ლა ლიგის 34-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ვილიარეალს" 4:1 მოუგო.

"ბილბაოს" დამარცხების (1:0) შემდეგ ლიდერი "რეალი" 7 ქულით წინ გაიჭრა და "ბარსელონას", გამარჯვების გარდა, სხვა გზა არ რჩებოდა. ეს ამოცანა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა "ვილიარეალმა" გაუადვილა.

"ყვითელმა სუბმარინამ" "ბარსას", წინა მეტოქეებისგან განსხვავებით, ღია თამაში შესთავაზა და საბედისწერო შეცდომა დაუშვა - ასეთ ვითარებაში კატალონიური გუნდი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და ეს შედეგზეც აისახა.

ვერ გეტყვით, კრიტიკამ იმოქმედა "ბარსელონას" მწვრთნელ კიკე სეტიენზე თუ არა, მაგრამ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან პირველი ტაიმის დასასრულს თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა.

ასევე კარგად გაისარჯა სასტარტოში დაყენებული სერხი რობერტო და რა თქმა უნდა, ლეო მესი, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ამას გარდა, თამაშგარეს გამო გოლი არ ჩაუთვალეს და საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა. ლეომ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე 19 საგოლე პასი გააკეთა და 2014/15 წლების სეზონში დამყარებული საკუთარი რეკორდი გაიმეორა.

ერთი სიტყვით, "ბარსამ" შესვენებამდე მოუთავა მოწინააღმდეგეს საქმე, მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ფატიმ კი ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

17 წლის ფატიმ ამ სეზონში ჩემპიონატზე მეექვსეჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი - ეს კატალონიური კლუბის ისტორიაში მე-9 000 გოლია.

მოკლედ, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "ბლანკოსი" "ბარსას" 4 ქულით უსწრებს.

9 ივნისს "ბარსელონა" "ესპანიოლს" უმასპინძლებს, ხოლო 11 ივნისს "რეალი" - "ალავესს".

ვილიარეალი - ბარსელონა 1:4

გოლები: 0:1 ტორესი (3 საკ. კარში), 1:1 მორენო (14), 1:2 სუარესი (20), 1:3 გრიზმანი (45), 1:4 ფატი (86)

დიმიტრი
უბრალოდ მრცხვენია რომ შენც ბარსელონას გულშემატკივრობ
ბარსა მესი
რეალის ფანებს სულ ვეკითხები და პასუხს ვერ ვცემენ ამ კითხვაზე: თქვენი აზრით ლეო მესიმ ფეხბურთის თამაში არ იცის ,გოლები საერთოდ ვერ გააქვს, მის საფეხბურთო კარიერის აქტივში 0- ბურთია(ისევ თქვენი ვერსიით) პასებს ვერ აკეთებს, დრიბლინგი ხომ საერთოდ არ იცის, საერთოდ უმაღლესი კლასების გუნდისთვის ბურთები არ გაუტანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისმის კითხვა: თუ ასეთი "სუსტია" რატომ ახსენებთ ყოველწუთას? მე როგორც ვიცი დაბალი დონის ფეხბურთელებს საერთოდ არც ახსენებემ მოწინააღმდეგების ფანები იმიტომ, რომ უბრალოდ არ ჩანან მოედანზე! აი ამაზე გამეცით რეალის და როლანდოს ფანებო პასუხი!
რეალის ფანს ა ვ ლ ი პ ი ს გ ა ნ!
ოოო, ადგილი აქვს მძიმე შემთხვევას. დ ი ა გ ნ ო ზ ი: გაქანებული ფსიქიატრიული აშლილობა.
kako
ამოდი შვილო ჩემთან ღუდუსაურში, კაკო ბიძაი იკითხე, ანტიბოღმინსა და ანტიუსაქმურინს დაგალევინებ იქნებ გიშველოს რაიმე ;)
Megreli
ეჰ ჩემო ნიკა, ეგრე გგონია შენ უკვე მე 5 წელია და ამასობაში რეალმა 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ვნახოთ
Musenbezi
მე ერთი გამარჯვებულიც ბარსელონა მგონია :დ:დ:დ რა დროს ბარსელონაა, ერთი კატალონიის თასი მაინც მოიგოს წელს თორე სირცხვილია
ფეხბურთის ფანი
აბი გლუკოზა. დღეში სამჯერ.
barsa
მოკლედ თუ ხიხონს და ალკოიანოს არ ეთამაშება ბარსა მესის გოლი ვერ გააქ,ბოლოს ვილიარეალის დონის გუნდს როდის გაუტანა?საგოლე პასები გდიკეთოს უკან,დებრუინი აკეთებს საგოლე პას სეზონში 25-მეტს,ეხლა პასებს აკეთებს ესღაშემორჩა,წადი და სხვას დაუთმე ბარსაში საუკეთესო ტალანტები არიან და არა მესის მგავსი მაძღარი დს მძინარე,
nika
რეალი რომ ჩემპიონი გახდებოდა, დაწერილი სცენარითაა გაწერილი. მთავარია ვინ გახდება ლიგის გამარჯვებული. ერთ ერთი ფინალისტი რატომღაც დარწმუნებული ვარ ბარსა იქნება.
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!