3 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივი" 4:0 დაამარცხა.

ვერ გეტყვით, კორონავირუსით გამოწვეული პაუზისას თბილისის "დინამომ" მოუმატა ასე ძლიერ, თუ მისმა მეტოქეებმა მოუკლეს, მაგრამ ფაქტია, სეზონის განახლების შემდეგ ჩხეტიანის შეგირდები მოწინააღმდეგეებს მთელი თავით სჯობნიან. ასე იყო "საბურთალოსთან" და იგივე ვიხილეთ ჩემპიონატის აწ უკვე ყოფილ ლიდერ "ლოკომოტივთანაც".

პირველ ტაიმში "დინამო" დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მარტო კუციამ ანგარიშის გახსნის ოთხი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან! კაპანაძემ და პერნამბუკომაც ვერ გამოიყენეს კარგი მომენტები.

ტაიმის დასასრულს "ლოკოს" შეეძლო დაწინაურება, მაგრამ სამურკასოვს გოლის გატანა კვასხვაძემ არ დაანება, რის შემდეგაც მსაჯმა უხეშობისთვის უბილავა გააძევა და "რკინიგზელები" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა გოლებიც გაიტანეს: 61-ე წუთზე "ლოკოს" კარი შეროზიას უხეში შეცდომის შედეგად კობოურმა დალაშქრა, შემდეგ თ. კაპანაძემ თავის მიერ მოპოვებული პენალტი გამოიყენა, 79-ეზე თ. კირკიტაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ხოლო სულ ბოლოს პერნამბუკომაც გამოიჩინა თავი.

თბილისის "დინამო" 8 ქულით გალიდერდა და 12 ივლისს ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ) - ლოკომოტივი 4:0

გოლები: 1:0 კობოური (61), 2:0 თ. კაპანაძე (72, პენ), 3:0 თ. კირკიტაძე (79, საკ. კარში), 4:0 პერნამბუკო (90)

გაძევება: უბილავა (42)

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, მექვაბიშვილი (დაფე 78), ტრუბოჩკინი (იაშვილი 46), ქიმაძე, პაპავა (კ), კუცია, ბუღრიძე (ქავთარაძე 60), პერნამბუკო, თ. კაპანაძე

მწვრთნელი: ჩხეტიანი

ლოკომოტივი (4-2-1-3): შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (კ), შონია, სამურკასოვი (არველაძე 73), დ. კირკიტაძე (თ. კირკიტაძე 60), ძებნიაური, კობახიძე (ც. კაპანაძე 45+1), სიხარულიძე

მწვრთნელი: ფრუიძე

იკოს
იკო რა ინტერესი გამოძრავებს, ან ვინ გაწერინებს ამას. ყველგან შენი უპასუხისმგებლო კომენტარებია. ამ კაცმა ბევრჯერ დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი და შენი ასეთი ყბედობით არაფერი დააკლდება. უბრალოდ შენ რას გაძლევს ეგა არის გასაკვირი ეს ჭორიკნობა და პატარა კაცობა.
იკო
დიადი ფრუიძე კახეთის სიღნაღში,რეგიონლიგუს ერთ ერთი პეტსპექტიული გუნდია,აი იქ დახატავს თავის დამცველ კლავიატუტის ვირთხებთან ერთად
tngh
ძალიან ცუდად გიყურებია... ნუთუ კუცია მაინც ვერ შეამჩნიე??? კანკავას ღირსეულად შეცვლის ნაკრებში...

ზუსტად ეგრეა,ამათი საცოდაობით დაიტანჯება მაყურებელი,რას გავდნენ განსაკუთრებით ლოკომოტივის ფეხბურთელები,ფლანგზე თამაშობდა ვიღაც ნახტომშიც ნახევარმეტრზე მეტი არ იქნებოდა,დინამოშიც საერთოდ ვერ ვნახე ფეხბურთელი
ლოკოს
ლოკომოტივს ყავს ხელმძღვანელობა რომლებიც გაგებაში არ არიან ფეხბურთის ეტყობა
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მე ვუყურე ამ თამაშს და ვერცერთი ფეხბურთელი ვერ ვიპოვნე. ესენი უფრო მეხაშეებიმ ან მეხაშლამეები არიან, ერთიც და მეორე გუნდის მორბენალი ყაიმასები ამათ ეძახით ფეხბურთელებს? ვავა საქართველო. ვავა!!!
ბაჩი
ქომაგები წერაში მაგრები,სტადიონზე მისვლაში ნულები
ლოკოს
ძაან მძიმედ გამოიყურება ლოკომოტივი, წინა ტურშიც გამოჩნდა. დინამოს სისწრაფეებს საერთოდ ვერ აყვნენ. არადა არც დინამოა კარგ ფორმაში ბევრი სიცრცეები რჩებათ. მეკარეს ყველაფერს ვერ დააბრალებ, ბევრი მომენტი იყო იქამდე. წართმევა არ ქონდა გუნდს, დადიან. კარატნიში რას აკეთებდით?
iko
მენეჯმენტში ინგლისურის მცოდნეები ყავთ,აი ფეხბურთის რა გითხრათ
მალხაზი
ფრუიძე კი არა, რა ფეხბურთელები გაუშვა ლოკომოტივმა ცოტა ხო უნდა დაფიქრდე ნახევარი გუნდი გაუშვეს ვინც ევროპა მოიპოვა სირცხვილია პროსტა რა მენეჯმენტი ყავთ ასეთი ესე არასწორად რომ აზროვნებენ!!!!!!
L.J.
პირველის ტაიმის მერე ლოკო სამი ჰანფიკაპით 0:3 1.2 ჰკონდა კოეფიციენტი მიდი და დაიჯერე ახლა ქართული ფეხბურთის :(
ზაზა
ფრუიძემ ისე რაც იცის იმას აკეთებს დროშია ჩარჩენილი
იკო
ფრუიძეს მართლა მწვრთნელი გონია თავი,ყველა ფეხბურთელები ვინც მასთან იყო იძახის რომ უვიცია და ჩანს კიდევაც, გარდა ამისა ფეხბურთელებთან ურთიერთობაც ეშლება კომუნისტია და იმიტომ
გიორგი კაჭკაჭიშვილი
არაა მეგობარო მთლად ეგრეც, კორღალიძის მწვრთნელობის დროს რ არ წააგო დინამოსთან ლოკომოტივმა? 6-0. კორღალიძე ნამდვილად კარგი მწვრთნელია მაგრამ .....
Batumeli shavi
Geguchadze wadi sanam.droa
იკო
არა რა აშკარად მზადაა ფრუიძე რომელიმე კარგი სოფლის გუნდის მწვრთნელობისთვი,ტაქტიკურად,ფეხბურთელებთან სიახლოვით,დღეს საერთოდ უმაგრესი თამაში აჩვენა,ნეტა სად არიან ფრუიძის დამცველი კლავიატურის ვირტუოზები
ბათუმის ფანი
ამხელა თბილისში ამ ბავშვზე მეტი ვერ ნახეთ რომ კარში დაგეყენებინათ ლოკო?!
ბათუმის ფანი
რა იყო რა დავწერე რომ არ ბეჭდავთ??? დ.თ-ს გამარჯვება მივულოცე და გეგუჩაძეს ვურჩიე ამ თამაშს უყუროს,ან თუ შეიძლება იძულებით აყურებინეთ
თოკო
ფრუიძე ჯერ სად ხარ, შენი ცოდვები როგორ სააშკარაოზე გამოდის ხედავ? უთავმოყვარეო სუბიექტი ხარ.
iko
რა მწვრთნელი გაუშვეს ლოკომოტივიდან და ვინ არის რომ მოიყვანეს,მგონი მართლა მწვრთნელი გონია თავი ფრუიძეს,ამის ხელში ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებს ლოკომოტივი,ღირსიც იქნება რომ გავარდეს,დინამოს წარმატებები
ბათუმის ფანი
გეგუჩაძეს აყურებინეთ ამ თამაშზე... ყოჩაღ დ.თ.!!!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა