციაზე დავიჭერდი მოწინააღმდეგეს, რადგან უფრო სწრაფი ვიყავი და როგორც მსურდა, ისე ვუსწორდებოდი მას. მაგრამ შემდეგ საშუალება მივეცი ბრძოლაში დაბრუნებულიყო თავისი ხშირი კონტრშეტევებით".

Super Six-ის ტურნირის ფინალში ფროჩს კიდევ ერთ ამერიკელთან ანდრე უორთან მოუწევს შეხვედრა. ბრძოლის თარიღი და ჩატარების ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კიდევ ერთი ბრძოლა ლოს ანჯელესში გაიმართა, სადაც საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონი, გერმანელი სებასტიან ზბიკი ტიტულს იცავდა მექსიკელი ხულიო სესარ ჩავეს-უმცროსის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი სამ წონით კატეგორიაში ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონის, ლეგენდარული ხულიო სესარ ჩავესის ვაჟი გახლავთ.

გერმანელის შანსი სისწრაფე იყო, სამაგიეროდ მექსიკელს უფრო ძლიერი დარტყმა ჰქონდა და გაბარიტებითაც აღემატებოდა მეტოქეს. ზბიკი ცდილობდა დარტყმების სიზუსტეზე ემუშავა, მექსიკელი კი ახლო ბრძოლისას კორპუსში დარტყმებს ანიჭებდა უპირატესობას.

ბრძოლის შუაში რინგზე სიტუაცია გათანაბრდა, რადგან ზბიკის აქტიურობამ იკლო - ევროპელი აშკარად დაიღალა. ჩავესი მსაჯისგან დაფარულად ხშირად ურტყამდა მუცლის ქვეშ მეტოქეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რაუნდში ზბიკმა რამდენიმე კარგი კომბინაცია განახორციელა, მსაჯებმა უპირატესობა მექსიკელს მიანიჭეს - 116:112, 115:113, 114:114.

ბრძოლის შემდეგ გერმანელმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩავესს მსაჯები დაეხმარნენ. "პირველი ექვსი რაუნდი ჩემი გამარჯვებით დასრულა, - განაცხადა აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა. - ვფიქრობდი, რომ სერიოზული უპირატესობა მქონდა, მაგრამ რამდენიმე დარტყმა გავატარე, რაც დაღლილობის ბრალი იყო. მწვრთნელმა მითხრა, რომ ბოლო რაუნდის მოგება აუცილებელი იყო. მე მგონი ასეც მოხდა, მაგრამ მსაჯებმა უპირატესობა ჩავესს მიანიჭეს".

აქამდე ჩავესი მოსაწყენ ბრძოლებს მართავდა საუკეთესო შემთხვევაში საშუალო დონის მოკრივეებთან და ბოლოს, საჩემპიონო ბრძოლის შანსი მიიღო. მართალია, მსაჯების მცირედი დახმარებით, მაგრამ მან ეს შანსი გამოიყენა.

ახლა საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მწვერვალზე ყოფნა. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ამ წყვილში გამარჯვებული არგენტინელ სერხიო მარტინესს შეხვდება. თუ ეს ასე მოხდა, ახალგაზრდა მექსიკელის საჩემპიონო პერიოდი ხანმოკლე იქნება.

უარი 65 მილიონზე

პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის პრეზიდენტ ბობ არუმს აღარ სჯერა ფილიპინელ მენი პაკიაოსა და ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს შორის ბრძოლის ორგანიზების.

თავის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუში არუმმა აღიარა, რომ მეივეზერმა უარი თქვა 65 მილიონ დოლარზე, რომელიც მას პაკიაოსთან ბრძოლის სანაცვლოდ შესთავაზეს. ამერიკელი ჯიუტად ითხოვს 100 მილიონი დოლარის ოდენობის ჰონორარს.

"ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ამიტომაც ბოლო მომენტამდე მჯეროდა, რომ ასეთი ბრძოლის ორგანიზება შესაძლებელი იქნებოდა. ამ მომენტისთვის კი ასეთი რწმენა თითქმის არ არსებობს.

ცოტა ხნის წინ სინგაპურელი ბიზნესმენები მეივეზერს 65 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, მაგრამ მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?", - განაცხადა არუმმა.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა