ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერია და საავტორო გადაცემა "სპორტალი" მიჰყავს.

ჩვენ ლაშას დავუკავშირდით, რამდენიმე შეკითხვა მისი წარსულისა და მომავალი გეგმების შესახებ დავუსვით.

- გილოცავთ, ბატონო ლაშა ტელევიზიაში დაბრუნებას. ამჟამად "პალიტრანიუსზე" ხართ, მიგყავთ თქვენივე საავტორო გადაცემა "სპორტალი", ბრძანდებით არაპოლიტიკური მიმართულების გენერალური პროდიუსერი. რატომ "პალიტრა"?

- "პალიტრა" იმიტომ, რომ არის ერთ-ერთი უძლიერესი ჰოლდინგი ქართულ მედიაბაზარზე, რომელიც არაერთ პლატფორმას ფლობს. ამას გარდა, ხელმძღვანელობა ძალიან მოწადინებულია სპორტული მიმართულების განვითარებისკენ და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ამასთანავე, "პალიტრას" აქვს ის კომპლექსურობა, რაც სხვას არ გააჩნია - აქ არის ტელევიზია, რადიო, გამოცემები და ეს ყველაფერი უდიდეს შესაძლებლობას ქმნის.

- გთხოვთ, გაიხსენეთ, როდის დაიწყეთ სპორტულ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა? რითი იყო გამორჩეული ის პერიოდი და რას ნიშნავდა ეს ნაბიჯი თქვენთვის?

- ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, 1993 წელს. სკოლის დამთავრებისთანავე "მეორე არხზე" გადაცემა "სპორტ თაიმში" სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა უფროსმა მეგობრებმა - მამუკა კვარაცხელიამ, დიმა ობოლაძემ, არმაზ მეტრეველმა ქუჩას ამაცდინეს და სწორ გზაზე დაყენებაში დამეხმარნენ. სწორდ მათი დამსახურებით ვარ სპორტულ ჟურნალისტიკაში.

- რა მიზნებით მიხვედით "პალიტრანიუსზე" და რა გეგმების განხორციელება გსურთ ამ ტელევიზიაში?

- ამ შემთხვევაში გადაცემა "სპორტალზე" ვისაუბრებ. მოგეხსენებათ, "სპორტალი" ყოველდღიური გადაცემაა და იმის ფონზე, რომ ქართულ მედიასივრცეში სპორტული პროექტები ნაკლებად გვხვდება, სწორედ ამიტომ "სპორტალს" უკვე ჰყავს თავისი მაყურებელი. გადაცემა ყოველთვის დღის მთავარ თემაზე კონცენტრირდება, რაც უდიდესი პლუსია. თუ სხვა გადაცემები 1 კვირის განმავლობაში ელოდებიან გასვლის დროს, ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ თემებზე გადაცემას ყოველდღე ვაკეთებთ. თუმცა, პარალელურად, "სპორტალის" განვითარებაზეც ვმუშაობთ.

- რას ეტყოდით თქვენი გადაცემის მაყურებლებს, სპორტის გულშემატკივრებს, რატომ უნდა უყურონ "სპორტალს", რას შესთავაზებთ მათ?

- ჩვენს გადაცემაში სპორტით დაინტერესებული ადამიანები აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე საინტერესო სტუმრებს ყოველდღე ნახავენ, ყოველდღე მოისმენენ დღის მთავარ სპორტულ საკითხზე სრულ ინფორმაციას. სპორტის გულშემატკივრებმა კი გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა უყურონ, თუ სურთ, დღის აქტიუალური სპორტული თემის შესახებ ინფორმაცია ყველაზე ადრე და ამომწურავად მიიღონ.

ავოე
ო რა შინაარსიანი და საინეტრესო ინტერვიუა !

რა იყო დვალიშვილი ფილტრავს კომენტარებს :-)
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
არ ველოდებოდი ამ აღიარებას, უეცრად გავიგე მეც - გიორგი ლორია კვიპროსში სეზონის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს
სპეციალური შეთავაზება მოზარდი სპორტსმენებისთვის "ჯინო ფერედაისში"
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
მნიშვნელოვანი ამბები სპორტულ სამყაროში [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელია გადაცემა "სპორტალში"
ძალოსანი რეზი დავითაძე “სპორტალში” [VIDEO]
ვატო არველაძე სტუმრად "სპორტალში" [VIDEO]
დღის მთავარი სპორტული თემები "სპორტალში" [VIDEO]
ბასილაშვილი, ქართველი მებრძოლები... წარმატებული კვირა "სპორტალში" [VIDEO]
ოცნება ავიხდინე... - რა ოცნებაზე საუბრობს ხვიჩა კვარაცხელია [VIDEO]
ზვიად სიჭინავა: ხალხო, ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში ხვალ დადექით
შოთა არველაძე სტუმრად გადაცემა "სპორტალში" [VIDEO]