ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

წარმატება, რომელიც დიდი სტიმულია

წარმატება, რომელიც დიდი სტიმულია

ბაქოში ქართველმა მძლეოსნებმა "ფრიადზე" ჩააბარეს გამოცდა -16 ოქროს, 11 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ბაქოში აზერბაიჯანის ღია პირველობაზე საქართველოს 22 მძლეოსანი (15 ვაჟი, 7 გოგონა) იცავდა ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას. შეიძლება ითქვას, რომ მათ "ფრიადზე" ჩააბარეს გამოცდა -16 ოქროს, 11 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საგულისხმოა, რომ სალომე რიგიშვილმა, რომელმაც შეჯიბრებაზე ორი ოქრო მოიპოვა, ბადრო 49,51-მეტრიან ნიშნულს გადააცილა და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნორმატივი შეასრულა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. გოგონები. სალომე რიგიშვილი (ბადრო-49,51, ბირთვი-13,54 მ), მაია გოგოლაძე (100 მ. თარჯებით-15,14), სალომე სირაძე (200 მ-26,22), თეა ფაცურია (400 მ. თარჯებით-1.06,67), თამარ პაპუაშვილი (1500 მ.-4.43,40), გიული დენკანაძე (3000 მ.-10.22,80), სალომე სირაძე, თათია პაიკიძე, მაია გოგოლაძე, სოფიო მაჭავარიანი (4X100 მ.-52,72), თათია პაიკიძე (სამმაგი-12,09 მ). ვაჟები. ზურაბ გიგაია (ბადრო-46,97 მ., ბირთვი-16,45 მ), დავით ილარიანი (110 მ. თარჯებით-14,65), მერაბ ქინიძე (1500 მ-3.56,60), ზურაბ გოგოჭური (სიმაღლეზე ხტომა-210), ბოლესლავ სხირტლაძე (სიგრძეზე ხტომა-7,35 მ.)

მეორე ადგილზე გავიდნენ: გოგონები. სალომე სირაძე (100 მ-12,74), თეა ფაცურია (400 მ-1.01,36), თამარ პაპუაშვილი (800 მ-2.23,56), გიული დეკანაძე (1500 მ-4.46,35), თათია პაიკიძე (სიგრძეზე ხტომა-5,35 მ), სოფიო მაჭავარიანი (სიმაღლეზე ხტომა-150 სმ); ვაჟები. ენდრიკ ზილბერშტეინი (200 მ-21,64), მერაბ ქინიძე (800 მ-1.52,62), გიგლა ზილბერშტეინი (3000 მ-8.52,01), ჯეირან ხოფერია (3000 მ. წინაღობებით-9.26,23), ხოლო 400 მეტრზე რბენაში ენდრიკ ზილბერშტეინი (48,35), 400 მეტრზე თარჯებით დენის ჟვანია (55,33), 800 მეტრზე თენგიზ ღვინჯილია (1.54,78) და სიგრძეზე ხტომაში ოთარ ხაჭაპურიძე (7,18) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

გუშინ აზერბაიჯანიდან დაბრუნებულ მედალოსნებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი შეხვდა, რომელმაც წარმატება მიულოცა ჩვენს ათლეტებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც სასურველ შედეგებს აჩვენებენ.

მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს სპორტსმენები 17-20 ივნისს რეიკიავიკში (ისლანდია) ევროპის III ლიგის გუნდურ ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს, მანამდე კი თბილისში ათდღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. "წლევანდელი სეზონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე პასუხსაგები შეჯიბრება მოგველის. კონტინენტის გუნდურ პირველობასთან ერთად ჩვენი ათლეტები ევროპისა და მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატებსა და სალიცენზიო ტურნირებზე გამოვლენ. ვეცდებით, სახელმწიფოს თანადგომა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურების მოპოვებით გავამართლოთ", -დასძინა ალექსი ახვლედიანმა.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]

ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა

"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს