მოსკოვის ცსკა-მ გუნდის ახალწვეულებს ნომრები გაუნაწილა და თორნიკე შენგელია 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მას ეს ნომერი დენიელ ჰეკეტმა დაუთმო, რომელმაც 10 ნომერი აიღო. "ჰეკეტის გულუხვობის შედეგად შენგელიამ ნომერი შეინარჩუნა, რომლითაც ევროლიგაზე მისი თამაშის ყურებას გულშემატკივრები მივეჩვიეთ", - წერს "არმიული" კლუბის საიტი.

შენგელიას მაისურის შეძენა 2 500 რუბლად (დაახლოებით 35 დოლარი) შეიძლება.

ნიკოლა მილუტინოვი 33-ე ნომრით ითამაშებს, ხოლო დერან ჰილიარდმა ნომერი შეიცვალა და მე-6 ნომრით იასპარეზებს.

შენგელიამ "ბასკონიაში" გატარებული 6 სეზონის შემდეგ ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცსკა სეზონს სექტემბერში ВТБ ლიგის გათამაშებით იწყებს.

aburjga
იოანე კი არა ავადმყოფი ხარ, ნამდვილი ღვარძლიანი ავადმყოფი! მაიკ ჯორდანი 23 ნომერი!მერე ლებრონ ჯეიმსსს 23 ნომრიანი მაისური რისთვის მისცეს ხომ ვერ გვეტყვი?!- ალბათ პუტინის საპატივცემულოდ?! იქნება არც იცი თორნიკე ბასკონიაშიც 23 ნომრით რომ გამოდიოდა?! მოკლედ ... რა უნდა გელაპარაკო, აზრზე არ ხარ!
124566
ეს უკვე შენი ფანტაზიებია, რადგან როგორც ჩანს წარმოდგენა არ გაქვს კალათბურთის შესახებ. 23 ნომერი ბევრ სპორტსმენს ურჩევნია, პირველ რიგში კალათბურთელებს. დაგუგლე - მაიკლ ჯორდანი. და მიხვდები. ლებრონ ჯეიმსიც შეიძლება ან დევიდ ბექჰემი.
levani
მაგას იზამს და გაუშვებენ გუნდიდან.
პავლე
შე რუსოფილო,ჯორდანი მოსკოვის ცსკა-ში თამაშობდა?! კიდევ კარგი,რომ უმცირესობის უმცირესობაში ხართ და ამას კარგად დაინახავთ საქართველოს ნაკრების საშინაო მატჩზე,"თოკო",რომ გამოვა კაპიტნის სამკლავურით!!!
კაით რაა მართლა უკვე.
იოანე! შე კაი ადამიანო თორნიკეს და მის ფანებს, რომ უკიჟინებთ, რუსულ გუნდებს და ასეთებს, თქვენ არ იჭრით ვენებს ხვიჩა კვარაცხელიაზე რუსულ გუნდში, რომ არის? მაშინ რატომ არ გახსენდებათ რუსული გუნდი? პარადოქსია უკვე თქვენი საქციელები. ჩემი შენ გითხარიო ისეა თქვენი საქმე.
საბას
საბა, არც მე მიხარია მისი ნახვა ცსკა-ში. მერჩივნა ნებისმიერ სხვა გუნდში მენახა, მაგრამ ეს ჩემი შეხედულებაა ისევე როგორც ბევრი ქართველის. ახლა ამასა და აგრესიას შორის არის ვეებერთელა ზღვარი... არაა შეურაწყოფა და აგრესია "მეტი" პატრიოტიზმის გამომხატველი. პირიქით, პროვინციალურ პატრიოტიზმის გამომხატველია. შენგელიას მოუწევს იმ ფაქტთან ჭიდილი, რასაც მისი ქვეყნის მოსახლების დიდი ნაწილოსგან მისი ამ ნაბიჯის კრიტიკა ქვია. ესაა ფაქტი და ვინაა მართალი და ვინ მტყუანი მაგას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უკვე მისი კარიერის და სპორტის ისტორიაში დარჩება სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ ეს უკვე იცის. ახლა, ვინ ვის აფურთხებს სულში როცა ყოველ თვე პუტინის რეჟიმის დამფინანსებელ გაზპრომს ვუხდით ფულს ქართველები? გამოვხატოთ აზრი, დამოკიდებულება და შევეშვათ ამ აგრესიებს და შეურაწყოფებს რაც არ უნდა გვეწყინოს ან გბეტკინოს. ასეა თუ ისე მას გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნის სახელის გატანისათვის ვინდრე ბევრ ჩვენგანს.
საბა
უღირსრბო კაცი გამოდგა სამწუხაროს. ვწუხვარ კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხეს სულში. ერთი კითხვა მაქვს. ქართველთა ეროვნული გუნდის კაპიტანი, სახე და მთავარი ვარსკლავი რუსეთის არმიის ჰიმნზე რომ გაიჯგიმება კვირაში ოთხჯერ ეს ნორმალურია თქვენი აზრით? ცხინვალიდან და ახალგორუდან დევნილი ოჯახი რომელმაც ყველაფერი დაკარგა,რომ ჩაუჯდება საგულშემატკუვროდ ეროვნულ ნაკრებს იმ გუნდის კაპიტანს ერთი კვირით ადრე რუსეთის არმიის ლოგოიანი მაისური რომ ეცმევა ამ ქართველმა ოჯახმა უნდა უგულშემატკივროს ნაკრებს? ამას თხოვთ რომ არ მიაქციოს ყურადღება რადგან ეს ბიჭი ( მე პირადად მაგის სახელს აღარ ვახსენებ) გაიზარდა თურმე ბასკონიისთვის და რა ექნა? ანდაც ქუჩაში რომ შეხვდეს შვილმოკლული მამა შენგელიას და გულმკერდუს იმ ადგილას სადაც არმიის ლოგონქონდა ცოტა ხნის წინ დაკრული რომ შეაფურთხოს ვინმე გაამტყუნებს?
პავლე
იოანე, ჯორდანსაც მაგიტომ ქონდა 23 ნომერი. კგბ-მ გაუჩალიჩა რომ ნახევარ მსოფლიოს ვინც ჯორდანის 23 ნომრიანი მაისურით დადის, შეფარვით რუსეთის არმიისთვის გაეწია პროპაგანდა. ახლა, ახალი ვაქცინებით და 5G-ის მეშვეობით, შეიძლება სულ დააზომბირონ და სულ გაარუსონ და მოქალაქეობა მიაღებინონ. ღმერთო, რა გვეშველება ასეთ "იდეიან" ქვეყანაში...
ჯერი
ნუ შევურიგდებით ასეთების უზნეო და შეურაცხმყოფელ საქციელს. ჩვენი ხალხისგან „კაი ჯანდაბას, რაც უნდა ის ქნას“ დამოკიდებულება რომ არა, ამდენას ვერ გაბედავდა.
იოანე
ნომრის მიცემითაც კი დააკნინეს და პროპაგანდისტულად გამოიყენეს რუსებმა, როგორც სჩვევიათ. 23 თებერვალია რუსული არმიის დღეა და ზუსტად ქართველს ჩააცვეს არმიის სპორტულ კლუბში 23 ნომრიანი მაისური. ესე გამოიყენებენ თავიანთ ბინძურ პროპაგანდისტულ სქემეებში ყოველთვის, მაგიტომაც გადაიყვანეს რომ ქართველების რაღაც ნაწილმა მაინც უგულშემატკივრის რუსულ კლუბს და რუსული საქმის გულშემატკივრობს მიაჩვიონ, ესეთი ვითომ წვრილმანებით.
ნანა
შენ იქნებ მოაგვარო ურთიერთობა რუსეთთან? ეცადე მაინც არ ვხუმრობ
გია
სამწუხაროდ, საამაყო აღარაა.
სააკაძე
ჯიგარი ხარ
დათო
აბა, 20-იანი მაისურით უნდა ითამაშოს 20% ოკუპირებულ ტერიტორიას რომ გაუსვას ხაზიო?! არა ბიჭო, ბურთის ჩაგდებისას მაისურს გაიხდის და აჩვენებს აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა....
emigranti
პირველად ვწერ კომენტარს თოკოს და ცსკას ამბების გახმოვანების შემდეგ. გული მეტკინა და ცუდის დაწერა არ შემიძლია, სასიხარულო კი ნახევრად, თუ მეტად არა სევდიანია. ჰოდა ჩემი ჭკუით ასე გამოვხატე პროტესტი, რომ უკომენტაროდ დავტოვე. აწიც არაფერს დავწერ მის შესახებ, თორემ თამაშებსაც ვუყურებ და ვუგულშემატკივრებ. არა ცსკას, თოკოს. არ მემეტება "გასაწირად" და გინდა მომკალით...და საერთოდ, მორჩით ამ კინკლაობას.
ცნობისმოყვარე
2,500 რუბლი მაისურის ფასია თუ თორნიკესი?
paradox
რა რა და საამაყო ნაღდად არაა...
macbook pro
არასოდეს. არ მოეგოს. ევრო ლიგა რუსული კლუბის მაისურით
გუგა
ჩვენს საამაყო კაპიტანს, გაეხარებინოს მისი გულშემატკივრები.
ოზეკი
თოკოს არჩეულია მოსკოვის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი(ცსკა)და ვერ შეედავები. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის შესანიშნავ სპორტულ კარიერას შეეძლო უფრო ბრძნული გადაწყვეტილება მიეღო.
Chaachi
საიდან რას ფიქრობთ?! რამდენი ქართველი ფედბურთელი თამაშობს რუსეთის პრემიერ ლიგაში,რამდენი ქართველი რეგბისტია რუსეთში,კაჭარავა რომ რუსეთში თამაშობს მოღალატეა? თუ ჯერ რუსეთი არ დაულელეოებიზ?! რატო არ აკრიტიკებდით მარკოიშვილს, სანიკიძეს ან ბუს? მიდი თოკო ევროლიგა და MVP გვინდა!!
ემზარი
პაატა აპრუწუწუნ? შენ, რომ იტყვი არა? ეგრე სად არის თაყაო!
ირაკლი ქუთაისელს ასეა.
მეც რაღაცა მომადგა პირზე, მაგრამ მაგას რავა გაკადრებ? ზრდილობა და ცოტა თავის შეკავება შენს მომხრეებსაც მოკითხე მარტო თორნიკეს, რომ ხედავთ დიდ რუსეთში.
გოჩა
თორნიკე შენგელიას! ვუსურვებთ დიდ წარმატებას, დიდ გუნდში.
buheehe
ვააა/ რამდენი სააკოვ მიხუიები არიან ეს "ურა პატრიოტები"?
პაატა
ყველა ქართველ რუსეთუმეს და ცსკა-ს სტაჟიან თუ თოკოსეულ გულშემატკივარს: ხო გინდათ ევროლიგის მოგება, ხოდა ვერ ეღირსებით!!! მაინც გახევენ რუსეთის არმიის გუნდს! ცსკა-ს წინააღმდეგ ყველას ვუსურვებ წარმატებას: ბარსას, რეალს, მილანს, პანათინაიკოსს, ფენერბახჩესაც და თუნდაც ხიმკისაც!
ირაკლი ქუთაისელი
რაც პირველად მომადგა ენაზე იმას რავა გაკადრებ, მარა ცოტა ზრდილობა არ გაწყენდა. ეტყობა ძაან დაკავებული იყავი როცა არიგებდნენ,
ნეიტრალი
ბიჭო, ბიჭო, ბიჭო - შენგელიას მხარდამჭერი ჯგუფი ორგანიზებულობითა და ოპერატიულობით სჯაბნის ვიზავის.
ასეა
მაგარი ხარ თორნიკე! წარმატება, წარმატება. ერთ მუჭა "ურა პატრიოტ" ბოღმებს არ გავკარით?!
ვახო
შენგელიას მოწინააღმდეგეებს! არ ააქოთოთ ეხლა თქვენი კომენტარებით ეს საიტი ისედაც ძალიან დაუკრეფავში ხართ გადასულები. ყველამ თქვენს ერთ ადგილებს მიხედეთ.
წარმატება თოკოს!
მიდი თოკო მიაწექიიიი! ვინც შენ გაგამტყუნოს, ის იყო მიხუია სააკოვი.
Nika
Warmatebebi toko!!!
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
[VIDEOS] ნიდერლანდების ჩემპიონატი იეგოიანის გოლით გაიხსნა - ის მატჩის MVP გახდა
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
"რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, კრიტიკა? საერთოდ არ მაღელვებს" - პიანიჩი
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
პიანიჩი მოსკოვის ცსკ-ში გადასვლასთანაა ახლოს - რუსულმა მედიამ ეს მწვავედ მიიღო და ბოსნიელს 2022 წელს ნათქვამი სიტყვები გაუხსენა
"ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან" - პიანიჩმა ცსკა-ში გადასვლის მიზეზი განმარტა
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
პიანიჩმა რუსეთის მიმართ შეხედულება შეიცვალა? - ბოსნიელი ამბობს, რომ ცსკ-ში გადასვლით ბედნიერია, მისმა მეგობარმა კი ტრანსფერის შესახებ განმარტება გააკეთა
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს