<p>როგორც ჩანს, დონეცკის “შახტარის” რიგებში რიცხული მექსიკელი თავდამსხმელი ნერი კასტილიო უკრაინის ჩემპიონთან ურთიერთობას სულ მალე დაუსვამს წეტილს <br> როგორც ჩანს, დონეცკის “შახტარის” რიგებში რიცხული მექსიკელი თავდამსხმელი ნერი კასტილიო უკრაინის ჩემპიონთან ურთიერთობას სულ მალე დაუსვამს წეტილს. 26 წლის ფეხბურთელმა დონეცკელებთან 2007 წელს 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან და სამწვრთნელო შტაბთან ურთიერთობა თავიდანვე დაეძაბა.</p><p>ერთი წლის განმავლობაში 12 თამაშში მან სულ რაღაც 1 გოლი გაიტანა. შემდეგ კი რიგრიგობით იჯარით უთმობდნენ “მანჩესტერ სიტის”, “დნიპროსა” და “ჩიკაფო ფაიერს”. 2011 წლის იანვარში ის უკვე სალონიკის “არისში” გაუშვეს, სადაც პირველად 3 წლის განმავლობაში (!) საკლუბო დონეზე გოლის გატანა მოახერხა. დიდი ალბათობით მრავალტანჯული ფეხბურთელი ბედს მალე დაუკავშირებს ბერძნულ კლუბს, რადგან კასტილიოს ტრანსფერში ისინი 1,2 მილიონ ევროს იხდიან და ამ თანხას უკრაინელებიც სჯერდებიან. თავის მხრივ ფეხბურთელი კლუბისგან ყოველგვარი კომპენსაციის მოთხოვნაზე უარს აცხადებს. ამით “შახტარს” ერთი დიდი თავის ტკივილი მოშორდება.</p><p>უკრაინული ვებგვერდების ცნობით, კიევის “ობოლონის” მეკარე ალექსანდრ რიბკა ახლოსაა “შახტარში” გადასვლასთან. მართალია, დაინტერესების თაობაზე პრესას ინფორმაცია კარგა ხანია ჰქონდა, მაგრამ ოფიციალურად დეტალებზე ლაპარაკს ყველა გაურბოდა. გეტყვით, რომ რიბკა კიევის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია, სადაც გაატარა კიდევ კარიერის დიდი ნაწილი. “ობოლონში” კი უკანასკნელი სეზონი ჩაატარა, სადაც 22 შეხვედრაში 24 გოლი გაუშვა და თავი ყველას სტაბილური ასპარეზობით დაამახსოვრა.</p>
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა