ფორმულა 1-ს ადანაშაულებენ იმაში, რომ ყველაფერი ჩემპიონატის ორგანიზატორთა ნებასურვილზეა დამოკიდებული, რომლებიც კომერციულ ინტერესებს ადამიანთა უფლებებზე მაღლა აყენებენ
არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ბაჰრეინის გრანპრი მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის კალენდარში დააბრუნეს.

ფორმულა 1-ს ადანაშაულებენ იმაში, რომ ყველაფერი ჩემპიონატის ორგანიზატორთა ნებასურვილზეა დამოკიდებული, რომლებიც კომერციულ ინტერესებს ადამიანთა უფლებებზე მაღლა აყენებენ. ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მაქს მოსლი დარწმუნებულია, რომ მომავალში ფორმულა 1-ის ბოსებსა და FIA-ს დღევანდელ ხელმძღვანელობას ძვირად დაუჯდებათ ეს გადაწყვეტილება. მოსლი ამბობს, რომ ფორმულა 1 ბაჰრეინის მთავრობის კიდევ ერთ იარაღად იქცა საკუთარი მოქმედების დასაფარავად. მაგრამ ბევრს აწუხებს ეტაპის მონაწილეთა და გულშემატკივართა უსაფრთხოების პრობლემა, რადგან ქვეყანაში გრძელდება არეულობა და იქ რბოლის ჩატარება ძალიან სარისკოა.

ტელეკომპანია BBC-თვის მოცემულ ინტერვიუში ადამიანთა უფლებების ბაჰრეინის ცენტრის პრეზიდენტმა ნაბელ რაჯაბმა პირდაპირ განაცხადა: თუ წელს მის ქვეყანაში ფორმულა 1-ის ეტაპი ჩატარდება, რბოლის დღე "ეროვნული მრისხანების დღედ იქცევა".

"ეჭვგარეშეა, რომ რბოლა სხვადასხვა ოპოზიციური ორგანიზაციის სამიზნე გახდება, - წერს ბრიტანული ვებგვერდი Pitpass.com. - დააყენეთ საკუთარი თავი ამ ადამიანების ადგილზე - ბაჰრეინის გრანპრი ძალიან დიდი ცდუნებაა იმისთვის, რომ ის შენი მიზნებისთვის არ გამოიყენო. თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს ეროვნული საზღვრები, ახლო აღმოსავლეთი კი სავსეა პოლიტიკური აქტივისტებით, რომლებიც მონარქიის დამხობისკენ არიან მიმართულნი. და არაფერია იმაზე ადვილი, რომ მიმართო ნებისმიერ კომპანიას, რომელიც გრანპრიზე ტურებს უწევს ორგანიზაციას.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია უნდა დაუბრუნდეს ჩემპიონატის კალენდრის პირველად ვერსიას, ბაჰრეინისთვის კი დააწესოს გამოსაცდელი ვადა. თუ ერთ-ორი წლის შემდეგ სიტუაცია სტაბილური გახდება, რბოლის განახლება შესაძლებელი იქნება.

დროა ფორმულა 1-მა მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარ პოზიცია".

ბუემიმ კინაღამ კაცი გაიტანა

გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის გუნდები ისვენებდნენ, თუმცა იტალიურმა საჯინიბო "ტორო როსომ" იაპონიაში გამგზავრება და იქ საჩვენებელი გამოსვლა გადაწყვიტა. ქალაქ ჩიბაში გამართული სადემონსტრაციო რბოლა უცნაური ინცდენტით დასრულდა.

ერთ-ერთი წრის გავლისას ტრასაზე გამოვარდა უცნობი მამაკაცი და პირდაპირ საბურავებში ჩაუვარდა შვეიცარიელი სებასტიან ბუემის ბოლიდს. იმ მომენტში მანქანის სიჩქარე საათში 30 კილომეტრი იყო, მაგრამ ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ პილოტმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და STR6-მა იაპონელი ტრასაზე დასცა.

"უფლება არ მაქვს მომხდარზე კომენტარი გავაკეთო, სანამ "რედ ბულში" საკუთარ გამოძიებას არ ჩაატარებენ", - განუცხადა სებასტიანმა შვეიცარიულ პრესას.

წესრიგის დამრღვევს გაუმართლა - მას რამდენიმე უმნიშვნელო ტრავმა აქვს, რადგან ბუემის აჩქარება დაწყებული არ ჰქონდა.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა