მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ნაკრები გუნდი, რომელთა ქვეყანაც ერთ კონტინენტზე მდებარეობს, თუმცა მეორე კონტინენტის საფეხბურთო გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. ჩვენ კი ამ სტატიაში სწორედ ასეთ 6 ნაკრებს წარმოგიდგენთ, რომელთაგანაც 3-ს ძალიან კარგად იცნობთ, დანარჩენი სამის შესახებ კი ნაკლები ინფორმაცია გაქვთ.

ყველაზე რთული სიტუაცია ისრაელს აქვს. ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებმა კონტინენტი რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან 20 წლის განმავლობაში აზიაში თამაშობდა.

ამ კონტინენტზე ებრაელებმა აზიის თასი მოიგეს, თავიანთ პირველ და ერთადერთ მსოფლიო თასზე იასპარეზეს, კლუბებმა კი აზიის ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგეს. შემდეგ კი, არაბული ქვეყნების ბოიკოტის გამო, 17 ქვეყნის გადაწყვეტილებით (13 წინააღმდეგი იყო, 6-მა თავი შეიკავა), ისრაელის ნაკრებს კონტინენტის დატოვება მოუწია. გასული საუკუნის 80-ანი წლების დასაწყისში ისრაელი ევროპულ ქვეყნებთან ერთად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა შესარჩევ ეტაპში, 1968 და 1990 წლებში კი ოკეანეთში სცადა ბედი. 1994 წელს კი საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ და ქვეყანაც უეფას წევრი გახდა.

ავსტრალიას ისრაელის მსგავსი ისტორია ჰქონდა. ქვეყანამ 3-ჯერ გააკეთა განაცხადი აზიის ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ და 2006 წელს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. ავსტრალია ოკეანეთის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ. ამ ორგანიზაციიდან 2-ჯერ იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე (1974 და 2006 წლებში), ერთა თასი 4-ჯერ მოიგო, 4-ჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე და 1-ხელ მოიგო თასების მფლობელთა თასი.

2006 წლის 1-ელ იანვარს ავსტრალიელებს ოცნება აუხდათ, ოკეანეთი დატოვეს და აზიის ფედერაციის წევრი გახდნენ. ამან კი, ცხადია, ავსტრალიას სარგებელი მოუტანა.

ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციაში სამხრეთ ამერიკის 3 ქვეყანა გახლავთ გაწევრიანებული.

საუკეთესო მაჩვენებელი კი გაიანას აქვს - ეს 2019 წლის ოქროს თასის ჯგუფური ეტაპი იყო. სურინამი ძლიერი ქვეყანაა, 1978 წელს კარიბის თასიც მოიგო და 2-ჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე ("ტრანსვაალი"). კიდევ ერთი სურინამული კლუბი "რობინჰუდი" 5-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა ოქროს მედლები 5-ვეჯერ ღარიბებს დაუთმო... ფრანგული გაიანას ისტორიაში ყველაზე წარმატებული წელი 2017 გახლდათ, როცა პირველად მოახერხეს ოქროს თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და კარიბის თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მაგალითად, თურქეთი და რუსეთი ტრანსკონტინენტური სახელმწიფოები არიან, გეოგრაფიულად მათი ტერიტორია 2 კონტინენტზეა განაწილებული (იგივე შეიძლება ითქვას ჩვენზეც) და ამ ქვეყნებს აქვთ უფლება, იმ კონტინენტზე ითამაშონ, რომელსაც აირჩევენ. ყველა ასეთმა სახელმწიფომ ევროპა აირჩია, აი, ყაზახეთი კი, თავდაპირველად აზიაში თამაშობდა.

ყაზახეთის ნაკრებმა ცენტრალური აზიის თასი 1992 წელს მოიგო. საკლუბო დონზე კი "ირტიშის" მიერ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დაკავებული მე-4 ადგილი შეიძლება გამოვარჩიოთ.

2002 წლიდან ყაზახეთი უეფას წევრი გახდა, თუმცა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამოტოვა, რადგან წილისყრა მაშინ გაიმართა, როცა ყაზახები ჯერ კიდევ აზიური ფეხბურთის ნაწილი იყვნენ.

აი, სტატიის ყურადღებით წაკითხვისათვის ბონუსს დაგიმატებთ და გრენლანდიის შესახებაც გეტყვით. ამ მცირედდასახლებულ კუნძულს უკვე ჰყავს საფეხბურთო ნაკრები და უეფაში განაცხადის შეტანას მალე აპირებს. მოკლედ, თამამად შეგიძლიათ მიესალმოთ ევროპის მომავალ ჩემპიონებს!

მომზადებულია Read Football-ის მიხედვით

გოგა
რუკას გადახედე და ნხავ. აღმოსავლეთ საქართველო საერთოდ არა ევროპის ტერიტორიაზე. სანამ ვითომ იხუმრებ ჯერ რუკა ნახე
las
ვერ დაგეთანხმები. კავკასია ცალკე ფენომენი და სტრუქტურაა, არცერთ ზონას არ მიესადაგება, არც ევროპას, არც შუა აზიას და არც ახლო აღმოსავლეთს
las
ყაზახეთი და ევროპა მართლა გაუგებრობაა. არანაირად არ ეკუთვნით, არც ტერიტორიულად, არც ისტორიულად და არც მოსახლეობის მენტალიტეტით. :)
ika
საქართველოს ბუნება და ფლორა ფაუნა არის ევროპული. ინგლისი რომ აიღო და საქართველო ბუნება შეისწავლო ერთია. ფაქტი ესეთია. აზიის ფლორა ფაუნა და ბუნება არ მიესადაგება კავკასიას. ჰაერის ტემპერატურით დაწყებული და ისტორიით დამთავრებული. აზიელები არც ქრისტიანები არიან.
kaira
რადგან ტელევიზორში გაიძახიან დასავლეთის კურსით უნდა ვიაროთო, ამიტომ თქვენ დასავლეთ ევროპა წიფას ტუნელის იქეთ გგონიათ?
gogi
ევროპას და აზიას ურალის მთა ყოფს ჩამოდის კასპიის ზღვაზე გადის კავკასიონზე და შავი ზღვით ბოსფორის სრუტეზე ასე რომ თურქეთის სტამბული ევროპაში მდებარეობს დანარჩენი აზიაში,ასე ვართ ჩვენც საქართველო არის ტერიტორიულად სუფთა აზიური ტერიტორია.ვისაც ისტორია და გეოგრაფია უსწავლია ან წაუკითხია მას კარგად მოეხსენება. მამალმა თქვა მე ვიყივლებ და გინდ გათენდეს და გინდ არაო.
ოზეკი
გეოგრაფიულად არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ხალხი რომ ჯუნგლების კანონებით ცხოვრობს იასნია.
გოგა
აფხაზეთი სამევრელო გურია აჭარა ევროპაა, აღმოსავლეთ საქართველო კი არაა ევროპის ტერიტორიაზე
ნუკრი
ჩრდილო დასავლეთ ყაზახეთს მდინარე ურალი ყოფს ევროპად და აზიად,მარჯვენა ნაპირი ევროპაა.მართალია მთელი ტერიტორიის მცირე ნაწილია,მაგრამ მაინც.
ბაჩი
თუშეთი ევროპაა და სამეგრელო აზია? :D
აბგდ
საქართველო კულტურულად,რელიგიურად და ისტორიულად ევროპაა!პირველი ევროპელები ბოლოს და ბოლოს :დ მთელი ევროპა აღიარებს ამას და აქ ჩვენ ახალ საზღვრებს რატო ვირჩევთ და აზიელობას რატო ვიბრალებთ როცა არც კანის ფერი და ისტორია არ გიწყობს ხელს რელიგიას რო თავი დავანებოთ.უფრო გადაგვარებული ევროპელები ვართ და ამას აქვს ისტორიული ახსნა
Daviti
yvelas dzaan gvinda ro evropa viyot magram aziashi vart. rukebshi,enciklopediebsa da atlasebshi ase weria da istoriuladac asea.evropa bosforis srutedan iwyeba stambolis shuashi.
123
საქართველო გეოგრაფიულად ევროპაა. ფლორა ფაუნით. დემოგრაფიულად. აზია სხვაა უკვე. უდაბნოები. ოკეანეები. ჯუნგლები. პოლიტიკური რუკაა ეგ რო აზია ვართ. არ შეუსწავლიათ ბუნება კონტინეტებზე ალბათ.
ჰაჰა
ევროპის საზღვარი გადის კავკასიაზე, რატომ ვართ ჩვენ არ ვიცი. შეიძლება რაღაც ნაწილი, მაგალითად ყაზბეგი, წოვა თუშეთი ევროპაა, ამიტომაც ვართ წევრები. შესაძლოა აზერბაიჯანის რაღაც მცირე ნაწილის ეკუთვნოდეს ევროპას. მაგრამ რატომ არის სომხეთი?
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
კვარაცხელია: სექტემბრამდე დიდი დროა - ვეცდები, უფრო მეტად დავეხმარო ნაკრებს
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
[VIDEO] აშშ-მ ავსტრალიასაც მოუგო და 1/16-ფინალში გავიდა
[VIDEO] სანახაობრივი მატჩი - ეგვიპტემ ახალ ზელანდიას დაუქამბექა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელს კვარაცხელიას გოლით ამარცხებს
"იმედია, 90 წუთის განმავლობაში განგაშის სირენა არ ჩაირთვება" - ისრაელის ნაკრების მწვრთნელის და ფეხბურთელის პრესკონფერენცია
[VIDEO] სენსაცია და ლამაზი გოლები - ავსტრალიამ თურქეთი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში
[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა