ლა ლიგის 31-ე ტურში "ბილბაოს" 1:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გააკეთა.

"ეს მოგება გვჭირდებოდა. ცხადია, ამ სიტუაციაში უკეთესია, რაც ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ. 3 ქულა მოვიპოვეთ და ჩვენი უშუალო კონკურენტის მატჩს უნდა დაველოდოთ.

პირველ ტაიმში ბურთით ცოტა არააკურატულად ვმოქმედებდით, ვკარგავდით და ეს ძვირად გვიჯდებოდა. ვერ ვნახულობდით იმ მოქნილობას, რომელსაც ვფლობთ. მეორე ტაიმი გუნდმა გაცილებით უკეთ ჩაატარა. ფატისა და პუჩის შეცვლაზე შესვლამ მოძრაობა შეგვძინა. ბურთს უფრო ხშირად ვფლობდით. მეორე ტაიმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მოსამატებელი გვაქვს.

გაგვიჭირდა. როდესაც მეტოქე ცოტა თავისუფალ სივრცეს გიტოვებს, მარჯვედ და ზუსტად მოქმედება გმართებს. შესვენებამდე ამას ვერ ვახერხებდით. ვფიქრობ, ამას თანდათან შევძლებთ.

საჭიროა ვაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, მეტოქე რას აკეთებს, არამედ ჩვენ რას ვაკეთებთ. ზედიზედ 5 მატჩში არ გაგვიშვია გოლი, ეს კარგია. ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა მოვიგეთ. რაღაცები გასაუმჯობესებელი გვაქვს, მაგრამ მოძრაობა კარგია", - ციტირებს სეტიენს "მარკა".

10
დღეს დიდებული ფეხბურთელის, ლეო მესის დაბადების დღეა! ვუსურვებთ ლეგენდას სიმხნევეს, ენერგიას, და გამძლეობას! ლეო ძალიან გვიყვარხარ შენს ფანებს, დიდი მადლობა, რომ ბევრჯერ გვაჩუქე ლამაზი სპექტაკლები. პირადად მე როგორც ბარსას ფანს, შენით მიყვარს ფეხბურთი. იმედია ბევრჯერ გაგვახარებ.
ზაზა.
ხოდა მაგ შემთხვევაში ბევრი გუნდი ჩაისვრიდა, მრავლად არის მაგის მაგალითები, ბარსა კი მაინც არ კარგავს დიდებას, არ ვარ ბარსას ფანი მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს, ზუსტად მესი რო მიათრევს ეგ არის სასწაული, მესისნაირებით და მასეთი ვარსკვლავებით არის საინტერესო ფეხბურთი, აბა აგერ არის სიმეონე და მისთანანი,ღირს ეგენი რამედ!? არა მგონია რაღაც,უბრალოდ კაი მწვრთნელი უნდათ ,ბარსას რო ჭირდება ისეთი და მაგათი მომგები არ მგონია გუნდი,
სოსო
ახლაღა მიხვდა,რომ თავის თამაშზე უნდა იფიქროს.კარგია.ახლა იმაზე იფიქრებს,როგორ უნდა იფიქროს.ამასობაში მორჩება ჩემპიონატიც და საფიქრალიც აღარაფერი ექნება. ვალვერდემ დაიწყო და ამან ბოლომდე მიიყვანა ბარსელონას დეგვარდიოლიზაციის პროცესი.სადღაა ის ფილიგრანული გუნდური მოძრაობა,ან პასის ტექნიკა.უკვე ლა ლიგის სხვა გუნდებისაგან აღარაფრით განსხვავდებიან,ერთადერთი მესია მათი განსხვავება და უპირატესობა,მაგრამ ისიც დაიღალა ამ ბარდაგით.უკვე მერამდენე წელია,თითქმის მარტო მიათრევს გუნდს,მწვრთნელები და გუნდის პრეზიდენტი კი,ყოველნაირად ხელს უშლიან.დღეს 33 წელი შეუსრულდა მესის და ვულოცავ,მაგრამ მეეჭვება თვითონ საზეიმო ხასიათზე იყოს, გუნდის თამაშის შემხედვარე.ბარსელონა ცხვრის ფარას დაემსგავსა,რომელსაც ყოჩი კი ჰყავს,მაგრამ მწყემსი და ძაღლები,სადღაც ჩრდილში არიან დაყრილები და ფარა არც ახსენდებათ,ან თუ ახსენდებათ,მხოლოდ ცხვრის დასაკლავად და საქეიფოდ.მესი თითქოს იბრძვის,მაგრამ ეს,გამარჯვებისათვის დამუხტული კაცის თამაში კი არა,უკვე ხელჩაქნეული კაცის თამაშია,რომელიც სიამოვნებას ვეღარ იღებს,დაიღალა და აღარც არაფრის იმედი აქვს.ის უბრალოდ თავის ვალს ისტუმრებს.რაღა მესი,მთელი გუნდიც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.თავგანებებული,უპატრონო გუნდის შთაბეჭდილებას,რომელსაც ერთი სული აქვს,ჩემპიონატი როგორმე ჩამთავრდეს და შემდეგ,იქნებ კლუბის პრეზიდენტს,როგორმე აიძულონ გადადგომა,ან რაიმე შეიცვალოს.
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ბარსელონას" არ უნდა სეტიენს კომპენსაცია გადაუხადოს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"კიკე, წადი!" - "ვილიარეალის" ფანები დანიშვნიდან 2 კვირაში სეტიენის გათავისუფლებას მოითხოვენ
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"ბარსელონა" კუმანსა და სეტიენს საკომპენსაციო თანხებს გაუსტუმრებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ვილიარეალმა" კიკე სეტიენი გადააყენა
სეტიენი: მესის მართვა ძალიან რთულია, ცოტას ამბობს, თუმცა...
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს