"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" განახლების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 13 ივლისიდან "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის 2020 წლის სეზონი გაგრძელდება. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგა მესამე ტურის მატჩებით განახლდება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი, ქობულეთის "შუქურა" და ზუგდიდის "დინამო" დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი 18:00 საათიდან Silk Universal-ის ეთერში იხილავს.

"კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2"-თან ერთად ასევე იგეგმება ლიგა 3-ის განახლება. ტურნირი მეორე ტურის მატჩებით 27 ივლისიდან გაგრძელდება. ლიგა 4, რეგიონული ლიგა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება კი აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.

აღნიშნული თემების შესახებ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"კლუბებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2" 13 ივლისიდან განახლდება. "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მსგავსად, აღნიშნული ტურნირიც მესამე ტურიდან გაგრძელდება.

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის დანარჩენ ლიგებს, ლიგა 3 27 ივლისიდან განახლდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების დაწყება იგეგმება. ფუტსალის ლიგისა და ქალთა ლიგის შესახებ კი ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ფუტსალის ასოციაციასთან და ქალთა ფეხბურთის ფედერაციასთან.

ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი განვაახლოთ როგორც პროფესიული, ასევე მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ყველა ლიგაში მოხდება ფორმატის ცვლილება. "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2" და ლიგა 3 ოთხი წრის მაგივრად ორ წრედ გაიმართება, ლიგა 4-ში კი განახლებული ფორმატი გვექნება. ამ ყველაფრის შესახებ, რა თქმა უნდა, კლუბები ინფორმირებულნი იქნებიან. ასევე, რეგიონულ ფედერაციებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფორმატით დაიწყება რეგიონული ლიგა."

GFF.GE

Federacias
გუნდებს დავალიანება რომ აქვთ უკვე თვეობით ფეხბურთელების რატომ არ რეაგირებს ფედერაცია? დასაჯონ ესეთი გუნდები ან მოხსნან ჩემპიონატიდან თუ არადა ფედერაციაც გარიგებულია გუნდებთან
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
სერიები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"არაგვმა" ახალწვეულები წარადგინა და ახალი სეზონის წინ მიზნები დასახა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...