ინტერვიუ ხორვატიის ახალგაზრდული გუნდის კარში გატანილი გოლის ავტორთან
დუგოპოლიეში "ჰრვატსკი ვიტეზოვის" სტადიონი მე-5 წუთზე დადუმდა, როდესაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ხორვატთა კარი დალაშქრა. მასპინძლები თავს იმშვიდებდნენ, ანგარიშის გათანაბრებისა და გამარჯვების ურყევი რწმენა ჰქონდათ, მაგრამ თორნიკე თარხნიშვილის გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა და ქართველმა ახალგაზრდებმა ბალკანეთი თავაწეულებმა დატოვეს.

ქუთაისის "ტორპედოს" 20 წლის ნახევარმცველს, რომელმაც თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ამ სენსაციურ შეხვედრაზე ველაპარაკეთ.

- მატჩი ვერ ვნახეთ და, ცხადია, ყველაფერი გვაინტერესებს. უპირველესად, გაიხსენე, როგორ გაიტანე.

- მარცხენა ფლანგზე ბურთი ნიკა ჯიშკარიანმა მიიღო და შეტევა ცენტრისკენ გააგრძელა, ვაკო ყაზაიშვილმა გაატარა და ლევან მჭედლიძეს უნდა დაერტყა, მაგრამ კარგ პოზიციაში ვიყავი და დავუძახე, დამითმე-მეთქი და რაც ძალა მქონდა, 25 მეტრიდან კარში დავარტყი. მეკარე კი გადახტა, მაგრამ მასპინძლებს ვერ უშველა. ტრაბახით არ ვამბობ, მართლა ლამაზი გოლი გამოვიდა.

სხვათა შორის, ხორვატიაში ბიჭებს ვეუბნებოდი, გული მიგრძნობს, გავიტან-მეთქი და ასეც მოხდა. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი.

- ისიც იცოდი, შენი გოლი გადამწყვეტი რომ იქნებოდა?

- ამდენი საიდან მეცოდინებოდა. სერიოზულად თუ ვიტყვით, მეხუთე წუთზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ჩემი გოლი გადამწყვეტი თუ იქნებოდა. 85 წუთი დიდი დროა, მაგრამ ხორვატებმა ვერაფერი მოგვიხერხეს.

ჩვენ კიდევ რამდენჯერმე შეგვეძლო გატანა. ორჯერ ახლოს იყო მიზანთან მჭედლიძე, მაგრამ ჯერ მცველები ჩაუწვნენ და დარტყმის საშუალება არ მისცეს, მერე კი მეკარემ აუღებელი აუღო. მომენტები სხვებსაც ჰქონდათ. ორჯერ მსაჯმა მასპინძლები დაინდო და პენალტი არ დაგვინიშნა. პირველად კუთხურიდან მოწოდებული ბურთს აფაქიძე კარში თავით აგზავნიდა, მაგრამ ხორვატმა მცველმა ხელით ითამაშა. მეორედაც დაახლოებით ასეთ ვითარებაში გადიოდა გოლი - მსაჯმა ამაზეც დახუჭა თვალები.

- ანუ ყრუ დაცვაში არ ჩამსხდარხართ.

- არა, რა დაცვაში, მოსაგებად ჩავედით და საკმაოდ მწვავედ ვუტევდით. გამარჯვება რეალური რომ იყო, ორთაბრძოლებში გამოჩნდა.

- რას გულისხმობთ?

- ხომ ამბობდნენ, რომ ხორვატები ძალიან ტექნიკურები და ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ ორთაბრძოლების უმრავლესობა მოვუგეთ. ეს პატარა ამბავი არ იყო, ამან გამარჯვების რწმენა შეგვმატა. ეტყობა, ჩვენ მეტი მონდომებითა და ჟინით ვითამაშეთ და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით დასრულდა.

- მატჩისას კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ეს კი უფრო შემტევს აზარალებს. ამჯერადაც ასე მოხდა?

- ვერ ვიტყვი, რადგან წვიმა სწრაფ კონტრშეტევებში ჩვენც არანაკლებ გვიშლიდა ხელს. უკვე ვთქვი, რომ დაცვაში არც ჩავმსხდარვართ, რადგან ასეთ შემთხვევაში ხორვატები მოგვაწვებოდნენ და შეტევებისთვის ვეღარ მოვიცლიდით.

საერთოდ, ჩვენი გუნდი შეკრული და ერთსულოვანია, მოტივაცია ყველას ეტყობა. რა თქმა უნდა, ყველას თავის წარმოჩენა და ჩვენი ხალხის გახარება გვსურდა. ასეთი სულისკვეთება რომ გვქონდა, მწვრთნელების დამსახურებაა, ფეხბურთელებთან ადამიანურად დალაპარაკება და ჩვენი მოტივირება მოახერხეს.

- შეუთამაშებელი ფეხბურთელებით სტუმრად, თანაც ხორვატებთან მოგება წარმოუდგენელი ჩანდა.

- მესმის, რომ ყველას ასე ეგონა.

- ალბათ, ფეხბურთელებსაც.

- ვერ დაგეთანხმებით, მოგება წარმოუდგენლად ნამდვილად არ გვეჩვენებოდა. სხვაგვარად რა აზრი ჰქონდა გამგზავრებას და ათდღიან შეკრებას? თუ არ იბრძოლე, ვერც მოიგებ.

- წარმატებული სტარტი სხვა მეტოქეებთან უფრო თამამად განგაწყობთ.

- რა თქმა უნდა, ძალიან კარგმა დასაწყისმა გაგვამხნევა. სექტემბერში ესპანეთი ჩამოდის და კარგად უნდა მოვემზადოთ. ასეთი მატჩების ღირსეულად ჩატარება ჩვენთვისაც ბევრს ნიშნავს და ქვეყნისთვისაც. ვიმეორებ, თუ ვიომებთ, შანსი ყველაზე ძლიერ მეტოქესთანაც გვექნება. წინასწარ ვიცით, რომ ესპანეთი მსოფლიო ფეხურთის გრანდია, მაგრამ არანაკლები წარმოდგენა გვქონდა ხორვატიაზეც. ასე რომ, წარმოდგენები არაფერს ნიშნავს, მთავარია, მოედანზე რა განწყობით და მომზადებით გადიხარ.

manchari
სწორი გათვლა იყო დაცვაში ჩაჯდომა დამღუპველი იყო. რაც ქეცბაიამ გააკეთა, და შედეგშიც აისახა
tolika
ასე რომ ეფიქრათ პირველი ნაკრების ფეხბურთელებს, ნამდვლად არ წავაგებდით.
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა