"როლან გაროსის" მამაკაცთა ბადის ორივე ფინალისტს ამ კვირას საქმეში ისევ ვიხილავთ
კვირას დასრულდა "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირი და უკვე ორ კვირაში ჩოგბურთელები ამ პრესტიჟული კატეგორიის მორიგ ჩემპიონატში ჩაებმებიან.

გრუნტის სეზონი ამ კვირიდან ბალახისამ შეცვალა. როლან გაროსის მამაკაცთა ბადის ორივე ფინალისტს ამ კვირას ისევ ვიხილავთ საქმეში.

ATP

AEGON Championships

ლონდონი (ბრიტანეთი). ბალახი

საპრიზო ფონდი: 627 700 ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: რაფაელ ნადალი, ენდი მიურეი, ენდი როდიკი, სტანისლას ვავრინკა, ჟო-ვილფრიდ ცონგა, ჟილ სიმონი, ფერნანდო ვერდასკო, მარინ ჩილიჩი...

შარშან ამ ტურნირზე ენდი მიურეიმ გაიმარჯვა და ამჯერად მასპინძელი ტიტულის დაცვას ეცდება. მაგრამ ენდის სერიოზული მეტოქე ეყოლება - რაფაელ ნადალი, რომელსაც ლონდონში ასევე აქვს ერთი გამარჯვება. სხვა საკითხია, როლან გაროსზე ტრიუმფის შემდეგ მოინდომებს თუ არა ესპანელი თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.

სხვათა შორის, 1979 წლიდან მოყოლებული ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ამ ტურნირის გამარჯვებული შემდეგ უიმბლდონის ჩემპიონი გამხდარა. ასე რომ, ჩოგბურთელებს თუნდაც იმისთვის მოუწევთ ბრძოლა, რომ იღბალი საკუთარ მხარეს გადაიბირონ.

ორი აშკარა ფავორიტის გარდა ტურნირზე თავის გამოჩენას ეცდებიან ამერიკელები - ენდი როდიკი და სემ კუერი. ასევე არ ღირს ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას ჩამოწერა. საერთოდ კი ამ ტურნირისა და მთლიანად კვირის მთავარი მომენტია კორტის საფარის შეცვლა და ის, თუ როგორ გადაიტანენ ამას ჩოგბურთელები.

Gerry Weber Open

ჰალე (გერმანია). ბალახი

საპრიზო ფონდი: 663 750 ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: როჯერ ფედერერი, ტომაშ ბერდიხი, გაელ მონფილსი, მიხაილ იუჟნი, ვიქტორ ტროიცკი, ფლორიან მაიერი, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, მილოშ რაონიჩი...

ბალახზე მეორე ტურნირს ეწვევა როლან გაროსის კიდევ ერთი ფინალისტი როჯერ ფედერერი, რომელიც ჰალეში კარიერაში მეექვსედ გამარჯვებას ეცდება. შარშან მან აქ ფინალში ითამაშა, მაგრამ ლეიტონ ჰიუიტთან დამარცხდა.

საინტერესო იქნება კანადელი ვუნდერკინდის მილოშ რაონიჩის თამაშზე დაკვირვება. სეზონის დასაწყისში მან ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი ჰარდის სწრაფ კორტებზე, მაგრამ გრუნტის სეზონში ჩრდილში მოექცა. ახლა კანადელს ისევ ექნება თავის გამოჩენის შანსი.

WTA

AEGON Classic

ბირმინგემი (ბრიტანეთი). ბალახი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: კაია კანეპი, ანა ივანოვიჩი, შუაი პენგი, დანიელა ჰანტუხოვა, რობერტა ვინჩი, ეკატერინა მაკაროვა, სარა ერანი, არავან რეზაი...

შარშან აქ ჩინელმა ნა ლიმ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში მარია შარაპოვა დაამარცხა. მაგრამ როლან გაროსზე გამარჯვების შემდეგ აზიელმა ბირმინგემის ტურნირის გამოტოვება გადაწყვიტა, რაც სავსებით ლოგიკურია. თუმცა ფინალში მისი შარშანდელი მეტოქეც არ ჩადის ტურნირზე.

რაც შეეხება ფავორიტთა ჯგუფს, აქ უნდა შევიყვანოთ დანიელა ჰანტუხოვა, ანა ივანოვიჩი და ეკატერინა მაკაროვა, რომელიც ბოლო დროს შესამჩნევ პროგრესს განიცდის.

Danish Open

კოპენჰაგენი (დანია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: კაროლინ ვოზნიაცკი, კლარა ზაკოპალოვა, ბეტანი მატეკი, ლუსი საფაროვა, ბარბორა ზახვალოვა, ანასტასია სევასტოვა...

მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი გარემოებათა მსხვერპლი გახდა და მას ამ კვირას არა ბალახზე, არამედ ჰარდზე მოუწევს თამაში, ისიც დარბაზში.

სხვათა შორის, დანიის დედაქალაქში ასეთი რანგის ტურნირი სულ მეორედ ტარდება და პირველი სწორედ კაროლინმა მოიგო. ასე რომ, მას არ შეეძლო ქვეყნის ღია პირველობის გამოტოვება, რადგან შარშანდელი სარეიტინგო ქულები ჰქონდა დასაცავი.

წესით და რიგით, დანიელს აქ კონკურენტი არ უნდა ჰყავდეს, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ კაროს ჩვევია უცნაური წაგებები, მაგალითად, როგორც ეს გასულ როლან გაროსზე მოხდა.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა