<p>ფეხბურთელი, რომელმაც 2009/2010 წლების სეზონში „ჰამბურგის" მცველები გაამწარა, ახლა ჩრდილოგერმანული კლუბისთვის სასურველი მოთამაშეების სიაში ერთ-ერთი პირველია <br> ფეხბურთელი, რომელმაც 2009/2010 წლების სეზონში „ჰამბურგის" მცველები გაამწარა, ახლა ჩრდილოგერმანული კლუბისთვის სასურველი მოთამაშეების სიაში ერთ-ერთი პირველია.</p><p>საუბარია 24 წლის უნგრელ ვარსკვლავ ბალაჟ ჯუჯაკზე, რომელიც „ეინდჰოვენის" ღირსებას იცავს. ზემოხსენებულ სეზონში მან ევროპის ლიგის მატჩში "ჰამბურგს" გოლიც გაუტანა და როგორც პირველ, ასევე საპასუხო შეხვედრაში, ჰამბურგელ მცველებს წამდაუწუმ ამწარებდა. ახლა კი, დიდი შანსია, რომ თვითონ გახდეს „ჰამბურგის" მოთამაშე. ჩრდილოელთა მაშინდელი მწვრთნელი ბრუნო ლაბადია იხსენებს, ეს იყო მოთამაშე, რომლის შეჩერება ყველაზე მეტად გვიჭირდაო.</p><p>ჯუჯაკის გადაბირება „ჰამბურგის" ახალმა შეფმა ფრანკ არნესენმა მოისურვა. უნგრელმა გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში 33 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. ამასთან, მის ანგარიშზე 13 საგოლე პასია. 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ჯუჯაკს მარჯვენა, ან მარცხენა შემტევი გარემარბის ფუნქციების შესრულება შეუძლია და თავს ორივე ფლანგზე ძალიან კარგად გრძნობს. ევროპის ლიგაში მან ამ სეზონში 6 გოლის გატანა მოახერხა, იანვარში კი „ეინდჰოვენთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰამბურგელები მას იაფად ვერ იყიდიან. თანაც, ჰოლანდიურ გრანდს ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ეინდჰოვენი" უნგრეთის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ჯუჯაკს 5 მილიონ ევროდ აფასებს.</p>
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე