სინიორ მასიმომ იმ ფეხბურთელების ტოპ 5-ეული შეადგინა, რომლებსაც სიამოვნებით იხილავდა “ინტერის” ამუნიციით
ბოლო დროს, მასიმო მორატი ხშირად ურთიერთობს ჟურნალისტებთან და საინტერესო კომენტარებსაც აკეთებს. ამას წინათ, სამუელ ეტოო ლიონელ მესის შეადარა და განაცხადა, რომ კამერუნელი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურაა მისი გუნდისთვის, ვიდრე არგენტინელი „ბარსელონასთვის“.

ამჯერად, სინიორ მასიმომ მის საოცნებო ტრანსფერებზე ისაუბრა და იმ ფეხბურთელების ტოპ 5-ეული შეადგინა, რომლებსაც სიამოვნებით იხილავდა “ინტერის” ამუნიციით. მაშ ასე, მორატის ხუთი ოცნება მისივე კომენტარებით...

5. ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)

ჟულიო სეზარის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ის უდავოდ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია, მაგრამ დღეს მინდა გამოვტყდე, რომ ჯანლუიჯი ბუფონს სიამოვნებით ვიხილავდი “ინტერის” მაისურით. ჯიჯის თამაშის მანერა ყველასგან გამორჩეულია, ისე იოლად უმკლავდება ურთულეს დარტყმებს, რომ იფიქრებ, მის კარში გოლის გატანა შეუძლებელია. ვიმუშავებთ თუ არა მის გადაბირებაზე? – შესაძლოა მოვსინჯოთ კიდეც ძალები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდეს.

4. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ უეინ რუნი კიდევ უფრო დავაფასე. არ ვიცი რამდენი კილომეტრი გაირბინა, მაგრამ ამდენი ეშრომოს ფეხბურთელს, არ მახსენდება. მთელი სული და გული ჩადო თამაშში და ის, რომ “ბარსელონამ” მაინც გაიმარჯვა, ამაში ყველაზე ნაკლებად სწორედ ის არის დამნაშავე. მებრძოლი ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით ვიყავი განწყობილი და როდესაც, ამას ტექნიკა, მოედნის შესანიშნავი ხედვა ერწყმის, მოთამაშე ფასდაუდებელი ხდება. რუნი მართლაც ფასდაუდებელია და ამიტომ, აზრადაც არ მომსვლია მის ტრანსფერზე მოლაპარაკების წამოწყება.

3. კრიშტიანო რონალდო (მადრიდის რეალი)

კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერზე ერთი ხანობა სერიოზულად ვფიქრობდით და არც ცდა დავაკელით, მაგრამ “რეალმა” გვაჯობა და პორტუგალიელი მადრიდში წაიყვანა. რა შეიძლება ითქვას პორტუგალიელზე, ჩემი აზრით, მას ამპლუა არ აქვს – არც ნახევარმცველია და არც თავდამსხმელი, სადღაც მათ შორის არის და იმდენი გოლი გააქვს, ნებისმიერ სუფთა ფორვარდს შეშურდება. სივრცე სჭირდება შესაძლებლობების გამოსავლენად და ეს ნამდვილად ნაკლია, მაგრამ სხვა ბევრ კომპონენტში უდავოდ საუკეთესოა მსოფლიოში.

2. დანიელე დე როსი (რომა)

შესაძლოა ბევრს გაუკვირდა, რომ ჩამონათვალში დანიელე დე როსი მოხვდა, მაგრამ ჩემი აზრით, ის საუკეთესო ნახევარმცველია მსოფლიოში. ზემოთაც ვთქვი, რომ მებრძოლი ფეხბურთელები მომწონს და რომაელი სწორედ მათ კატეგორიას მიეკუთვნება. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ “ინტერის” სათამაშო მონახაზში იდეალურად ჩაეწერებოდა. ვეცდები თუ არა მის გადაბირებას? – შესაძლოა დავფიქრდე ამ საკითხზე, მაგრამ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. “რომას” ახალი მესვეურები ჰყავს, გუნდში რეორგანიზაციის პერიოდია და ასეთ დროს ტრანსფერზე საუბარი უტოპიაა. დიდია შანსი, ვინჩენცო მონტელა სხვა მწვრთნელმა ჩაანაცვლოს, ვისაც თავისი ხედვა ექნება თითოეულ ფეხბურთელთან დაკავშირებით. ერთი ვიცი, დე როსი ნამდვილი რომაელია და მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს “ჯალოროსის”, თუ კლუბმა თქვა მასზე უარი.

1. ლიონელ მესი (ბარსელონა)

ვგონებ, ნებისმიერი კლუბის პრეზიდენტი იტყოდა, რომ მისთვის ყველაზე სასურველი ლიონელ მესის გადაბირებაა. გამონაკლისი არც მე ვარ და ღიად ვაცხადებ, რომ არგენტინელის სანაცვლოდ ძალიან ბევრს მივცემდი. თუმცა, ეს ძალიან ბევრი საკმარისი არ არის და ამიტომ, მოლაპარაკების წამოწყება არც კი მიცდია. უბრალოდ, რეალისტი ვარ და დროის ფუჭად კარგვა არ მიყვარს. თუ ოდესმე გაჩნდა მესის გადაბირების შანსი, ოცნების ასასრულებლად ყველა ღონეს ვიხმარ. არის თუ არა მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი? – ეს პროვოკაციული კითხვაა და პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. ლიონელი უდიდესი მოთამაშეა, თუმცა იმ აზრს ვეთანხმები, რომ სანაკრებო დონეზე ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო