მიროს ხელში ჩაგდება "ვალენსიასაც" უნდა

მაშ ასე, როგორც მოსალოდნელი იყო, მიროსლავ კლოზემ „ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 32 წლის თავდამსხმელი ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ რეკორდმაისტერს დატოვებს. მიროს მიუნხენური გრანდის ფორმით ბუნდესლიგაში 98 მატჩი აქვს ჩატარებული ( 24 გოლი, 17 პასი). ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ფორვარდი, რომელიც ხუთშაბათს 33 წლის ხდება.

გასულ სეზონში კლოზე უმეტესად „ბაიერნის" სათადარიგოთა სკამს ხეხავდა - მიუნხენელთა ყოფილი მწვრთნელი ლუის ვან გაალი მას ძალიან იშვიათად ენდობოდა. ამ სეზონში კლოზემ ბუნდესლიგის 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქედან მხოლოდ 9-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში (ერთი გოლი), რაც ძალიან ცუდი შედეგია ისეთი თავდამსხმელისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გერმანიის ნაკრებში ასპარეზობს და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე არა მარტო განაცხადში ყოფნა, არამედ თამაშიც უნდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, კლოზეს, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 109 მატჩში 61 გოლი აქვს გატანილი, „ბაიერნში" დარჩენა უნდოდა. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებთან შეთანხმებას კი იმის გამო ვერ მიაღწია, რომ ბავარიელები მას მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას და მინიმუმ 20 მატჩში სასტარტოში გამწესებას სთავაზობდნენ, კლოზეს კი მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტი სურდა.

„კლოზესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ძალიან გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ხელშეკრულების ვადაზე ვერ შევთანხმდით, - აცხადებს „ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და დასძენს, - მიუნხენის „ბაიერნის" სახელით მიროს წარმატებებს ვუსურვებ და დიდ მადლობას ვუხდი ამ 4 წლის მანძილზე გაწეული სამსახურისთვის."

რეკორდმაისტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კლოზეს კომენტარიც გაავრცელა: „მიუნხენში ოთხი არაჩვეულებრივი წელი გავატარე, რისთვისაც კლუბს და მიუნხენელ გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. „ბაიერნის" ფეხბურთელობა ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მოვლენა იყო." მიროს მომავალთან დაკავშირებით ჯერ არაფერია ცნობილი. მას რამდენიმე წინადადება აქვს, ყველაზე მეტად კი რომის „ლაციო" აქტიურობს, თუმცა რამდენიმე დღეა, რაც „ვალენსიაც" გააქტიურდა. ესპანურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, რამაც, შესაძლოა, კლოზეს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. „ბილდის" ცნობით, მირო უპირატესობას სწორედ „ვალენსიას" ანიჭებს.

გარკვეულია ისიც, რომ მიუხედავად კლოზეს დაკარგვისა, „ბაიერნი" ახალ თავდამსხმელს არ იყიდის. რამდენიმე დღის წინ რუმენიგემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს უთხრა, თუ მირო დაგვტოვებს, მომავალ მწვრთნელ იუპ ჰაინკესთან უკვე შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ „ბაიერნი" ახალ თავდამსხმელს არ იყიდის და ახალი სეზონისთვის სამი ცენტრფორვარდით, მარიო გომესით, ივიცა ოლიჩითა და „კოტბუსიდან" ახლახან ნაყიდი ნილს პეტერსენით მოვემზადებითო.

მართალია, რეკორდმაისტერის დარი კლუბისთვის სამი ცენტრალური თავდამსხმელი ცოტაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პოზიციაზე თამაში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდიერს, 21 წლის თომას მიულერსაც შეუძლია.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"