ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ორი ანა: ტატიშვილი VS ივანოვიჩი!

ორი ანა: ტატიშვილი VS ივანოვიჩი!

21 წლის ანა ტატიშვილი ძალიან ახლოს იყო ასეულთან, მაგრამ გუშინდელ რეიტინგში, როგორც მოველოდით, გვარიანად დაიხია უკან
21 წლის ანა ტატიშვილი ძალიან ახლოს იყო ასეულთან, 2 მაისს მსოფლიოს 105-ე ჩოგანი იყო, "დიდი სლემის" ძირითად ბადეშიც პირველად იასპარეზა, მაგრამ ასე ერთბაშად ელიტაში შესვლა არ გამოუვიდა და გუშინდელ რეიტინგში, როგორც მოველოდით, გვარიანად დაიხია უკან.

ჩვენს უძლიერეს ჩოგბურთელს 118-ე ადგილი უკავია, რაც 2 კვირის წინანდელ შედეგს 12 ადგილით ჩამორჩება. რაც ყველაზე ცუდია, მან ქულები საკმაოდ დაკარგა და ახლა მხოლოდ 579 ბალი აქვს. ასეულში ბოლოადგილოსან საბინ ლისიცკის კი 707 ქულა აქვს.

ანა წლის რბოლაში 92-ე პოზიციაზეა, ხოლო წყვილთა რეიტინგში - 136-ეზე. მისი კარიერის მონაგარი 272 ათას დოლარს შეადგენს, აქედან 62 ათასი ქართველმა წლეულს მოიხვეჭა. "როლან გაროსზე" პირველ წრეში მარცხისთვის ანამ 20,5 ათასი დოლარი მიიღო. ივნისში ანას სარეიტინგო ქულები დასაცავი არ აქვს. ასე რომ, თუკი რამეს მოიპოვებს, კიდევ ერთხელ შეუტევს მოწინავე ასეულს. ამის ბრწყინვალე შანსი მას ივნისის მეორე დეკადაში უიმბლდონის ტურნირზე ექნება, სადაც ძირითად ბადეში თამაში გარანტირებული აქვს.

11 საფეხურით დაიხია უკან ოქსანა კალაშნიკოვამ, 20 წლის ჩოგბურთელი 300 ქულით მსოფლიოს 192-ე ჩოგანია. სამაგიეროდ წინ წაიწია 28 წლის მაკა ჩახნაშვილმა, ვინც 249 ქულით მსოფლიოს 218-ე (+14) ჩოგანია. ორ კვირაში 22 წლის სოფიო შაფათავამ ლისტში 25-ადგილიანი ნახტომი გააკეთა და ახლა ის კლასიფიკაციაში 258-ე ჩოგანია. სხვები: 311 (-2) თათია მიქაძე - 161 ქულა; 367 (+3) სოფიო ქვაცაბაია - 111; 494 (+1) ეკა გორგოძე - 71; 939 (-20) მანანა შაფაქიძე - 13. ქვაცაბაიამ კარიერის მაჩვენებელი კვლავ გააუმჯობესა, შაფათავა კი ფორმის 2 წლისწინანდელ პიკს (243-ე ჩოგანი) მიუახლოვდა.

ვაჟები: 660 (-9) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 28 ქულა; 836 (-7) ლადო ჩიხლაძე - 13.

ანა ბირმინგემშია, სადაც წარმატებით ჩაება WTA-ს ტურნირ "აეგონ კლასიკში", რომლის საპრიზო ფონდი 200 ათასი გოლარია. პირველ წრეში ჩვენმა თანამემამულემ ორ სეტში აჯობა მასპინძელ სამანტა მიურეის - 7:5, 6:1. ჩვენებურმა 30 ქულა და მეორე წრეში სახელოვანი მეტოქე დაიბევა - მე-2 ნომრად განთესილი სერბი ანა ივანოვიჩი, ვინც პირველ წრეში ისვენებდა. 23 წლის ივანოვიჩი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანია, ახლა კი ის 21-ეა რეიტინგ-ლისტში. ორი ანა ერთმანეთს არასოდეს შეხვედრია. ისე, მსოფლიო ჩოგბურთის კაშკაშა ვარსკვლავი ვერ არის სათანადო ფორმაში - ერთი თვეა მატჩი არ მოუგია.

მაკა ჩახნაშვილი ჩეხეთის ქალაქ ზლინში, 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. სოფიო შაფათავა კი იტალიურ კამპობასოში (25 ათასი დოლარი) განთესილთა შორის იქნება. ნიკოლოზ ბასილაშვილი საკრამენტოში 15-ათასიან ტურნირში ცდის ძალებს.

• ნუკრი

პატივცემულო Gio ჩაგეძიებით და გეტყვით, რომ ცრუობთ - ერთი წელიწადი ამას არ ვიმეორებ, ზუსტად იმდენი ხანი ვწერთ, რამდენიც ანა 100-ეულის სიახლოვეს ტრიალებს. შემიძლია, ზუსტად გითხრა, რომ მარტიდან მოყოლებული ასეა. მეორე საკითხი ისაა, რომ ქართულ ჩოგბურთში ახლა ანას წარმატებაზე აქტუალური თემა არა გვაქვს. თქვენ მოგბეზრდათ? გეტყვით მარტივ გამოსავალს - ნუ წაიკითხავთ ამიერიდან, რადგან მე ნამდვილად ვერ გავითვალისწინებს თქვენს შენიშვნას. სტატიის ავტორი

• Gio

1. გია არ მქვია (მითუმეტეს არც შენი ვარ). 2. ტატიშვილის წარმატება/წარუმატებლობა არაფერ შუაშია - ერთი წელია კაცი იმეორებს აი ასეულთან ვართო, აი ახლა შევალთ ახლა... ძალიან ერთფეროვანი და მომაბეზრებელია ეს ყოველივე.

• x

გასაოცარია პირდაპირ, როგორ უნდა დაეწყო ავტორს ეს სტატია იქნებ გეთქვა ა, ჩემო გია?? რა უფრო გაღიზიანებს? ტატიშვილის წარმატება თუ წარუმატებლობა? ა?

• Gio

ავტორს ვთხოვ, ერთხელ განსხვავებულად მაინც დაიწყოს სტატია. ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველა მისი სტატია ტატიშვილზე იწყება სათაურით, რომ ტატიშვილი ან ახლოსაა ასეულთან, ან ახლოს იყო და ეს ყოველივე ძალიან მომაბეზრებელი და ფანტაზიას მოკლებულია.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა