18 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ონლაინრეჟიმში გაიმართა.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა 2020 წლის "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" შეცვლილი ფორმატი და დავით ყიფიანის სახელობის თასის დებულება დაამტკიცეს. სხდომაზე ასევე დამტკიცდა ლიცენზირების დებულება, მათ შორის, ქალთა გუნდებისთვის მომავალი სეზონიდან ლიცენზირება სავალდებულო გახდა.

სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი: "როგორც მოგეხსენებათ, 25 ივნისიდან დაგეგმილია "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მესამე ტურიდან განახლება. ამის თაობაზე კომუნიკაცია საწყის ეტაპზევე გვქონდა, როგორც აღმასკომის წევრებთან, ისე "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მონაწილე კლუბებთან. დღეს მოხდა დებულების დამტკიცება და გადაწყდა, რომ ოთხი წრის ნაცვლად ჩატარდება ორი წრე, აგვისტოს თვიდან კი დაგეგმილია დავით ყიფიანის სახელობის 2020 წლის გათამაშების ჩატარება.

სამწუხაროდ, დღეისათვის ვერ ხერხდება სხვა ლიგებისა და ჩემპიონატების განახლების თარიღის დასახელება, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შევეცდებით, განვახორციელოთ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი, მათ შორის, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2", ლიგა 3, ლიგა 4, რეგიონული ლიგა, ქალთა ლიგა თუ ფუტსალის ლიგა.

ამას გარდა, როგორც იცით, დებულების მიხედვით, კლუბები გათავისუფლებულნი არიან საწევრო გადასახადისგან და აღნიშნული თანხა შეუძლიათ გამოიყენონ რეგულაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ შემდეგი სეზონიდან, ქალთა ლიგაში დაინერგა სავალდებულო ლიცენზირება. იცით, რომ გუშინ უეფას აღმასკომის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი", რომელიც ქალთა ეროვნული ლიგის 2019 წლის ჩემპიონია, 7-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით იასპარეზებს ქალთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე".

GFF.GE

r7
ლიგა2 არ გაინტერესებს?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება