კრივი ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და პატივცემული სპორტის სახეობაა. უხსოვარი დროიდან იყვნენ მოკრივეები, რომლებისაც მთელ სამყაროს ეშინოდა და არავის სურდა მათთან დაპირისპირება.

ჩვენ ვისაუბრებთ უკანასკნელი წლების ყველაზე აგრესიულ და ძლიერი დარტყმის მქონე მებრძოლებზე, ისეთებზე, ვინც მოწინააღმდეგეს ბრძოლამდე უგებდა, ხოლო რინგზე სერიოზულ ზიანს აყენებდა: უმტვრევდა ყბებს, ნეკნებს, უხეთქავდა წარბს და აყენებდა სხვადასხვა ჭრილობას. გთავაზობთ ასეთი მოკრივეების ხუთეულს.

5. ერნი შეივერსი

ერნი შეივერსი ფერმაში გაიზარდა. სოფლელი ბიჭები კი, რომლებიც პატარაობიდანვე ფიზიკურად შრომობენ, შედარებით ძლიერები იზრდებიან.

მებრძოლების ერთ-ერთი საჭირო და ეფექტური ვარჯიშია, როცა საბურავს უროს ურტყამენ. ეს დარტყმის ძალის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოა. ერნი კი საბურავის ნაცვლად შეშებს ჭრიდა.

შესაძლოა, ბიჭუნას არ მოსწონდა მუშაობა, მაგრამ ამ ყველაფერმა მას ძლიერი ხელები და კარგად განვითარებული კუნთები მისცა. რინგზე ის ბრწყინავდა და გულშემატკივარს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დამრტყმელად დაამახსოვრა თავი.

მუჰამედ ალიმ ერთხელ თქვა, ერნიმ ისე ძლიერად მომარტყა, ხმა ჩემმა აფრიკელმა წინაპრებმა აფრიკაშიც გაიგესო.

4. რობერტო დიურანი

თუ თქვენ არ გაქვთ ნანახი ფილმი "ქვის ხელები", მაშინ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ "ჩაუჯდეთ" და ეზიაროთ დიდებული დიურანის ისტორიას. თავის დროზე რობერტო 4 წონით კატეგორიაში იბრძოდა და ოთხივე მათგანში ტიტულს ფლობდა.

გამართული შეხვედრების 70% ნოკაუტით დასრულდა. ხალხმა იცოდა - თუ რობერტო ჩხუბობს, ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელდება.

3. როკი მარჩიანო

როკი მძიმე წონის ნამდვილი მეფე იყო. მას ვერავინ ერეოდა და შესაბამისად, კარიერაც დაუმარცხებლის სტატუსით დაასრულა.

შესაძლოა, მარჩიანო არ გამოირჩეოდა დიდებული და დახვეწილი ტექნიკით, თუმცა ძლიერი ნებისყოფა, მყარი ფსიქოლოგია და ძლიერი დარტყმები ნებისმიერ დანაკლისს ანაზღაურებდა.

2. ჯორჯ ფორმანი

მას შემდეგ, რაც ჯორჯ ფორმანმა დაუმარცხებელი ჯო ფრეიზერი უბრალოდ გაანადგურა და ბავშვივით სცემა, მან კრივის სამყაროს ყურადღება სამუდამოდ მიიპყრო. რინგზე ის მოწინააღმდეგეებს ერთიმეორის მიყოლებით ანოკაუტებდა. მარჩიანოსავით, ისიც არ გამოირჩეოდა დიდებული ტექნიკით, თუმცა ფიზიკური ძალა არაამქვეყნიერი ჰქონდა.

ერთხელ ფორმანმა კრივს თავი 10 წლით დაანება, თუმცა შემდეგ მაინც დაბრუნდა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას ისეთი ფიზიკური კონდიციები აღარ ჰქონდა, თუმცა მაინც საშიშად იყო მიჩნეული. ამბობენ, თავად ტაისონსაც ეშინოდა მისი და არ სურდა, რინგი ჯორჯთან გაეყო.

1. მაიკ ტაისონი

ალბათ, ტაისონის პირველი ადგილი არავის გაუკვირდა. დაუჯერებელი სისწრაფე, რეაქცია, ძალა და გადაადგილება - ეს ყველაფერი მაიკ ტაისონზეა.

მაიკი ნამდვილად იყო ის მებრძოლი, რომელიც მოწინააღმდეგეებს ჯერ კიდევ ბრძოლამდე ფსიქოლოგიურად ანადგურებდა. მისი ნამდვილად ეშინოდათ. ამას ემატებოდა მაიკის ცხოველური აგრესია, რომელიც მოკრივეს დამატებით უპირატესობას აძლევდა. ის იმდენად შედიოდა აზარტში, რომ ზოგჯერ რეფერი ვერც აშველებდა მას.

თქვენ ვინ მიგაჩნიათ ყველაზე საშიშ მებრძოლად?

ტროლუკა
1)ტაისონი 2)ლენოქს ლუისი 3)როი ჯონსი(უმცროსი) და მუჰამედ ალი სად არის ამ დროს?
mirosan
სონი ლისტონს რატო არავინ წერს ძაან მიკვირს...
mirosan
ალი არა ძმა....თუ საშიშ მოკრივეებზე ვლაპარაკობთ...ალი ტექნიკით გამოირჩეოდა და გამძლეობის ხარჯზე იგებდა
ვახო...
1. ტაისონი 2. ალი 3. როი ჯონს (უმცროსი) 4. ფორმენი 5. მარჩიანო
G.l.
1)ტაისონი 2)ლენოქს ლუისი 3)როი ჯონსი(უმცროსი) მე ასე ვთვლი,სხვისა არ ვიცი
ალექსანდრე
სონი ლისტონი გამოგრჩათ, მაგრამ ტაისონი მართლა პირველია
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
[VIDEO] ცუკერბერგის მეუღლე ქმრის დანახვისას გაოცებული დარჩა - მერაბ დვალიშვილი Facebook-ის დამფუძნებელს დაუპირისპირდა
"ლივერპულის" მწვრთნელმა ბოლო ორ შეხვედრაში მარცხის მიზეზი დაასახელა
"ხანდახან ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს..." - დემბელემ მეუღლის შესახებ ისაუბრა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო 5 მოკრივე დაასახელა, თავისი თავი პირველზე დააყენა - არ აქვს მიზეზი თუ?
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
2 კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, კრივზე 28 წლისა შევიდა, 4 წელში ალისა და ფორმენსაც უგებდა [VIDEO]
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი