ბოლნისურ გუნდს მომავალი სეზონისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია და არც ის არის ცნობილი, როდის და სად დაიწყებს გუნდი შეკრებას
ბოლნისის "სიონს" მომავალი სეზონისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია. არც ის არის ცნობილი, როდის და სად დაიწყებს გუნდი შეკრებას. მეტიც, ისიც კი გაურკვეველია, რა კონტინგენტით განაგრძობს "სიონი" არსებობას. 30 მაისს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა ყველა მწვრთნელსა და ფეხბურთელს და მოთამაშეთა ნაწილმა უკვე მოძებნა ახალი კლუბი, ნაწილიც ძიებაშია. ბოლნისელთა ახალწვეულების შესახებ კი არაფერია ცნობილი.

როგორც იცით, რუსთავის "ოლიმპს" მიაშურეს სერგი ორბელაძემ და დავით ლომაიამ, კობა შალამბერიძე და რევაზ ჯიქია კი, ჩვენი ინფორმაციით, ცხინვალის "სპარტაკთან" აწარმოებენ მოლაპარაკებას. გაურკვეველია დუბლშემადგენლობის ბედიც, სადაც, სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი დაინიშნება და კადრებიც გვარიანად შეიცვლება.

"ჯერჯერობით გუნდის მომავლის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ. არც ის ვიცი, დავრჩები თუ არა "სიონში" და არც იმის შესახებ ვარ ინფორმირებული, დარჩენის შემთხვევაში რა მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. მე მზად ვარ "სიონში" მუშაობის გასაგრძელებლად და ვნახოთ, რა იქნება", - გვითხრა "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქასრაშვილმა.

ამაზე ბევრად მეტი ვერც კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი არევაძისგან შევიტყვეთ: "როგორც იცით, ჩვენი სპონსორის, "მადნეულის" ხელმძღვანელი კობა ნაყოფია ბოლო პერიოდში ფილმ "აგვისტოს 5 დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიებებითაა დაკავებული. მალე დროს "სიონისთვისაც" გამონახავს და კვირის ბოლოსთვის დეტალურად გვეცოდინება კლუბის ბიუჯეტიც, საზაფხულო გეგმებიცა და სამომავლო მიზნებიც. საგანგაშო არაფერია, "სიონი" უმაღლეს ლიგაში ღირსეულად იასპარეზებს."

არევაძემ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ "სიონს" მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და პერსონალის მიმართ რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება აქვს და თქვა, რომ გასასტუმრებელი მხოლოდ მაისის ხელფასებია და ეს საკითხი რამდენიმე დღეში მოგვარდება.

ასე რომ, დაველოდოთ კვირის ბოლოს და იმედი დავიტოვოთ, რომ "სიონში" ყველაფერს სულ მალე მოეფინება ნათელი და უმაღლესი ლიგის ამბიციური კლუბების რაოდენობა არ შემცირდება.

gigi
midi shalamber...carmatebebi...
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს