იანვარში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს ხელბურთელთა ორი ასაკობრივი ნაკრები: 8-17 იანვარს ლატვიაში - ახალგაზრდული, ხოლო 25-31 იანვარს, მაკედონიაში - ჭაბუკთა ნაკრები.

ორივე ეს შეჯიბრება 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასკომმა საბოლოოდ დაადგინა ტურნირის ახალი ვადები. ასაკობრივი კატეგორია იგივეა. ახალგაზრდულ, 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებენ 2000 წელს და გვიან დაბადებული ხელბურთელები, ხოლო ჭაბუკთა, 18-წლამდელთა ნაკრებებში - 2002 წელს და გვიან დაბადებულები.

2019 წლიდან ამ ჩემპიონატების ფორმატში სიახლეა: გამარჯვებული გუნდები მიღებენ შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების მსოფლიო ჩემპიონატების პირდაპირ საგზურს. 2021 წელს ორი ასეთი მსოფლიო ჩემპიონატია 21 და 19-წლამდელთა შორის.

2021 წლის იანვარში ევროპულ შეჯიბრებებში მორიგეობით ჩაებმება საქართველოს სამი ნაკრები. 2-8 იანვრის პერიოდში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უწევს ევრო 2024 წლის პირველი შესარჩევი რაუნდი; 8-17 იანვარს ახალგაზრდული გუნდის ჯერია, ხოლო 25-31 იანვარს საქმეში ჭაბუკები ჩაერთვებიან.

ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებებმა 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყეს მზადება ევროპის მომავალი ჩემპიონატებისთვის, გაიარეს რამდენიმე საწვრთნელი შეკრება, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მხოლოდ ონლაინვარჯიშებით შემოიფარგლნენ.

ახალი სეზონის პირველი საწვრთნელი შეკრების ჩატარება 2020 წლის აგვისტოში იგეგმება. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, იქამდე სპორტულ დარბაზებში უნდა განახლდეს საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესი.

ხელბურთი. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები 2020

კაცები 20 წ. 8-17 იანვარი, 2021, ლატვიაში

A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი, ბელგია

B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო

გამარჯვებული იღებს 2021 წლის 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

კაცები, 18 წ. 25-31 იანვარი, 2021, მაკედონიაში

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი

B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია

გამარჯვებული იღებს 2021 წლის 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

geohandball.ge

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა