ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ისტორიული გამარჯვება

ისტორიული გამარჯვება

"კანტუმ" ბოლო 30 წელიწადში საუკეთესო შედეგი უჩვენა - იტალიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და იქ "მონტეპასკის" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს
"კანტუმ" ბოლო 30 წელიწადში საუკეთესო შედეგი უჩვენა - იტალიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. იქ მანუჩარ მარკოიშვილის თანაგუნდელებს სიენას "მონტეპასკის" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.

მართალია, სიენაში მსოფლიო დონის ვარსკვლავთა კრებულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნახევარფინალში კანტუელებმა არანაკლები ვარსკვლავებით დახუნძლული "არმანი" დაამარცხეს. თანაც სერიაში 3:1 მოუგეს, რაც "კანტუმ" ძლიერი მწვრთნელის (ანდრეა ტრინჩიერი რეგულარული ეტაპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა) და გუნდური თამაშის წყალობით მოახერხა. ეს პლუსები "კანტუს" "მონტეპასკის" ძლევისთვის ეყოფა თუ არა, მალე ვნახავთ - ფინალური სერია 11 ივნისს სიენაში გასამართი მატჩით დაიწყება. ეს გუნდები 13 ივნისსაც "მონტეპასკის" მოედანზე ითამაშებენ, ხოლო მომდევნო ორი მატჩი 15 და 17 ივნისს "კანტუს" არენაზე შედგება. სერია სამ მოგებამდეა და თუ გადამწყვეტი მატჩის ჩატარება გახდა საჭირო, მასპინძლის რანგში სიენელები ითამაშებენ.

ფინალში გასვლა ევროლიგის საგზურის მოპოვებას ნიშნავს. ასე რომ, მანუჩარ მარკოიშვილი ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ევროლიგას დაუბრუნდება. მან ამ შეჯიბრებაში ბოლოს 2006 წელს სლოვენიის "ოლიმპიას" მაისურით იასპარეზა. შეგახსენებთ, რომ მანუმ მაისში "კანტუსთან" კიდევ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასე რომ, გაისადაც ტრინჩიერის გუნდში ითამაშებს.

ფინალში მოხვედრამ ძალიან გაახარა "კანტუს" პუბლიკა, ხოლო მწვრთნელი, ანდრეა ტრინჩიერი, როგორც ყოველთვის მშვიდი და ენაწყლიანი იყო:

- ორი წელია გუნდის მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ. ამ დროში დიდი მოცულობის სამუშაო შევასრულეთ, რაც შედეგზე აისახა. ყოველწლიურად ვაუმჯობესებდით თამაშის სხვადასხვა კომპონენტებს, ვაშენებდით პირამიდას, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ორი რამ მაქვს საამაყო: ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგის მიღწევა და მეორე - იმ კალათბურთელებთან მუშაობა, რომლებიც დღეს "კანტუში" არიან შეკრებილნი.

სხვათა შორის, შემადგენლობა თავად ტრინჩიერიმ დიდი დაკვირვების შედეგად შეარჩია. მანუჩარს ჯერ კიდევ 2009 წლის გაზაფხულზე ურეკავდა (მაშინ მანუ "კიევის" ღირსებას იცავდა), გაისად "კანტუში" გელიო...

მწვრთნელმა ისიც თქვა, "არმანისთან" მეოთხე მატჩისას 40 წუთის განმავლობაში ინიციატივა ხელიდან არ გაგვიშვია, კალათბურთელებს სჯეროდათ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა და ამიტომაც მოვიგეთო.

რომ არა თავდაჯერება, მეოთხე პერიოდის დასაწყისში სამი სამქულიანის ჩაგდებას ვერავინ მოახერხებდა... 28-ე წუთამდე მილანელები სტუმრებს "კვალში ედგნენ", თუმცა მარკოიშვილის ორქულიანს მაიკ გრინმა სამიანი მიაყოლა და "კანტუს" სამქულიანი უპირატესობა ერთბაშად 8-ქულიან ჰანდიკაპად იქცა (53:45).

სტუმრები ამაზე არ შეჩერდნენ: მეოთხე რაუნდის დასაწყისში მილანელთა ფარქვეშიდან ტყორცნებს სამქულიანებით პასუხობდნენ: ჯერ მაარტენ ლეუნენმა გამოიყენა შორეული ტყორცნა, შემდეგ მაიკ გრინმა და მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანის შემდეგ "კანტუს" უპირატესობამ 9 ქულას მიაღწია (64:55). მატჩის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა. ამ დროში 9-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა შესაძლებელია, მაგრამ არა "კანტუსთან" - სირენამდე 2 წუთით ადრე ვლადიმირ მიკოვმა სამქულიანით კვლავ 9-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა (71:62) და ცხადი გახდა, "არმანის" კალათბურთელები მოკლე დროში თამაშის შემოტრიალებას ვეღარ შეძლებდნენ.

სხვათა შორის, მანუჩარმა იტალიის ჩემპიონატში ამ სეზონში 29 მატჩი ითამაშა და მწვრთნელმა მხოლოდ ორჯერ დააყენა სასტარტო ხუთეულში. მეორედ ეს მილანელებთან მეოთხე მატჩში გააკეთა. მარკოიშვილმა 20 წუთში 10 ქულა (5-5 ორქულიანი და სამიანი ისროლა და 2-2 ჩააგდო) და 4 მოხსნა მოაგროვა. "კანტუს" ბომბარდირი 17 ქულით მაიკ გრინი გახდა.

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა