ახლახან დანიშნული მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია დღეს, 7 ივნისს "დინამოს" ფეხბურთელებთან პირველ ვარჯიშს ჩაატარებს
ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი დიდ მზადებაშია - ახლახან დანიშნული მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია დღეს, 7 ივნისს "დინამოს" ფეხბურთელებთან პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

ალექს გარსიასთან ერთად "დინამოს" ფეხბურთელებს სხვა ორი ახალი მწვრთნელიც დამოძღვრავს: ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელი მარკ უგეტი და... რამაზ მუმლაძე! შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ბოლო დროის "დინამოს" დუბლშემადგელობას თავკაცობდა და გუნდს ამ ტურნირში ჩემპიონობაც მოაპოვებინა.

საერთოდაც, მუმლაძესთვის "დინამო" უცხო გუნდი ნამდვილად არ არის - წლების განმავლობაში ეს სპეციალისტი "დინამოს" მეორე გუნდსაც თავკაცობდა და სხვადასხვა დროს მეორე მწვრთნელიც გახლდათ. აღარაფერს ვამბობთ "ვიტ ჯორჯიაში" გატარებულ ოთხ სეზონზე - ერთხელ ჩემპიონი რომ გახადა, ორჯერ კი მეორე ადგილზე რომ გაიყვანა. ამიერიდან მუმლაძე ძირითად გუნდში იქნება და მეორე მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს.

"დინამოში" სხვა სიახლეებიც არის: სანდრო იაშვილის გარდა, გუნდში დავით ოდიკაძისა და გიორგი რეხვიაშვილის ჩარიცხვაც, ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ოდიკაძე "დინამოს" გარკვეული პაუზის მერე უბრუნდება, რეხვიაშვილი კი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში "ოლიმპის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. რაც შეეხება დანაკლისს, გუნდი დატოვეს: მარკო მაროვიჩმა, პეტარ ელიჩმა, ედნილსონმა, ზურაბ არზიანმა, გივი კვარაცხელიამ და თეიმურაზ ღონღაძემ. თუმცა, "დინამოს" საკადრო ცვლილებები ამით არ ამოიწურება: დიდია იმის ალბათობა, რომ უახლოეს დღეებში გუნდში რამდენიმე ცნობადი სახე გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, კულუარებში უკვე საუბრობენ გიორგი მერებაშვილის, ალექსანდრე კობახიძისა და ბექა გოცირიძის ტრანსფერებზე...

"დინამო" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე 12 ივნისამდე მოემზადება, შემდეგ კი გუნდი სლოვენიაში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. შეკრების ბოლო ორ დღეს (22-23 ივნისი) "დინამო" ავსტრიაში გაატარებს, სადაც იმ ქვეყნის ჩემპიონს, "შტურმს" გაეჯიბრება სპარინგ-შეხვედრაში.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"