კომპანია "სოკარი" განაგრძობს შშმ პირთათვის სპორტული პროექტის - "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" მხარდაჭერას. ამჯერად, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის სპორტულ თავგადასავალს თბილისის ზღვის კლუბმა უმასპინძლა.

"ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა", "საქართველოს საკრეისერო აფროსანთა ასოციაციასთან ერთად", ჩვენს რეგიონში პირველად, ინტეგრირებული რეგატა გამართა.

მონაწილეებს ინსტრუქტაჟი პროფესიონალმა აფროსნებმა ჩაუტარეს. ამ სფეროში საკუთარი თავი 16-მა ადამიანმა გამოსცადა. გამოვლინდა 4 გამარჯვებულიც, რომელთაც დიპლომები და მედლები გადაეცათ.

რამდენიმედღიანი ინტერვალის შემდეგ შშმ პირთათვის, "ახალგაზრდული მედია კავშირის" ორგანიზებით, ლისის ტბაზე სტარტი აიღო ინტეგრირებულმა ველომარათონმა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო "აჰილესი".

აქტივობა პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ ფარგლებში გაიმართა და მიეძღვნა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია "აჰილესის" ოფიციალური წარმომადგენლობის, "აჰილეს თბილისი ჯორჯიის" დაფუძნებასა და პარასპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ პარაველოფედერაცია შექმნეს დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ინტეგრირებულ ველომარათონში მონაწილეობა მათთან ერთად პროფესიონალმა და მოყვარულმა ველომრბოლელებმაც მიიღეს.

პროექტი ხელს უწყობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

უკვე ორი წელია, კომპანია "სოკარი", "ევროპაბეთთან" ერთად, მხარს უჭერს პროექტს - "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა". პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500-ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს.

პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

(R)

ლადო
კრიმინალების ბუდეა დღევანდელი პარალიმპიური კომიტეტი! შაკო მაისურაძისა და რატი იონათამიშვილის ისტორია კარგად შეისწავლეთ და კარგად გაიგებთ! როგორ ჩაიგდო ხელში დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ხელში კომიტეტი და ასევე კრიმილა გიორგი ჩაკვეტაძის მიერ ინვალიდების ბიუჯეტიდან პირდაპირ მოპარული 30 ათასი რატომ არავის აღელვებს!
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა