სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად შეწყვიტა ქვეყნის სიძლიერით მეორე საფეხბურთო ჩემპიონატი - ამ გადაწყვეტილების ინიციატორი სადისციპლინო კომიტეტი გახლდათ.

მიზეზი კი 5 კლუბის გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის დამტკიცებაა - 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ "არაგაცი", "ტორპედო", "მასისი", "ლოკომოტივი" და "ერევანი".

გარდა ამისა, დაკავებულია 58 ადამიანი (ჯერჯერობით არაა ცნობილი, რამდენია ფეხნურთელი და რამდენი კლუბის თანამშრომელი), 45 მათგანს ფეხბურთში მუშაობა სამუდამოდ აეკრძალა.

აღსანიშნავია, რომ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას იღებდა ჩემპიონატის ლიდერი ერევნის "ლოკომოტივი", რომლის რიგებშიც ოფიციალური მონაცემებით ქართველი ფეხბურთელიც ირიცხება და სეზონში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. დისკვალიფიცირებულია ცხრილის შუა ნაწილში მყოფი 3 გუნდი და "ერევანი", რომელიც უმაღლესი ლიგიდან ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩაეხსნა.

გარიგებული მატჩების მხრივ ლიდერი "მასისია", რომელმაც 11 მატჩი "ჩააწყო". "არაგაცს" ამ გრაფაში 9 უწერია, "ლოკომოტივს" - 7, "ტორპედოს" - 5. გასათვალისწინებელი იყო, რომ, მაგალითად, "ტორპედომ" და "მასისმა" ერთმანეთში ჩაატარეს გარიგებული შეხვედრები. ლოგიკურია, რომ ჩვენმა მეზობლებმა ცხრილის გადაწერის ნაცვლად ჩემპიონატი გააუქმეს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეჩერების შემდეგ კლუბებმა უკვე 8 ტურის თამაშები გამართეს. გუნდების უმრავლესობას 27 შეხვედრა აქვს გამართული, 6-მა კი 1-2 ივლისს 28-ე მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

"გადაწყვეტილება იმ კლუბების მიმართ იქნება მიღებული, რომელთა შესახებაც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას უტყუარი მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციბმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა მიაწოდეს," - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა არმენ მელიკბექიანმა.

მთავარი კითხვა, ცხადია ეხება იმ პროცესს, თუ როგორ დაამტკიცეს თამაშების გარიგების საკითხი. სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე რუბენ სინოიანის მტკიცებით, გამოძებაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური, ინტერპოლის სომხეთის ბიურო, უეფას შესაბამისი სტრუქტურა, გამოიყენეს Sportradar-ისა და Starlizard-ის მონაცემები. სინოიანმა დაამატა, რომ კომიტეტმა პროცესის რამდენიმე მონაწილე დაკითხა კიდეც.

"სომხეთის ფეხბურთში მივიღეთ გარდამტეხი გადაწყვეტილება: ინსტიტუციურ დონეზე პირველად დაიწყო ბრძოლა გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით. ეს პროცესი კი შეუქცევადი უნდა იყოს. პირადად მე და სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია გავაკეთებთ ამას, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს", - აღნიშნა მელიკბექიანმა.

მომზადებულია ffa.am-ის მიხედვით

გია
ეს უკვე ფეხბურთი აღარ არის, თამაშების 60%-ს კლუბები აწყობენ, მათ შორის გრანდებიც (მაგალითად გუშინდელი მანჩესტერ სიტის თამაში ჩემი აზრით ჩაწყობილი იყო).
Aba raa
100%.
გოგა
ჩვენთან რა უკეთესობა გონიათ? უმაღლეს ლიგაში გინდათ თუ სხვა ლიგებში.
Megreli
ჩვენისა არ იყოს, ამათაც არაფერი ეშველებათ
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ყველა თამაშს უკუღმა თამაშობდნენ და იმიტომ, ერთხლ ჩაეწყოთ, ორჯერ, საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ამათ ყველა თამაში იჩალიჩეს და ეგე შედეგიც დადგა...
G.LA
ეს ალბათ მაისურად ხდებოდა სომხეთის მეორე ლიგაში და იმიტომაც მიყვნენ ბოლომდე საერთაშორისო ორგანოები. სომხეთი 1-9 იტალიასთანაც ეჭვს იწვევეს სულ მცირე, ასეთი ანგარიშებით სან-მარინო აღარ აგებს იგივე იტალიასთან.
Master
არ არსებობს არც ერთი ჩემპიონატი და საერთაშორისო ტურნირი,სადაც თამაშების მინიმუმ 20 პროცენტი არ ეწყობა.მოგვწონს თუ არა ეს ასეა და სულ ასე იქნება.
bokinio
საბურთალოო?

ყოჩაღ, გასაკეთებელი საქმე გაუკეთებიათ.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია