ამ სტატიაში მოკლედ მოგითხრობთ, თუ რომელი საფეხბურთო კლუბები არიან უძველესი მსოფლიოში და ასევე, რამდენიმე საფეხბურთო ქვეყნის ყველაზე მხცოვან გუნდებსაც გაგაცნობთ.

17. აღნიშნულ სიას ბირმინგემის "ასტონ ვილა" ხსნის ინგლისიდან. კლუბი 1874 წელს ჩამოყალიბდა და მალე 150 წლის იუბილეს აღნიშნავს.

16. "ლე ავრი" საფრანგეთის უძველეს კლუბად ითვლება. გუნდი 1872 წელს ჩამოყალიბდა.

15. შემდეგ კი ჩამონათვალში უძველესი შოტლანდიური კლუბი, გლაზგოს "რეინჯერსი" გახლავთ, რომელიც "ლე ავრის" თანატოლია.

14. პოზიციებს ისევ ინგლისური კლუბი ამაგრებს და მომდევნო ადგილს 1871 წელს დაბადებული "რედინგი" იკავებს.

13. არც შოტლანდიელები თმობენ არაფერს და "რეინჯერსს" 3 წლით უფროსი ძმა "კილიმარნოკი" უსწრებს - ქვეყნად 1869 წელს მოვლენილი კლუბი.

12. "ქუინს პარკი" კი 1867 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა ის "ქუინს პარკ რეინჯერსში" არ აგერიოთ, რომელიც 15 წლის შემდეგ გაჩნდა.

11. აქ კი უკვე უძველესი სამხრეთამერიკული კლუბი - "ბუენოს აირესი" გვყავს, რომელმაც არსებობა შექმნიდან 14 წლის შემდეგ, 1881 წელს შეწყვიტა.

10. დიდებული საფეხბურთო ქალაქი შეფილდი - ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი სამშობლო, სადაც მსოფლიოს უძველესი კლუბები თამაშობენ. მათ შორისაა 1867 წელს დაბადებული "შეფილდ უენსდი".

9. იმავე წელს გადაწყვიტეს "ჩესტერფილდის" ჩამოყალიბება, თუმცა ამდენხნიანი ისტორიის მანძილზე კლუბს ინგლისის უმაღლეს ლიგაში არასდროს უთამაშია.

8. კოლეგებზე 1 წლით უფროსია "ნოტინგემ ფორესტი" (1865), თუმცა მათ ინგლისის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხეს და ჩემპიონთა თასიც ორჯერ აღმართეს.

7. თუ "რექსემის" (1864) მიხედვით ვიმსჯელებთ, ფეხბურთი უელსში შოტლანდიაზე ადრე დაიბადა.

6. გულწრფელად თქვით ან გაიფიქრეთ, რომ არცერთი თქვენგანი აქ "გენტის" ყოფნას არ ელოდა. გიორგი ქვილითაიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ბერიძის გუნდი 1864 წელს ჩამოყალიბდა.

5. პრემიერშიფში დაქვეითებული "სტოკ სიტი" 1863 წელს შეიქმნა.

4. "ნოთს ქაუნთის" შემქმნელებმა კი "სტოკს" 1 წლით დაასწრეს, "ასტონ ვილას" - 12-ით.

3. "ჰალამის" შესახებ, ალბათ, არცერთმა თქვენგანმა არ იცოდა, თუმცა შეფილდში ჩამოყალიბებულ ამ კლუბს 160-წლიანი ისტორია აქვს (1860).

2. "მიუნხენ 1860" გერმანიის უძველესი კლუბია. თუმცა, თუ ვინმე ამ სიაში მის ყოფნას არ ეთანხმება, ქვევით მოვახსენებ, რატომ მოხვდა ჩვენს უძველეს 17-ეულში.

1. და ისიც, ჩვენი უხუცესი, 1857 წელს დაბადებული, ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ადგილოსანი "შეფილდ იუნაიტედი".

აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ ადგილზე პრეტენზია ქემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდს აქვს. სწავლულები ამტკიცებენ, რომ კლუბი 1856 წელს შეიქმნა.

უფრო მეტიც, არსებობს გარკვეული სახის მტკიცებულება იმისა, რომ ჯერ კიდევ 1792 წელს ინდოეთში არსებობდა საფეხბურთო კლუბი, თუმცა საზოგადოდ მაინც "შეფილდ იუნაიტედი" ითვლება ფეხბურთის მეთუზალად.

რაც შეეხებათ გერმანელებს, "მიუნხენ 1860"-ის სტრუქტურაში საფეხბურთო გუნდი კლუბის დაარსებიდან 39 წლის შემდეგ შეიქმნა. ამიტომ, პირველ ადგილზე პრეტენზია უკვე გაუქმებულ "დრეზდენსა" და "ჰამბურგს" (1887) შეიძლება ჰქონდეთ.

რაც შეგვეხება ჩვენ, უძველესი ქართული საფეხბურთო კლუბი "შევარდენი" გახლავთ, რომელიც 1906 წელს ჩამოყალიბდა. აი, უძველესი ბრაზილიური გუნდი კი 1910 წელს დაბადებული "კორინთიანსია".

ესპანეთში პირველი საფეხბურთო კლუბი 1889 წელს შეიქმნა და ის "რეკრეატივო" გახლავთ. იტალიაში კი პირველი გუნდი გენუელებმაც ჩამოაყალიბეს 1893 წელს - "ჯენოა". უფრო ადრე კი ნიდერლანდებში - 1879 წელს დაიბადა გუნდი, სახელად "კონინკლეიკე".

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით

უშანგი
მსოფლიოს უძველესი კლუბი ნამდვილად არაა „შეფილდ იუნაიტედი“ - ის 1889 წელს დაარსდა; https://en.wikipedia.org/wiki/Sheffield_United_F.C. ეს კლუბი ხშირად ერევათ Sheffield Football Club-ში, რომელიც გახლავთ კიდეც უძველესი კლუბი - 1857 წელსაა დაარსებული და დღეს ინგლისის რანგით მე-8 დივიზიონში თამაშობს. https://en.wikipedia.org/wiki/Sheffield_F.C.
გიორგი
მიუნხენ 1860 არაა უძველესი საფეხბურთო კლუბი გერმანიაში. ამ წელს ზოგადად სპორტული საზოგადოება დაარსდა, ფეხბურთი კი მხოლოდ 1899 წელს მიემატა. უძველესი მოქმედი გერმანული კლუბია ბერლინის “გერმანია 1888“. ბუნდესლიგის გუნდებიდან კი ბერლინის ჰერტა. ანუ 90-იან წლებამდე გერმანიაში საფეხბურთო კლუბები არ არსებობდა მე19 საუკუნეში.
Esteban Granero
რა სისულელეებს წერთ როგორ არი შევარდენი უძველესი ქართული კლუბი როცა ფეხბურთი ფოთიდან შემოვიდა და პირველი კლუბი კოლხეთი იყო? თერჯოლა სიტი 1672 რო დავაარწო მსოფლიოს უძველესი კლუბი იქნება?
zura
შეფილდ იუნაიტედი როგორაა მე-8-ე დივიზიონში, პრემიერლიგაშია
გრიშა
ფოთის კოლხეთი ქრისტეს შობამდე ანუ ძველი წელთაღრიცხვით 1913 წელს შეიქმნა კაროჩე
გიო სვანი
მე ვთამაშობდი შევარდენის 1987 წლიანებში და სანამ სტადიონს რაგბს გადასცემდნენ სტადიონის ცენტრში დიდ ლითონის ბანერზე 1906 ეწერა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი გადმონაშთი სტადიონი იყო ასე რო ნამდვილად უძველესი გუნდია შევარდენი და ჯერ კიდევ იმპერიის დროინდელ არმიასა და სხვა გუნდებთან ერთად მონაწილეობდა ტურნიირებში.
გულშემატკივარი
აქამდე ყოველთვის ასე ვიცოდი, რომ ყველაზე უხუცესი გუნდი საქართველოში იყო ფოთის კოლხეთი 1913 და მას მოსდევდა ბათუმის დინამო რომელიც 1923 წელს შეიქმნა და შევარდენი როდის მერე გახდა ყველაზე ასაკოვანი კლუბი არ ვიცი....
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა