პოლონეთის ექსტრაკლასას 34-ე ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" ვარშავაში 2:0 დაამარცხა "კრაკოვია" და ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეთხუთმეტედ მოიპოვა ოქროს მედლები.

აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთზე მასპინძელთა ფანებმა უამრავი პეტარდები გაუშვეს და მსაჯი იძულებული იყო თამაში 6 წუთით შეეჩერებინა.

გასული წლის ზაფხულში დედაქალაქურ კლუბში გადასული გვილია მისი სული და გული გახდა, თავდადებული ფეხბურთელი უმალ შეიყვარეს გულშემატკივრებმა, ხოლო პრესა გუნდის თილისმას უწოდებდა.

ამ შეხვედრაშიც ჩვენებური ძალიან აქტიური იყო, რამდენიმეჯერ პარტნიორები დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ორი მომენტის გაცუდების შემდეგ კი 75-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ვაკომ ჩემპიონატის 34-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 11 გოლია.

ვასო
ესეც ფორმაშია, კანკავას ცვლა ქავს
G.LA
ვულოცავ გვილიას ჩემპიონობას. ეს სეზონი მშვენივრად ჩაატარა და იმედია ასეც გააგრძელებს. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ მომავალშიც. მიცეკვებაც კარგი იყო, ყოჩაღ!!!
სოსო
ლაშას.სამივე მარცხენა ფლანგიდან თამაშობს და ერთმანეთს პოზიციებს,ნაწილობრივ ფარავენ.გვილია შუაში თამაშობს,მაგრამ მარცხნიდან აქცენტით.სამივეს ერთდროულად მინდორზე გამოშვება,არა მგონია გამოვიდეს.ყოველ შემთხვევაში ამას,მოფიქრება უნდა.
ლაშა
გვილია ჩაკვეს და კვარას პოზიციაზე როგორაა ?
სოსო
ვულოცავ ვაკოს კარგ თამაშს და ჩემპიონობას.შემოდგომაზე,ნაკრებთან ერთადაც მიგველოცოს გამარჯვებები.ისე ჩანს,რომ უკვე გამტან ფეხბურთელად ყალიბდება ვაკო და ეს ძალიან გვჭირდება.მეორე მხრივ გვილია,კვარაცხელია და ჩაკვეტაძე.სამი, თითქმის ერთი პოზიციის,ძალიან კარგი ფეხბურთელი.ძნელი ასარჩევია,არა?რა თქმა უნდა შეუძლიათ ცოტა პოზიციები შეუცვალონ,გადაანაწილონ,მაგრამ შესაძლოა ამითი მათი ეფექტიანობა დაეცეს,თავიდან მაინც.ექსპერიმენტების დრო კი,არა გვაქვს.არ ვიცი რა და როგორ იქნება,მაგრამ ნაკრებში, უკვე მრავალ პოზიციაზეა კონკურენცია და ეს ძალიან მახარებს.რამდენიმე წლის წინ, ამაზე ვოცნებობდით
Vasili
ხალხი უზარმაზარ კომეტარებს წერს და წერტილ მძიმე სად დასვას არ იცის! ანუ სად ამთავრებს აზრს და სად იწყებს ვერ გაიგებ. ( ვაკოს კიდე ვულიცავ , კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს გულშემატკივარი .
Mosexoneli
ჩემი სათქმელიც თქვი ორივე კარგი საყდენია ტექნიკურები ართმევაზე კარგია ორივე შეტევაშიც.აბურჯანია გვინდა ფორმაში.
Niko
რომელს ჩამოუვარდება? არ მითხრა ჯანოს ან ყაზაიშვილსო, ორივეზე ბევრად კარგად კითხულობს თამაშს და სწორად მოძრაობს
fani
აი რას ნიშნავს, როცა ფეხბურთელს შრომა უყვარს. შეიძლება გვილია ნიჭით ნაკრების სხვა ფეხბურთელებს ჩამოუვარდება, მაგრამ ძალიან მშრომელია და ამიტომაც დაუფასდა. წარმატებები ვაკო, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო კარიერაში!
კახა
saqartvelos nakrebtan ertad evropaze gasvla momelocos. ar cancarbs dinjad shromit bevrs miaghcev gaixare asaxele Samshoblo da ojaxi upali shegewios.
ლაშა
გვილია ვაისმა გამოიძახა ნაკრებში და მაგის ფავორიტი ფეხბურთელია , როცა არ ათამაშა ვაკოს მაგ დროს არეული ქონდა სიტუაცია გუნდში სადაც იყო , ბატეშე როგორცახსოვს ბოლო პერიოდში აღარ ათამაშებდნენ და ლუცერნში გადავიდა .
T.q
პირველად ამ ბიჭის თამაში ნაკრებში ვნახე და პირველივე თამაშიდან ისე მომეწოა შემდგომი ამაშბიც ისე კარგად იდგა თავის პოზიცუაზე კრეატიულად ანვითარედა შეტევებს კარგი პასი ჩაჭრა ართმევა მებრძოლი და რავიცი მაგრად მომწონდა ამ კაცის ფეხბურთის ყურება და მერე უცბად თითქოს კრიზისი დაეწყო ახალი სსისხლი ახალგაზრდა და რო უნდა წინ ეასულიყო უფრო და განვითარებულიყო თითქოს გაჩერდა გაიყინა ცოტა სტაბილურობას მოუკლო ერთი ორი თამაშიც ჩააგდო და თითქოს რაღაც ქართული რეგრესი დაეწყოო და გული მეწყდებოდა მაგრად მაგრამ არაა არ მოხდა უს რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა და გამოვიდა კრიზისიდან გადალახა ყველაფერი ალბად გარემომ მოახდინა მისი ცვლილება და მისდამი მწვრთნელის ნდობამ ისევ გაიხსნა ათამაშდა და წინ დაიწყო ისევ სვლა და მიხარია მეიმედება ეს ბიჭი თუმცა არც არასდეოს დამიკარგავს გვილიას იმედი მშრობელი ბიჭია და გულიანი სტადიონზე და კაციც დარწმუნებული ვარ ეგეთი არის წარმატებები მეგობარო გილოცავ ჩემპიონობას და მეტი წინსვლა გქონოდოს კიდევ და საქართველოს ნაკრებთან ერთადაც მოგველოცოს ჩემპიონობა მალე
საქართველო
რანაირად არ ამჩნევდა,ვაისი ყოველთვის ენდობოდა გვილიას
ემირ
მუშა ფეხბურთელია და შედეგიც აქვს . კიტეიშვილთან ერთად ამის იმედი მაქვს ნაკრებში მომდევნო რამოდენიმე წელია
გიორგი
ყოჩაღ ვაკო, გილოცავ, უდიდეს პატივისცემას იმსახურებ შენი მებრძოლი სულით, ბევრი გამარჯვებები კარიერაში
გურია
კლასი გვილიას აქამდეც ეტყობოდა! უბრალოდ ვაისი ვერ ამჩნევდა ან არ ამჩნევინებდნენ...
დათო
გილოცავ ვაკო ჩემპიონობას!!! რასაც ვუყურებ, ვაკო ერთ - ერთი ქართველი სპორტსმენია, რომელიც პროფეიონალურად უდგება თავის საქმეს!!! ყოჩაღ!!!წარმატებები!!!
gabo
ყოჩაღ გვილია,გილოცავ! ამ ეტაპზე ყველაზე სტაბილურად კიტეიშვილთან ერთად ეს კაცი თამაშობს! ესაა გოლის გამტანი ფეხბურთელი ჩვენს ნაკრებში,ამ კაცის ძირითადში არ დაყენება მიუტევებელი შეცდომა იქნება ვაისის! კლასი ეტყობა და რა ვქნა!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]