არსებობს ვარაუდი, რომ მექსიკელები და ურუგვაელები დღეს თავს არ შეიწუხებენ, მშვიდად გაიყოფენ ქულებს და წყვილად გავლენ ჯგუფიდან. თუმცა ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ, რადგან მნიშვნელოვანი მხოლოდ მერვედფინალში გასვლა არაა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ ვინ იქნება იქ შენი მეტოქე. ამ მხრივ კი არ გაუმართლებს A ჯგუფის მეორეადგილოსანს, რომელიც თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მერვედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება...

A ჯგუფი

22 ივნისი. რუსტენბურგი. როიალ ბაფოკენგი. 18:00

მექსიკა-ურუგვაი

სავარაუდო შემადგენლობები

მექსიკა: პერესი - ოსორიო, მორენო, როდრიგესი, სალსიდო - გვარდადო, მარკესი, ტორადო - ერნანდესი, დოს სანტოსი - ფრანკო

ურუგვაი: მუსლერა - მასიმილიანო პერეირა, ლუგანო, გოდინი, ფუსილე - პერესი, რიოსი, ალვარო პერეირა - ფორლანი, სუარესი, კავანი

არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

არსებობს ვარაუდი, რომ მექსიკელები და ურუგვაელები დღეს თავს არ შეიწუხებენ, მშვიდად გაიყოფენ ქულებს და წყვილად გავლენ ჯგუფიდან. თუმცა ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ, რადგან მნიშვნელოვანი მხოლოდ მერვედფინალში გასვლა არაა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ ვინ იქნება იქ შენი მეტოქე. ამ მხრივ კი არ გაუმართლებს A ჯგუფის მეორეადგილოსანს, რომელიც თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მერვედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება. მოკლედ, ჯგუფში პირველობას დიდი ფასი აქვს და სწორედ ამიტომ რუსტენბურგში მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

ურუგვაელებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ და ამიტომაც პირველობისთვის მათ ფრეც ჰყოფნით, მექსიკელებს კი გამარჯვება სჭირდებათ. ამ მატჩს ფავორიტი არ ჰყავს და აქედან გამომდინარე, არც ერთი შედეგი არ უნდა გაგვიკვირდეს. აღსანიშნავი ისაა, რომ ორივე გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას კარდინალურად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი, რაც მათ შედეგიანობაზეც დადებითად აისახა.

მექსიკელები დღევანდელ შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან. საფრანგეთთან მატჩისას მათ კარლოს ველა დაუშავდათ, რომელიც მოედანს საუკეთესო შემთხვევაში, ერთ კვირაში დაუბრუნდებათ. ასე რომ, ახალგაზრდა არსენალელი ხავიერ აგირეს გუნდს ვერც დღეს დაეხმარება და ვერც მერვედფინალში. მექსიკის ნაკრების კიდევ ერთი დანაკლისია ეფრაინ ხუარესი, რომელმაც ორივე განვლილ მატჩში გაფრთხილებები მიიღო და დისკვალიფიცირებულია. ველას ადგილს ხავიერ ფერნანდესი დაიკავებს, რომელიც საფრანგეთთან მოედანზე მეორე ტაიმში გავიდა და გოლი გაიტანა, კვატემოკ ბლანკო კი კვლავ შეცვლაზე შესული შეეცდება გაბრწყინებას. ზემოთ ნახსენებ ხუარესს სავარაუდოდ, ანდრეს გვარდადო შეცვლის.

სამი ფორვარდით ითამაშებს ურუგვაის ნაკრები. ამ თამამმა ტაქტიკამ სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრაში აბსოლუტურად გაამართლა და ვნახოთ, როგორ იმუშავებს ოსკარ ტაბარესის ტაქტიკა მექსიკასთან ჭიდილში. მეტოქისგან გასხვავებით, სამხრეთამერიკელებს არც ტრავმირებული ჰყავთ ვინმე და არც დისკვალიფიცირებული, აქედან გამომდინარე, მათ სასტარტო შემადგენლობაში სიახლეებს არ უნდა ველოდოთ. სასჯელი მოიხადა და დღეს სათადარიგოთა შორის იქნება ურუგვაელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი ნიკოლას ლოდეირო, რომელიც პირველ ტურში საფრანგეთთან შეცვლაზე შევიდა და რამდენიმე წუთში გააძევეს.

ისიც საინტერესოა, რომ ურთიერთშეხვედრებში მექსიკელები სოლიდურ უპირატესობას ფლობენ. შვიდი გამარჯვება, შვიდი ფრე და სამი მარცხი - ასეთია მათი მონაგარი ურუგვაელებთან დაპირისპირებების ისტორიაში.

ლევან ჯანეზაშვილი

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია