ყაზანის "რუბინის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ "როსტოვთან" მატჩში პატარა საფეხბურთო საოცრებები აჩვენა მაყურებელს და დამსახურებულად გახდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა, ამასთანავე, როგორც გაირკვა, ხვიჩამ რუსეთის პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა.

კვარაცხელიას შეხვედრაში წარმატებულად დასრულებული 11 მოტყუება ჰქონდა და ეს ლიგის რეკორდია. ამდენივე მაჩვენებელი ჰქონდა გროზნოს "ახმატის" ფეხბურთელ ბერნარდ ბერიშას "სოჭისთან" გამართულ შეხვედრაში.

ფეხბურთელის მოტყუება კი ხვიჩამ 16-ჯერ სცადა - ეს პირადი რეკორდია. ლიგის საუკეთესო მაჩვენებელი კი ჰალკს აქვს - 2014 წელს ცსკა-სთან მატჩში ბრაზილიელმა მეტოქე ფეხბურთელის მოტყუება 23-ჯერ სცადა (10 წარმატებული).

ხვიჩამ მეტოქის მოთამაშეებს 4 ყვითელი ბარათი მიაღებინა - 3 მისი წაქცევისთვის, ხოლო 1 ხელით თამაშისთვის, როცა ბაირამიანს ბურთი თავზე გადაუგდო.

რუსმა ბლოგერმა ალეკსანდრ დორსკიმ "ტელეგრამის" საკუთარ არხზე დაწერა:

"ჯერჯერობით კვარაცხელია ისევ მეტოქის მოტყუებაზე მიდის, როცა შეტევის უკეთ გასაგრძელებლად პასის გაკეთება უფრო რაციონალური ჩანს. თუმცა ეს ხვიჩას კრიტიკად არ მიიღოთ. "კვარას" ლიგაში მოტყუების ოდენობით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - 90 წუთის განმავლობაში, საშუალოდ, 4,3-ჯერ სცდება მეტოქეს (7,4 მცდელობიდან), თუმცა მას შეუძლია უფრო ეფექტიანი იყოს. მათ შორის, ზემოთაღნიშნული მაჩვენებლის შემცირების ხარჯზეც კი."

უნდა აღვნიშნოთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი ყველაფერს იდეალურად რომ არ აკეთებს, გასაკვირი არაა. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ გასაკეთებელ პასებს არ აკეთებსო - თუნდაც, მხოლოდ "როსტოვთან" შეხვედრაში ორი პოტენციურად საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა პარტნიორებმა ვერ იყოჩაღეს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

Ravici
სხვათაშორის დღეს რუსების თითქმის 100% წერდა რომ სუსტი დარტყმა აქვსო.
ბესიკ
კვარას მაგაზე მაგრები გაუკეთებია მაგრამ თავში არ ავარდნია ხელებიც აუწევია როცა ყოფილ გუნდს აჭამა ცხრიანში, მას შემდეგ თავისსავე რაიონში გაჭირვებულ ხალხს პანდემიის დროს შეძლებისდაგვარადაც დახმარებია ლუჩშიი იგროკიც იმდენჯერ გახდა რამდენსაც შენი აიქიუ :) გაწვდება კვარა კიდევ გახდება ლუჩშიი იგროკი მაგრამ შენი აიქიუ არვიცი
თერძი ბესოს
რა ქვია მაგას და შენ რას მიედებ მოედები?
kaira-ს
კვარაცხელიას რომელიმე თამაშს უყურე? პასის მეტი რა აკეთა, თან მაგარი პასები. ჯერ ნახე და მერე მიეცი შენიშვნა
თერძი ბესო
მადლობა "როსტოვის" მეკარეს იმ ბურთის აღებისათვის. თუ არა და დღეს კვარაცხელიაზე თავშიავარდნილი კაცი არ ივლიდა დედამიწის ზურგზე )))
kaira
ჩემი აზრით სხვა ქართველების შეცდომების გამეორება იქნება თუ არ გაზრდის თამაშის არეალს. მაგალითად არ ისწავლის პასებს. იმას კი არ ვამბობ დრიბლინგს თავი დაანებოს, არა, ჯერ მოკლე პასები დაამატოს. მომავალი სეზონიდან საშუალო გადაცემები, პლიუს მოქმედების ტერიტორიაც გაეზრდება. განა აჩქარდეს, არა, გაიზარდოს როგორც ფეხბურთელი. ერთ ადგილზე არ გაჩერდეს.
გულშემატკივარი
გენაცვალე ხვიჩა! ძალიან გვახარებს შენი წარმატება და ბევრად მეტს შეგიძლია მიაღწიო. გთხოვ არ გაიმეორო ნიჭიერი, მაგრამ დაკარგული ქართველი ფეხბურთელების შეცდომები. რაც არ უნდა ჯოჯოხეთური შრომა გელოდებოდეს წარმატებული და სტაბილური ფეხბურთელობა ყველაფერს გადაწონის!!!
არტ
სწორი გააკეთა კვარამ რომ ლოკომოტივში არ დარჩა. იქ იგივეს გაუკეტებდნენ რაც ასათიანს და კვირკველიას. არსად წასვლის სშუალებას არ მიცემდნენ სანამ სრულ დეკვალიფიკაციას არ მიიღებდა მაგ ბეი-ბეგი ლიგაში. არ უნდა გადავიდეს სხვა რუსულ გუნდში, ჯერ იყოს მანდ და ძალიან მალევე აუცილებლად კარგი აგენტი და შესაფერისი გუნდი ევროპაში. რაც შეიძლება მალე.
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება