Eurohoops-ის ჟურნალისტი ვარლას ნიკოსიც ადასტურებს, რომ "ბასკონიას" კაპიტნის, თორნიკე შენგელიას კონტრაქტს მოსკოვის ცსკა 1.5 მილიონ ევროდ გამოისყიდის და სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს. მისი მტკიცებით, მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს.

Piratas Del Basket-ი კი ირწმუნება, რომ შეიძლება თორნიკესთან ერთად "არმიულ" გუნდში "ბასკონიას" 24 წლის არგენტინელი გამთამაშებელი ლუკა ვილდოსა (სიმაღლე 194 სმ) გადავიდეს, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ვილდოსა ბასკური გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ევროლიგის ვადამდე შეწყვეტილ გათამაშებაზე კი საშუალოდ მატჩში 7.1 ქულასა და 3.2 გადაცემას აგროვებდა. ამჟამად კლუბები ვილდოსას ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.

რაც შეეხება "ბასკონიას", უკვე გაცნობეთ, რომ "პანათინაიკოსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული მძიმე ფორვარდის, დეშონ ტომასის გადაბირებას ცდილობს, თუმცა მან შეიძლება კარიერა "ტოკიოში" გააგრძელოს.

ვიტორიული კლუბი აგრეთვე მოლაპარაკებას აწარმოებს "ანადოლუ ეფესის" 25 წლის ამერიკელ ლეგიონერ ალეკ პიტერსთან (სიმაღლე 206 სმ).

ლაშა
რატო ვერ ხვდებით იმდენს რო იქ შენგელიამ რო დაგლიჯოს ყველაფერი და გამოაჩენს ქართველები რა ძლიერები ვართ , საქართველოს დროშას რო ააფრიალებს ამხელა ქვეყანაში რავი მე მაგალითად მაგრად გამისწორდება . ყველა რუსზე მაღლა რო დადგება მათივე ქვეყანაში რავიი ჩემი აზრით სასიხარულოა და უფრო პატრიოტობა იქნება ვიდრე თქვენი პატრიოტობა კომენტარების წერით .
გაიტანეთ გრენლანდია
ეგ რასაც შეჭამს მანდ გადასვლით, ჩემმა მტერმა აკონტროლოს ....)))
Smouk
სამარცხვინოა ეს გადაწ ყვეტილება შენგელია რა გვარს არცხვენ....რისი დაწერაც მინდა აქ დაბლოკავენ და ამით შემოვიფარგლები
თომა
ვისაც ძმა ომში დაეღუპა, იმან თავის თავზე აგოს პასუხი. თორნიკეს ეგეთი ტრაგედია არ ქონია და ნუ ცდილობთ თავს მოახვიოთ ეგ უსაგნო აზრები! თქვენ თუ რაიმე შეგიძლიათ, გააკეთეთ. თუ იმ დონის წარმატებას მიაღწევთ თქვენ საქმეში, რასაც თორნიკემ მიაღწია, შეგიძლიათ რეალურ სიტუაციაში შეაფასოთ მისი ქმედება. ისე კი, ეგეთი კომენტარები სრულიად უსაფუძვლოა!
მალაქია
თოკოს აქვს უფლება აირჩიოს გუნდი, ისევე როგორც მის გულშემატკივარს აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი. არასდროს არ გამოვა სპორტის, ხელოვნების და სხვა სფეროს პოლიტიკისგან გამიჯვნა. თოკოს წარმატებებს ვუსურვებ რა თქმა უნდა, მაგრამ ცსკ-ას და საერთოდ რუსეთის ვერც ერთ კლუბს, იქნება ეს კალათბურთი თუ ფეხბურთი ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ. პირიქით.....
ლუიჯი
მეორე მსოფლიო ომში გერმანელების ხელით მოიკლა 300 000 ქართული. ამიტომ არცერთმა ქართველმა არ უნდა ითამაშოს გერმანიაში. უფრო მეტიც მე გერმანულ მანქანაშიც არ ვჯდები.ასევეა თურქეთიც იქაც არ უნდა იმუშაოს არცერთმა ქართველმა. არც თურქული პროდუქტი არ უნდა იყიდოს.
Batumi90
დავითი. არ ვიცი სპორტში რამდენად ხარ ჩახედული თუმცა გეტყვი რომ ყოფილა ისეთი შემთხვევბი სადაც ქართველ სპორცმენებს ზუსტად იმ რუსეთში რომელსაც შენ გულისხმობ ქართული დროშა უფრიალიათ.. ჯანომ როდესაც როსტოვის შემადგენლობაში თასი მოიგო, აგრეთვე სილომონ კვერკველიამ ლოკომოტივი როდესაც ჩემპიონი გახდა, ეხლა რათქმაუნდა საზოგადოებაში რომ აზრი გაყოფილია ამ საკითხთან დაკავშირებით ფაქტია, სუხიშვილების კონცერტის ჩატარების არ იყოს... თუმცა ადამიანები რომლებიც უარყოფუთად არ არიან განწყობილნი შენგელიას ტრანსფერზე არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან.
Soso
Shevicherit ras nishnavs? Shen teritoriaze wesrigis damtareba an samamyulo omi shechras nishnavs?
Batumi90
დავითი. არ ვიცი სპორტში რამდენად ხარ ჩახედული თუმცა გეტყვი რომ ყოფილა ისეთი შემთხვევბი სადაც ქართველ სპორცმენებს ზუსტად იმ რუსეთში რომელსაც შენ გულისხმობ ქართული დროშა უფრიალიათ.. ჯანომ როდესაც როსტოვის შემადგენლობაში თასი მოიგო, აგრეთვე სილომონ კვერკველიამ ლოკომოტივი როდესაც ჩემპიონი გახდა, ეხლა რათქმაუნდა საზოგადოებაში რომ აზრი გაყოფილია ამ საკითხთან დაკავშირებით ფაქტია, სუხიშვილების კონცერტის ჩატარების არ იყოს... თუმცა ადამიანები რომლებიც უარყოფუთად არ არიან განწყობილნი შენგელიას ტრანსფერზე არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან.
dzialoga
გასაგებია რომ იმდენი შეგნება არ გაქვთ ქვეყნის პრესტიჟზე რომ იფიქროთ მაგრამ შენი ძმა რომ რუსეთ საქართველოს ომს შეწიროდა შენ წახვიდოდი იმ ქვეყანაში სათამაშოდ???????????????????????????? (აღარაფერს ვაბობ იმაზე რომ ცსკ პირდაპირ არმიის კლუბია)
გარინჩა
კი ბატონო რუსეთი ოკუპანტია,მაგრამ აფხაზეთში და სამაჩაბლოში ვინ შევიჭერით ტანკებით 90-იანებში?ჩვენ ხომ,რუსეთის გინებამ რაც მოგვიტანა ვხედავთ სუყველა,გამათხოვრებული ქვეყანა,სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიები და ა.შ.,უნდა გადავიდეს თოკო აბა რა,იმ ფულით რასაც იქ იშოვის ისევ აქ დაეხმარება ბევრ გაჭირვებულს დარწმუნებული ვარ
90
რუსეთში არ წახვიდეო რომ მოუწოდებთ ბასკონიაში თავი უკვე ამოწურა იქ მეტი წინ ვეღარ წავა რეალი ან ბარსელონა რომ იწვევდეს და მაინც რუსეთში მიდიოდეს მაშინ არის საკრიტიკო კალათბურთელის კარიერა არც ისე ხანგრძლივია.
დავითი
Batumi90-ს ! რეებს წერ? ქართულ დროშას ვინ ააღმართინებს მოსკოვში სულაც 100 ქულა რომ ჩააგდოს ცსკა-ს სახელით. შენ რუსეთი ევროპა ხომ არ გგონია ?
ვეტერანი ფეხბურთელი
არავისი საქმე არაა ვინ სად ითამაშებს და ვისთან გააფორმებს კონტრაქტს. ბარემ ისიც აკონტროლეთ ვინ რა ჭამოს და დალიოს.
Batumi90
ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თორნიკეს ტრანსფერს, სპორტის და პოლიტიკის გაიგივება რამდენად სწორია მართლა არ ვიცი, უბრალოდ ფეხბურთის მაგალითი რო ავიღოთ უფრო რბილადაა საქმე არავინ არ საუბრობს ჩვენ ფეხბურთელებზე რომლებიც რუსეთის კლუბებში გამოდიან. ჩემი აზრით უფრო საამაყო იქნება როცა თოკო ტიტულს მოიგებს და რუსუთის ეგრედწოდებულ არმიის გუნდის მიწაზე ქართულ დროშას აღმართავს
ILIA
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!!!!!!!!!
თემური
რა უნდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანს რუსული არმიის გუნდში. არა მგონია ეს ხდებოდეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. მე თორნიკეს ეს გადაწყვეტილება ძალიან მიკვირს. თოკო კაცობას გაფიცებ არ გადადგე ეს ნაბიჯი.
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
ვილდოსა შენგელიათი გაოცებულია და ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს